იავანი - საბერძნეთი, ელადა (იონია)


საკვანძო მუხლები:

დაბადება 10 : 4 ; რიცხვნი 24 : 24 ; 3მეფეთა 10 : 22 ; 1ნეშტთა 1 : 5 ; 2ნეშტთა 9 : 21 ; 2ნეშტთა 20 : 36 ; ფსალმუნები 47 : 7 ; ფსალმუნები 71 : 10 ; ესაია 2 : 16 ; ესაია 23 : 1 ; ესაია 60 : 9 ; ესაია 66 : 19 ; იერემია 2 : 10 ; იერემია 10 : 9 ; ეზეკიელი 27 : 13 ; ეზეკიელი 38 : 13 ; დანიელი 8 : 21 ; დანიელი 10 : 20 ; დანიელი 11 : 2 ; იონა 1 : 3 ; იონა 3 : 6 ; იონა 4 : 2 ; ზაქარია 9 : 13 ; ლუკა 23 : 38 ; იოანე 7 : 35 ; იოანე 12 : 20 ; იოანე 19 : 20 ; საქმენი მოციქულთა 6 : 1 ; საქმენი მოციქულთა 9 : 29 ; საქმენი მოციქულთა 11 : 20 ; საქმენი მოციქულთა 14 : 1 ; საქმენი მოციქულთა 16 : 1 ; საქმენი მოციქულთა 17 : 4 ; საქმენი მოციქულთა 18 : 4 ; საქმენი მოციქულთა 19 : 10 ; საქმენი მოციქულთა 20 : 2 ; საქმენი მოციქულთა 21 : 28 ; რომაელთა 1 : 14 ; რომაელთა 2 : 9 ; 1კორინთელთა 1 : 22 ; გალატელთა 2 : 3 ; გალატელთა 3 : 28 ; კოლასელთა 3 : 11 ; გამოცხადება 9 : 11 ;
1.2.81 იავანი - საბერძნეთი, ელადა (იონია)

- იაფეტის ძე დაბ.10,2.4.5; 1ნეშ.1,5.7
- მის შთამომავლებს უნდა მიეღოთ კეთილი უწყება ეს.66,19-21
- ვაჭრობდნენ ტვიროსთან ეზეკ.27,13.19
- დანიელის ხილვებში დან.8,21.22; 10,20; 11,2
- სამხედრო კონფლიქტი მასთან (იონია) იონ.3,6 ზაქ.9,13
- ახალ აღთქმაში საბერძნეთად და ბერძნებად იხსენიება იოან.7,35; 12,20 საქ.11,20; 16,1.3; 17,4.12; 18,4; 19,10.17; 20,2; 21,28.37 რომ.1,14; 2,9.10; 1კორ.1,22-24 გალ.2,3; 3,28 კოლ.3,11 გმცხ.9,11
- ახალ აღთქმაში მოიხსენიებიან ასევე ელინებად საქ.6,1; 9,29; 14,1; 20,21 რომ.1,16
- ბერძნულადაც იყო წარწერა ქრისტეს ჯვარზე ლუკ.23,38 იოან.19,20

იავანის ძეების შესახებ:
- ძის ელიშას შთამომავალნი ეზეკ.27,7
- ძის თარშიშის შთამომავალნი 3მფ.10,22; 2ნეშ.9,21; 20,36.37 ფს.47,7; 71,10 ეს.2,16; 23,1.6.10.14; 60,9; 66,19 იერ.10,9 ეზეკ.27,12.25; 38,13 იონ.1,3; 4,2
- ძის ქითიმის შთამომავალნი რიცხ.24,24 ეს.23,1.12 იერ.2,10 ეზეკ.27,6 დან.11,30
- ძე დოდანიმი წერილში მეტად არ იხსენიება დაბ.10,4

ბიბლიის მუხლები

დაბადება 10
2 იაფეთის ძენი: გომერი და მაგოგი, მადაი და იავანი, თუბალი, მეშექი და თირასი.
4 იავანის ძენი: ელიშა და თარშიში, ქითიმი და დოდანიმი.
5 ამათგან განშტოვდნენ ზღვისპირელი ხალხები თავიანთ ქვეყნებში, თითოეული თავისი ენის, თავისი ტომის მიხედვით, საკუთარ ხალხში.

რიცხვნი 24
24. გემები გამოვლენ ქითიმიდან და დაიმორჩილებენ აშურს, დაიმორჩილებენ ყებერს, მაგრამ თავადაც დაიღუპებიან”.

3მეფეთა 10
22. მეფის თარშიშული გემები ხირამის გემებთან ერთად ნაოსნობდნენ ზღვაში; სამ წელიწადში ერთხელ მოდიოდნენ ეს გემები და მოჰქონდათ ოქრო-ვერცხლი, სპილოს ძვალი და მაიმუნები და ფარშევანგები მოჰყავდათ.

1ნეშტთა 1
5. იაფეთის ძენი: გომერი, მაგოგი, მადაი, იავანი, თუბალი, მეშექი და თირასი.
7. იავანის ძენი: ელიშა, თარშიშა, ქითიმი და როდანიმი.

2ნეშტთა 9
21. რადგან მეფის გემები ხურამის მსახურებთან ერთად თარშიშში დაცურავდნენ; სამ წელიწადში ერთხელ ბრუნდებოდნენ გემები და მოჰქონდათ ოქრო-ვერცხლი, სპილოს ძვალი, მოჰყავდათ მაიმუნები და ფარშევანგები.

2ნეშტთა 20
36. თარშიშში გასამგზავრებელი გემების ასაშენებლად შეეკრა მას და ყეციონ-გებერში ააგო ხომალდები.
37. იწინასწარმეტყველა იოშაფატზე ელიეზერ დოდავაჰუს ძემ, მარეშელმა: „რადგან ახაზიას შეეკარი, ჩაგიშლის საქმეებს უფალი!” დაიმსხვრნენ ხომალდები და ვეღარ შეძლეს თარშიშში წასვლა.

ფსალმუნი 47
7. აღმოსავლეთის ქარით დაამსხვრიე შენ თარშიშის ხომალდები.

ფსალმუნი 71
10. თარშიშისა და კუნძულთა მეფენი ხარკს მოუტანენ მას; შებას და საბას მეფენი ძღვენს მოართმევენ.

ესაია 2
16. თარშიშის ყველა ხომალდისა და მათი ყველა სასურველი მოკაზმულობის წინააღმდეგ.

ესაია 23
1. წინასწარმეტყველება ტვიროსზე: იქვითინეთ, თარშიშის ხომალდებო, ვინაიდან მოისპო ტვიროსი, სახლებისა და ნავთსაყუდელის გარეშე დარჩა; ქითიმის მიწიდან ეუწყათ ეს ამბავი.
6. გადადით თარშიშში, იქვითინეთ, სანაპიროს მცხოვრებნო.
10. მდინარესავით გადაიარე შენი ქვეყანა, თარშიშის ასულო, რადგან აღარ არის სარტყელი.
12. თქვა: "მეტად აღარ ამაღლდები, დაცემულო ქალწულო, სიდონის ასულო! ადექი და ქითიმს გადადი, მაგრამ ვერც იქ იპოვი სიმშვიდეს”.
14. იქვითინეთ, თარშიშის ხომალდებო, რადგან გაცამტვერებულია თქვენი სიმაგრე.

ესაია 60
9. დიახ, კუნძულები დამელოდებიან და თარშიშის ხომალდები პირველნი მოვლენ, რათა შორიდან მოიყვანონ შენი ძეები თავიანთი ვერცხლითა და ოქროთი, უფლის, შენი ღმერთისა და ისრაელის წმიდის სახელის გამო, რადგან მან განგადიდა შენ.

ესაია 66
19. დავადებ მათ ნიშანს და მათ ნატამალს გავგზავნი ხალხებთან: თარშიშში, ფულში, ლუდში, მშვიდლოსნებთან, თუხალში, იავანში, შორეულ კუნძულებზე, სადაც არ სმენიათ ჩემი ამბავი და არ უხილავთ ჩემი დიდება. ისინი გაუცხადებენ ხალხებს ჩემს დიდებას.
20. წამოიყვანენ შენს ძმებს ყოველი ხალხიდან ძღვნად უფლისათვის ცხენებით და ეტლებით, ტახტრევნებით, ჯორებით და აქლემებით ჩემს წმიდა მთაზე, იერუსალიმში, ამბობს უფალი, როგორც ისრაელიანებს მიაქვთ ძღვენი სუფთა ჭურჭლებით საუფლო სახლში.
21. მათგანაც ავიყვან მღვდლებად და ლევიანებად, ამბობს უფალი.

იერემია 2
10. რადგან, აბა, დაიარეთ ქითიმელთა ზღვისპირეთი და ნახეთ, კედარში გააგზავნეთ და ყურადღებით დააკვირდით, ნახეთ, თუ სადმე მომხდარა ამგვარი რამ?

იერემია 10
9. ნაჭედი ვერცხლი თარშიშიდან ამოიტანეს, ოქრო კი - უფაზიდან, ოსტატთა და ოქრომჭედელთა მიერაა ნაკეთები; ლურჯი და მეწამულია მათი სამოსელი, ხელოსნების დამზადებული.

ეზეკიელი 27
6. ბაშანის მუხის ნიჩბები გაგიკეთეს; გემბანი ქითიმის ზღვისპირეთის სპილოს ძვლითა და ბზით მოგიპირკეთეს.
7. ეგვიპტის მოქარგული ქსოვილისა იყო შენი იალქნები, რომ დროშად გქონოდა. გადასახურავი ცისფერი და მეწამული ქსოვილისა იყო ელიშას ზღვისპირეთიდან;
12. თარშიში ვაჭრობდა შენთან, ყოველგვარი სიმდიდრის სიუხვის გამო; ვერცხლს, რკინას, კალას და ტყვიას გაძლევდნენ შენს საქონელში.
13. იავანი, თუბალი და მეშექი იყვნენ შენი გამსაღებლები; ტყვეებს და სპილენძის ჭურჭელს გიხდიდნენ საქონელში.
19. დანი და იავანი უზალიდან სანაცვლოდ რკინის ნახელავს, შტახსსა და ლერწამს გაძლევდნენ შენს საქონელში.
25. თარშიშის ხომალდებს მიმოჰქონდათ შენი საქონელი, აივსე და დიდად განდიდდი ზღვის შუაგულში.

ეზეკიელი 38
13. შება და დედანი, ვაჭარნი თარშიშელნი და მათი ბოკვრები გკითხავენ: ნადავლის მისატაცებლად მოხვედი? საძარცვად შეკრიბე შენი ლაშქარი, ვერცხლისა და ოქროს წასაღებად, საქონლისა და დოვლათის ხელში ჩასაგდებად, დიდი ნადავლის მისატაცებლად?

დანიელი 8
21. ხოლო ის ფაჩვნიერი ვაცი იავანის მეფეა; თვალებს შუა ამოსული დიდი რქა მისი პირველი მეფეა.
22. ის რქა მოტყდა და მის ნაცვლად ოთხი ამოვიდა - ოთხი სამეფო აღდგება მისი ხალხიდან, მაგრამ მათ მისებრი ძალა არ ექნებათ.

დანიელი 10
20. მითხრა: თუ იცი, რისთვის მოვედი შენთან? ახლა სპარსეთის მთავართან საომრად უნდა გავბრუნდე და როდესაც მე გავალ, აჰა, მაშინ მოვა იავანის მთავარი.

დანიელი 11
2. ახლა ჭეშმარიტებას გამცნობ: სპარსეთში კიდევ სამი მეფე დადგება. მეოთხე კი ყველას გადააჭარბებს დიდძალი სიმდიდრით და, როდესაც თავისი სიმდიდრით გაძლიერდება, ყველას იავანის სამეფოს წინააღმდეგ აამხედრებს.
30. ქითიმის ხომალდები წამოვლენ მის წინააღმდეგ და დაფრთხება იგი. გაბრუნდება, წმიდა აღთქმაზე განრისხდება და იმოქმედებს. დაბრუნდება და წმიდა აღთქმის მიმტოვებლებთან შეკრავს კავშირს.

იონა 1
3. ადგა იონა, რომ თარშიშში გაქცეულიყო უფლის პირისგან. ჩავიდა იაფოში, მონახა თარშიშისკენ მიმავალი ხომალდი, გადაიხადა საფასური, ჩაჯდა და მათთან ერთად გაემგზავრა თარშიშისკენ, რომ გადახვეწილიყო უფლის პირისგან.

იონა 3
6. იონელებს მიყიდეთ იუდასა და იერუსალიმის შვილები, რომ მოგეშორებინათ ისინი თავიანთ საზღვრებს.

იონა 4
2. შეღაღადა უფალს და უთხრა: "გემუდარები, უფალო, განა ამას არ ვამბობდი ჯერ კიდევ ჩემს ქვეყანაში ყოფნისას? ამის გამო გავიქეცი თარშიშს, რადგან ვიცოდი, რომ შემწყნარებელი ღმერთი ხარ და მიმტევებელი, სულგრძელი და დიდმოწყალე, და თავს არიდებ დასჯას.

ზაქარია 9
13. რადგან მშვილდივით მოვიზიდავ იუდას და ისრებით ავავსებ ეფრემს; აღვძრავ შენს შვილებს, სიონო, შენი შვილების წინააღმდეგ, იავანო, და მეომრის მახვილად გაქცევ!

ლუკა 23
38. იქვე იყო ბერძნული, ლათინური და ებრაული ასოებით დაწერილი წარწერა: ეს არის იუდეველთა მეფე.

იოანე 7
35. ხოლო იუდეველები ერთმანეთს ეუბნებოდნენ: სად უნდა წავიდეს, რომ ვერ ვიპოვოთ? იქნებ ბერძენთა შორის განთესილებში აპირებს წასვლას, რათა ასწავლოს ბერძნებს?

იოანე 12
20. დღესასწაულზე თაყვანისცემად ამოსულთა შორის ბერძნებიც იყვნენ.

იოანე 19
20. იუდეველთაგან ბევრმა წაიკითხა ეს წარწერა (ვინაიდან ადგილი, სადაც ჯვარს აცვეს იესო, ახლოს იყო ქალაქთან), და დაწერილი იყო ებრაულად, ლათინურად და ბერძნულად.

საქმეები 6
1. ხოლო იმ დღეებში, როცა იზრდებოდა მოწაფეთა რიცხვი, ელინისტებს შორის დაიწყო დრტვინვა ებრაელთა წინააღმდეგ, ვინაიდან მათი ქვრივები უგულებელყოფილნი იყვნენ ყოველდღიური მსახურებისას.

საქმეები 9
29. ელაპარაკებოდა და ეპაექრებოდა ელინისტებსაც, ისინი კი ცდილობდნენ მოეკლათ იგი.

საქმეები 11
20. თუმცა მათ შორის კიპროსელები და კირენელებიც იყვნენ. რომლებიც ანტიოქიაში შესვლისას ბერძნებსაც ელაპარაკებოდნენ და ახარებდნენ მათ უფალ იესოს.

საქმეები 14
1. იკონიაში ერთად შევიდნენ იუდეველთა სინაგოგაში და ისე ილაპარაკეს, რომ უამრავმა იუდეველმა და ელინმა ირწმუნა.

საქმეები 16
1. ასე მიაღწია დერბეს და ლისტრას. და, აჰა, იყო იქ ერთი მოწაფე, სახელად ტიმოთე, იუდეველი მორწმუნე ქალისა და ბერძენი მამის შვილი,
3. პავლემ მოისურვა მისი წაყვანა; წაიყვანა და იქაურ იუდეველთა გამო წინადასცვითა მას, ვინაიდან ყველამ იცოდა, რომ მამამისი ბერძენი იყო.

საქმეები 17
4. ზოგმა მათგანმა ირწმუნა და შეუერთდა პავლეს და სილას, ისევე, როგორც მრავალი ღვთისმოშიში ბერძენი და არცთუ ცოტა დიდგვაროვანი ქალი.
12. მრავალმა მათგანმა ირწმუნა, და მათ შორის იყვნენ ბერძნებიც: ბევრი წარჩინებული კაცი თუ ქალი.

საქმეები 18
4. ყოველ შაბათს ქადაგებდა სინაგოგაში და არწმუნებდა იუდეველებსა და ბერძნებს.

საქმეები 19
10. ასე გაგრძელდა ორ წელიწადს და ასიის ყველა მცხოვრები, იუდეველიც და ბერძენიც, ისმენდა უფლის სიტყვას.
17. ეს რომ შეიტყვეს ეფესოში მცხოვრებმა იუდეველებმა და ბერძნებმა, თავზარი დაეცა ყველას, და განდიდებულ იქნა უფალ იესოს სახელი.

საქმეები 20
2. იქაურობა რომ მოიარა და მრავალი სიტყვით ანუგეშა მორწმუნენი, საბერძნეთს ჩავიდა.
21. იუდეველებსა და ელინებს ვაუწყებდი ღვთის წინაშე სინანულს და ჩვენი უფლის იესო ქრისტეს რწმენას

საქმეები 21
28. და შესძახეს: კაცნო ისრაელიტნო, გვიშველეთ! ეს კაცი ყველგან და ყველას წინაშე ქადაგებს ხალხის, რჯულისა და ამ ადგილის წინააღმდეგ; თანაც, ბერძნებიც შეიყვანა ტაძარში და შებღალა ეს წმიდა ადგილი.
37. ციხეში რომ შეჰყავდათ, პავლემ ათასისთავს უთხრა: შეიძლება ერთი რამ გკითხო? ხოლო მან თქვა: ბერძნული იცი?

რომაელთა 1
14. ბერძენთა და ბარბაროსთა, ბრძენთა და უგუნურთა მოვალე ვარ.
16. რადგანაც არა მრცხვენია სახარებისა, ვინაიდან იგია ძალა ღვთისა, ყოველი მორწმუნის მხსნელი, ჯერ იუდეველისა და მერე ელინის.

რომაელთა 2
9. ჭირი და ვიწროება ყველა ბოროტმოქმედი კაცის სულს, ჯერ იუდეველისას, მერე ბერძნისას.
10. დიდება, პატივი და მშვიდობა ყველა კეთილისმოქმედს, ჯერ იუდეველს, მერე კი ბერძენს.

1კორინთელთა 1
22. ვინაიდან იუდეველებიც სასწაულებს მოითხოვენ და ბერძნები ეძებენ სიბრძნეს.
23. ჩვენ კი ჯვარცმულ ქრისტეს ვქადაგებთ: იუდეველთათვის - საცდურს, ბერძენთათვის - სიშლეგეს,
24. ხოლო იმავე იუდეველთა და ბერძენთათვის, რომელნიც არიან ხმობილნი, - ქრისტეს, ღვთის ძალას და სიბრძნეს.

გალატელთა 2
3. მაგრამ თვით ჩემთან მყოფი ტიტეც კი, მიუხედავად იმისა, რომ ბერძენია, არ გაუხდიათ იძულებული, წინადაეცვითა.

გალატელთა 3
28. აღარ არის იუდეველი, აღარც ბერძენი, აღარც მონა და აღარც თავისუფალი, აღარც მამრი და აღარც მდედრი, რადგანაც ყველანი ერთი ხართ ქრისტე იესოში.

კოლასელთა 3
11.სადაც არ არის ბერძენი და იუდეველი, წინადაცვეთილობა თუ წინადაუცვეთელობა, ბარბაროსი, სკვითი, მონა თუ თავისუფალი, არამედ ქრისტეა ყველაფერი და ყველაფერში.

გამოცხადება 9
11. მეფედ ჰყავდათ უფსკრულის ანგელოზი, და სახელი მისი ებრაულად აბადონ, ხოლო ბერძნულად აპოლიონ.