უფლის სახელის ხსენება

საკვანძო მუხლები:

დაბადება 4 : 26 ; დაბადება 16 : 13 ; დაბადება 21 : 33 ; დაბადება 26 : 25 ; გამოსვლა 15 : 3 ; გამოსვლა 20 : 24 ; გამოსვლა 33 : 19 ; გამოსვლა 34 : 5 ; მეორე რჯული 6 : 13 ; მეორე რჯული 10 : 20 ;
3.11.3. __

დაბ.4,26; 16,13; 21,33; 26,25 გამ.15,3; 20,24; 33,19; 34,5 რჯ.6,13; 10,20

ბიბლიის მუხლები

დაბადება 4
26. შეთსაც შეეძინა ვაჟი და უწოდა სახელად ენოში. მაშინ დაიწყო უფლის სახელის ხსენება. 

დაბადება 16
13. ახსენა სახელი უფლისა, რომელიც ელაპარაკებოდა: შენა ხარ ღმერთი, ჩემი მხილველი; რადგან თქვა: განა აქაც არ ვიხილე კვალი ჩემი მხილველისა?

დაბადება 21
33. დარგო იალღუნი ბერშებაში აბრაამმა და ახსენა იქ უფლის, საუკუნო ღმერთის სახელი.

დაბადება 26
25. აღმართა იქ სამსხვერპლო და ახსენა უფლის სახელი. დასცა იმ ადგილას კარავი და იქაც ამოიღეს ჭა ისაკის მორჩილებმა.

გამოსვლა 15
3. მეომარია უფალი, უფალია მისი სახელი.

გამოსვლა 20
24. მიწისგან გამიკეთე სამსხვერპლო და იქ შემომწირე აღსავლენი და სამადლობელი მსხვერპლი, თქვენი ცხვარი და ძროხა. ყოველ ადგილას, სადაც კი დავთქვამ ჩემი სახელის ხსენებას, გამოგეცხადები და დაგლოცავ.

გამოსვლა 33
19. თქვა ღმერთმა: ჩამოვატარებ მთელს ჩემს სიდიადეს შენს წინ და მოვუხმობ უფლის სახელს შენს წინაშე. შევიწყალებ, ვინც შესაწყალებელია, და შევიტკბობ, ვინც შესატკბობია.

გამოსვლა 34
5. ჩამოვიდა უფალი ღრუბელში. დადგა მოსე იქ, მის ახლოს, და ახსენა უფლის სახელი.

მეორე რჯული 6
13. უფლის, შენი ღმერთის, გეშინოდეს და მას ემსახურებოდე, მის სახელს ფიცულობდე.

მეორე რჯული 10
20. უფლის, თქვენი ღმერთისა გეშინოდეს, მას ემსახურე, მას მიეწებე, მისი სახელით დაიფიცე.