ვიდრე დახშავდეს კარს ღმერთი


საკვანძო მუხლები:

დაბადება 7 : 16 ; ესაია 22 : 22 ; მათე 10 : 10 ; ლუკა 13 : 25 ; საქმენი მოციქულთა 14 : 27 ; 1პეტრე 1 : 5 ; გამოცხადება 3 : 8 ;
1.2.72 ვიდრე დახშავდეს კარს ღმერთი

დაბ.7,[16]

- ვიყოთ მზად უფლის მოსვლისთვის მათ.10,10

- რომ გარეთ არ აღმოვჩნდეთ ლუკ.13,25

- რათა ვიყოთ დაცულნი ღვთის ძალითა და ჩვენი რწმენით 1პეტ.1,5

- დავეშუროთ, ვიდრე ღიაა კარი, რომლის გასაღებიც აქვს იესო ქრისტეს ეს.22,22 გმცხ.3,8

- რწმენის კარი ყველასთვისაა ღია საქ.14,27

ბიბლიის მუხლები

დაბადება 7
16 და შემავალი მამალი და დედალი ყოველი ხორციელისაგან შევიდა, როგორც უბრძანა მას ღმერთმა. და დახშა უფალმა კიდობანი.

ესაია 22
22. მხარზე დავადებ დავითის სახლის გასაღებს; გააღებს და ვერავინ დაკეტავს, დაკეტავს და ვერავინ გააღებს.

მათე 10
10. როცა საყიდლად წავიდნენ, მოვიდა სიძე; მზადმყოფნი მასთან ერთად შევიდნენ ქორწილში და დაიხშო კარი.

ლუკა 13
25. ვინაიდან ადგება სახლის პატრონი და ჩაკეტავს კარს, ხოლო თქვენ, გარეთ მდგომნი, დაიწყებთ კარზე კაკუნს და იტყვით: ბატონო, ბატონო, გაგვიღე; ის კი მოგიგებთ: არ ვიცი, ვინა ხართ და სადაურნი.

საქმეები 14
27. ჩავიდნენ, შეკრიბეს ეკლესია და უამბეს, რა მოიმოქმედა ღმერთმა მათთან ერთად და როგორ გაუხსნა რწმენის კარი წარმართებს.

1პეტრე 1
5. რომელნიც ღვთის ძალისა და რწმენის წყალობით დაცული ხართ ცხონებისათვის, რაც მზადაა გამოცხადდეს უკანასკნელ ჟამს

გამოცხადება 3
8. ვიცი შენი საქმენი: აჰა, მოგეცი შენს წინაშე გახსნილი კარი და ვერავინ შესძლებს მის დახშვას. მცირე გაქვს ძალა, მაგრამ დაიცავი ჩემი სიტყვა და არ უარყავ ჩემი სახელი.

__თემაზე წერდნენ__
***
დაბ.7,16 "დახშა უფალმა კიდობანი". რაკი ნოე რჩებოდა ღმერთისადმი მორჩილებაში, ღმერთიც აგრძელებს მასზე ზრუნვას; და აქ ნაჩვენებია, რომ ეს ზრუნვა იყო არაჩვეულებრივი, რადგან ამ კარის დაკეტვა ადგენდა გამყოფ კედელს მთელ დანარჩენ ქვეყნიერებასთან. ღმერთმა დახშა კარი (1) მისი დაცულობისთვის, რათა ყოფილიყო ნოე კიდობანში უსაფრთხოდ. კარი უნდა იყოს დაგმანული ძალიან გულმოდგინედ, რათა წყალმა არ შეაღწიოს და არ ჩაძიროს კიდობანი, და ძალიან მაგრად, რომ ვერავინ გარედან ვერ შემოაღწიოს. ისე იფარავდა ნოეს, როგორც თავის საკუთრებას (მალ.3:17).
(2) რათა გამოეთიშა დანარჩენები და საუკუნოდ დაეტოვა ისინი კიდობნის გარეთ. იმ მომენტამდე კიდობნის კარი რჩებოდა ღია, და თუ ვინმე თუნდაც ამ ბოლო შვიდ დღეში მოინანიებდა და ირწმუნებდა, მაშინ ისიც შეიძლებოდა ყოფილიყო მიწვეული კიდობანში. მაგრამ ახლა კარი დაიკეტა და მათ დაკარგეს ყოველგვარი იმედი შიგნით შეშვების, რადგანაც რასაც ღმერთი კეტავს, მას ვერავინ შეძლებს გახსნას.
ვინც რწმენით მივიდა ქრისტესთან – შედის კიდობანში, – ღვთის ძალა დაკეტავს კარს, და ისინი იქნებიან დაცულნი მისი ძალის მიერ (1პეტ.1:5).
ღმერთმა მოათავსა ადამი სამოთხეში, მაგრამ არ დაუხშავს მისთვის კარი, თუმცა საბოლოოდ თვით განიყენა თავი იქიდან; ხოლო როცა ღმერთმა მოათავსა ნოე კიდობანში, დაკეტა კარი მის უკან; როცა მას მიჰყავს სული ქრისტესთან, აძლევს მას ხსნის გარანტიას. ჩვენ მას ვიღებთ არა იმიტომ, რომ ჩვენ თვითონ ვდგავართ, არამედ იმიტომ, რომ ჩვენ გვაკავებს შუამდგომლის ხელი.
წყალობის კარი მალე დაიხშობა მათთვის, ვინც ახლა არ აფასებს მას. დააკაკუნეთ, და გაგეხსნებათ; მაგრამ მოვა დრო, როცა კარი დაიკეტება (ლუკ.13:25).
__ მეთიუ ჰენრი __

***
დაბ.7,16. და დახშა ღმერთმა კიდობანი [გარედან]
ამაღელვებელი სახიერებაა ღვთიური აზრისა წარღვნისგან დახსნილთა შესახებ. ზოგიერთები, სხვათა შორის, ხედავენ აქ ალეგორიას, იმ აზრით, რომ უფალმა, რომელიც დიდხანს მოელოდა მონანიებას ცოდვილი ქვეყნიერებისგან, დაუდო დასასრული ამ მოლოდინს და გადაწყვიტა მოეყვანა სისრულეში თავისი განაჩენი პირველი ქვეყნიერების მიმართ. კიდობნის დახშვით ერთგვარად მოუჭრა მათ გზა მონანიებისკენ (ლუკ.13:24-25, 28).
__ ლოპუხინის კომენტარი __