სხეულთან სულის (მშვინვის) განშორების შესახებ

საკვანძო მუხლები:

დაბადება 6 : 3 ; დაბადება 7 : 22 ; რიცხვნი 16 : 22 ; იობი 12 : 10 ; იობი 27 : 3 ; იობი 34 : 14 ; ფსალმუნები 77 : 39 ; ფსალმუნები 103 : 29 ; ფსალმუნები 145 : 4 ; ეკლესიასტე 12 : 7 ;
1.7.7. __ 

დაბ. 6,[3]; 7,22; რიცხ. 16,22; იობ. 12,10; 27,3; 34,14.15; ფს. 77,39; 103,29.30; 145,4; ეკლ. 12,7

ბიბლიის მუხლები

დაბადება 6
3. თქვა უფალმა ღმერთმა: არ დარჩება ჩემი სული ადამიანში საუკუნოდ, რადგან ხორცია იგი. იყოს მისი ხანი ასოცი წელი.

დაბადება 7
22 ყოველივე, რასაც კი სიცოცხლის სუნთქვა ჰქონდა ნესტოებში, ყოველივე, რაც ხმელეთზე იყო, დაიღუპა.

რიცხვთა 16
22 და პირქვე დაემხნენ ისინი, და თქვეს: “ღმერთო, ყოველი ხორციელის სულების ღმერთო! ერთმა კაცმა შესცოდა და მთელ თემზე რად მრისხანებ?”

იობი 12
10. ვის ხელშიც არის ყოველი სულდგმულის სამშვინველი და მთელი კაცთა მოდგმის სული?

იობი 27
3. ვიდრე ვსუნთქავ და ღვთის სული მიდგას ნესტოებში,

იობი 34
14. თუ თავისკენ მიაბრუნა თავისი სული და უკანვე წაიღო თავისი სუნთქვა,
15. ერთიანად გაწყდება ყოველი ხორციელი და მიწად მიიქცევა ადამიანი;

ფსალმუნი 77
39. გაიხსენებს, რომ ხორციელნი არიან ისინი, სული, რომელიც გარდავა და აღარ ბრუნდება.

ფსალმუნი 103
29. დაფარავ შენს სახეს - შეძრწუნდებიან, სულს წაართმევ - დაიხოცებაან და თავიანთი მტვერს დაუბრუნდებიან.
30. გაუშვებ შენს სულს - წარმოიქმნებიან და განაახლებ პირს მიწისას.

ფსალმუნი 145
4. ამოუვა სული, დაუბრუნდება თავის მიწას; იმ დღეს გაქრება მისი ფიქრები.

ეკლესიასტე 12
7. მიიქცეოდეს მტვერი მიწად, როგორც იყო და სული დაუბრუნდებოდეს ღმერთს, რომელმაც შთაბერა.