ატლანტიდა ანუ კონტინენტების განცალკევება (გაყოფა)

საკვანძო მუხლები:

დაბადება 10 : 21 ; დაბადება 11 : 16 ; რიცხვნი 24 : 24 ; მეორე რჯული 32 : 8 ; 1ნეშტთა 1 : 19 ;
2.1.14. 

- კონტინენტების გაყოფამდე დაბ.10,21-24

- გაყოფის შემდეგ დაბ.10,[25].32; 11,16-19 რიცხ.24,24 რჯ.32,8; 1ნეშ.1,[19] ლუკ.3,35.36 საქ.17,26


ბიბლიის მუხლები

დაბადება 10
21. შეეძინა შვილები სემსაც, ყებერის ძეთა მამას, იაფეთის უფროს ძმას.
22. სემის ძენი: ელამი, აშური, არფაქშადი, ლუდი და არამი.
23. არამის ძენი: ყუცი, ხული და მაში.
24. არფაქშადმა შვა შალახი, შალახმა შვა ყებერი.
25. ყებერს შეეძინა ორი ძე; ერთს ერქვა ფელეგი, რადგან მის დროს გაიყო ქვეყანა. მის ძმას ერქვა იაკტანი.=2.1.14. 
32. ეს არის ნოეს ძეთა შთამომავლობა თავ-თავისი მოდგმის მიხედვით, თავ-თავის ხალხში. მათგან განშტოვდნენ ხალხები ქვეყანაზე წარღვნის შემდეგ. 

დაბადება 11
16. ოცდათოთხმეტი წლისა იყო ყებერი, როცა შვა ფალეგი.
17. იცოცხლა ყებერმა ფალეგის დაბადების შემდეგ ოთხას ოცდაათი წელი და შვა ძენი და ასულნი.
18. ოცდაათი წლისა იყო ფალეგი, როცა შვა რეღუ.
19. იცოცხლა ფალეგმა რეღუს დაბადების შემდეგ ორასცხრა წელი და შვა ძენი და ასულნი.

რიცხვთა 24
24. მოვლენ ხომალდები ხეთელებისგან და მოთრგუნავენ აშურს, მოთრგუნავენ ყებერს, მაგრამ თავადაც დაიღუპებიან.

მეორე რჯული 32
8. როცა უზენაესი სამკვიდროებს ურიგებდა ხალხებს, როცა ცალ-ცალკე ასახლებდა ადამის მოდგმას, დაუდგინა საზღვრები ერებს ისრაელიანთა რიცხვისამებრ.

1ნეშტთა 1
19. ყებერს ორი ვაჟი შეეძინა; ერთის სახელი იყო ფელეგი, რადგან მის დროს გაიყო ქვეყანა. მისი ძმის სახელი იყო იაკტანი.

ლუკა 3
35. სარუქისა, რაგავისა, ფალეკისა, ებერისა, სალასი,
36. კაინანისა, არფაქსადისა, სემისა, ნოესი, ლამექისა,

საქმე მოციქულთა 17
26. ერთი სისხლისაგან შექმნა მან კაცთა მთელი მოდგმა, რათა დამკვიდრებულიყვნენ მთელი დედამიწის ზურგზე, და დააწესა მათი დამკვიდრების ჟამნი და ზღვარნი.