წარმართთა მოქცევა ქრისტეს მიმართ


საკვანძო მუხლები:

დაბადება 12 : 3 ; ესაია 9 : 1 ; ესაია 49 : 6 ; ესაია 60 : 3 ; იოველი 2 : 32 ; მათე 4 : 15 ; მათე 12 : 18 ; მარკოზი 7 : 26 ; ლუკა 2 : 31 ; იოანე 10 : 16 ; საქმენი მოციქულთა 9 : 15 ; საქმენი მოციქულთა 10 : 28 ; საქმენი მოციქულთა 11 : 1 ; საქმენი მოციქულთა 13 : 46 ; საქმენი მოციქულთა 14 : 27 ; საქმენი მოციქულთა 15 : 3 ; საქმენი მოციქულთა 18 : 6 ; საქმენი მოციქულთა 21 : 19 ; საქმენი მოციქულთა 26 : 20 ; საქმენი მოციქულთა 28 : 28 ; რომაელთა 1 : 13 ; რომაელთა 3 : 29 ; რომაელთა 9 : 24 ; რომაელთა 10 : 12 ; რომაელთა 11 : 11 ; რომაელთა 15 : 9 ; გალატელთა 3 : 8 ; ეფესელთა 3 : 6 ;
1.8.83 წარმართთა მოქცევა ქრისტეს მიმართ

წარმართები - არაებრაელი ხალხები

- ჩართული იქნენ ღმერთის მიერ აბრაამისთვის მიცემულ აღთქმაში დაბ.12,3 გალ.3,8 ეფ.3,6
- ღმერთი წარმართებისაც არის და რწმენით ამართლებს მათ რომ.3,29.30; 9,24.30; 10,12
- შურს აღუძრავენ ისრაელს, რათა ისინიც მოიქცნენ ქრისტესკენ რომ.11,11.25
- იხარებენ ღვთის ხალხთან ერთად რომ.15,9-12
- ქრისტე ხალხთა ნათელია ეს.9,1; 49,6 ლუკ.2,31.32 საქ.26,20.23
- მის სახელში აქვთ იმედი წარმართებს მათ.12,18.21
- ნაწინასწარმეტყველებია წარმართთა მოქცევა ეს.60,3.4.7.8
- ნაუწყებია მათ.4,15.16
- ყოველი, ვინც მას მოუხმობს იოვ.2,32
- ხსნა ღვთისა მოევლინათ საქ.28,28
- წარმართები თავადაც ეძიებენ უფალს მარ.7,26-29
- იწოდნენ "სხვა ფარეხის ცხვრებად ინ.10,16
- ერთალია მოციქულები უკანაც კი იხევდნენ, მაგრამ უფალი უჩვენებდა მათთან ქადაგების საჭიროებას საქ.10,28-36
- მაგრამ სასიამოვნოდ გაოცებულნი დარჩნენ და ადიდებდნენ ღმერთს საქ.10,45; 11,1.18; 14,27; 15,3.12.14; 21,19
- ხვდებოდა წინააღმდეგობა საქ.13,46-48
- მსჯელობდნენ საქ.15,7.19.23
- კამათობდნენ საქ.18,6; 21,25
- ღმერთი აგზავნის მათთან მახარებლებს საქ.9,15
- მოციქულებს ჰქონდათ მოშურნეობა რაც შეიძლება მეტად ეხარებინათ მათთვის რომ.1,13; 15,16-19

ბიბლიის მუხლები

დაბადება 12
3. ვაკურთხებ შენს მაკურთხებელს და დავწყევლი შენს მაწყევარს; კურთხეული იქნება შენში მიწიერთა მთელი მოდგმა.

ესაია 9
1 ამიტომ აღარ იქნება წყვდიადი ჩაგრულთათვის; თუმცა პირვანდელ ჟამს დამცირდა ზებულუნისა და ნაფთალის ქვეყანა, უკანასკნელ ჟამს განდიდდება ზღვის გზა იორდანეს გაღმა და წარმართთა გალილეა.

ესაია 49
6. თქვა: ცოტაა, ჩემი მორჩილი რომ იყავი იაკობის შტოთა აღსადგენად და ისრაელის ნატამალის მოსაქცევად; ხალხების ნათელად გაგხდი, რომ ჩემმა ხსნამ ქვეყნის კიდემდე მიაღწიოს.

ესაია 60
3. ხალხები მოვლენ შენს ნათელზე და შენი სხივის ელვარებაზე.
4. ირგვლივ მოატარე თვალი და იხილე: ყველანი შეკრებილან და შენსკენ მოდიან; შენი ვაჟები შორიდან მოვლენ და შენს ასულებს მხრებით მოიყვანენ.
7. კედარის მთელი ცხვარი შენთან შეგროვდება, ნებაიოთის ვერძები შენს სამსახურში იქნებიან, ნებით ავლენ ჩემს სამსხვერპლოზე და ჩემი დიდების სახლს განვადიდებ.
8. ვინ არის, ღრუბელივით რომ მოფრინავს და მტრედივით თავისი სამტრედისკენ?

იოველი 2
32 და იქნება: ყოველი, ვინც მოუხმობს უფლის სახელს, გადარჩება, რადგან სიონის მთაზე და იერუსალიმში იქნება ხსნა მათთვისაც, ვისაც უფალი მოუხმობს, როგორც ნათქვამი აქვს უფალს.

მათე 4
15. ქვეყანა ზაბულონისა და ქვეყანა ნეფთალემისა, გზა ზღვისა იორდანეს გაღმა, გალილეა წარმართთა;
16. ბნელში მსხდომარე ხალხმა იხილა ნათელი დიდი, და ქვეყნად და სიკვდილის ჩრდილში მსხდომთ გამოუბრწყინდა ნათელი.

მათე 12
18. "აჰა, მსახური ჩემი, რომელიც ამოვირჩიე, საყვარელი ჩემი, რომელიც მოიწონა ჩემმა სულმა; ჩემს სულს დავდებ მასზე და ის აუწყებს სამართალს წარმართებს.
21. და მის სახელში ექნებათ იმედი წარმართებს”.

მარკოზი 7
26. წარმართი იყო ეს დედაკაცი, წარმოშობით სიროფინიკიელი, ზღვის გაღმელი; და ემუდარებოდა, ეშმაკი განედევნა მისი ასულისგან.
27. იესომ უთხრა: "მაცალე, ჯერ შვილები გაძღნენ, თორემ არ არის კარგი, შვილებს წაართვა პური და ძაღლებს გადაუგდო”.
28. მან კი მიუგო: "მართალია, უფალო, მაგრამ ძაღლებიც ხომ ჭამენ მაგიდის ქვეშ შვილების ნამცეცებს”.
29. უთხრა: "ამ სიტყვის გამო, წადი, გასულია ეშმაკი შენი ასულისგან”.

ლუკა 2
31. რომელიც შენ განამზადე ყოველი ხალხის წინაშე.
32. სინათლე წარმართთათვის გასანათებლად და შენი ხალხის, ისრაელის სადიდებლად”.

იოანე 10
16. სხვა ცხვრებიც მყვანან, რომლებიც არ არიან ამ ფარეხისა; მათი მოყვანაც მმართებს, რათა ისმენდნენ ჩემს ხმას, და იქნება ერთი სამწყსო და ერთი მწყემსი.

საქმეები 9
15. მაგრამ უთხრა მას უფალმა: "წადი, ვინაიდან ჩემი რჩეული ჭურჭელია იგი, რათა მიიტანოს ჩემი სახელი წარმართთა, მეფეთა და ისრაელიანთა წინაშე.

საქმეები 10
28 უთხრა მათ: “თქვენ უწყით, რომ იუდეველ კაცს ეკრძალება ურთიერთობა და დაახლოება უცხოტომელთან. მაგრამ მე მიჩვენა ღმერთმა, რომ არც ერთი ადამიანისთვის არ მეწოდებინა შებილწული ან უწმიდური.
29 ამიტომ, როცა მომიხმეს, უყოყმანოდ მოვედი. ამიტომ გეკითხებით: რა საქმეზე მომიხმეთ?”
30 კორნელიოსმა თქვა: “ოთხი დღის წინ, ამ საათამდე, ვმარხულობდი, მეცხრე საათზე ჩემს სახლში ვლოცულობდი. და აჰა, ჩემს წინაშე დადგა კაცი ელვარე სამოსით.
31 თქვა: ‘კორნელიოს, შესმენილია შენი ლოცვა და შენი მოწყალებანი მოხსენებულია ღვთის წინაშე.
32 ახლა გაგზავნე იაფოში და დაუძახე სიმონს, რომელიც პეტრედ იწოდება: მეტყავე სიმონის სახლში დგას ზღვის პირას.’
33 მაშინვე გამოვგზავნე შენთან და კარგად მოიქეცი, რომ მოხვედი. ახლა ჩვენ ყველანი ვდგავართ ღვთის წინაშე, რომ მოვისმინოთ ყოველივე, რაც უფლისაგან გაქვს ნაბრძანები.”
34 გახსნა პეტრემ ბაგე და თქვა: “ჭეშმარიტად ვრწმუნდები, რომ ღმერთი მიკერძოებული არ არის,
35 არამედ ყოველ ხალხში მისი მოშიში და სიმართლის მოქმედი სათნოა მისთვის.
36 მან მოუვლინა ისრაელიანებს სიტყვა და ახარა მშვიდობა, იესო ქრისტეს მეშვეობით, ის არის ყოველთა უფალი.
45 მორწმუნენი წინადაცვეთილთაგან, რომლებიც პეტრეს მოჰყვნენ, გაოცდნენ, რომ სულიწმიდის ნიჭი წარმართებსაც მოეფინათ,

საქმეები 11
1. გაიგეს იუდეაში მყოფმა მოციქულებმა და ძმებმა, რომ წარმართებმაც მიიღეს ღვთის სიტყვა.
18. ეს რომ მოისმინეს, დადუმდნენ. ღმერთს ადიდებდნენ და ამბობდნენ - აჰა, წარმართებსაც მისცაო ღმერთმა მონანიება სასიცოცხლოდ.

საქმეები 13
46. მაშინ პავლემ და ბარნაბამ მხნეობა მოიკრიბეს და თქვეს: "პირველად თქვენთვის უნდა თქმულიყო ღვთის სიტყვა, მაგრამ ვინაიდან უარყოფთ მას და საუკუნო სიცოცხლის უღირსად ხდით თქვენს თავს, აჰა, წარმართებს მივუბრუნდებით.
47. ვინაიდან ასე გვიბრძანა ჩვენ უფალმა: მე დაგაყენე წარმართთა სინათლედ, რომ შენ მიიტანო ხსნა ქვეყნის კიდეებამდე.
48. ეს რომ გაიგეს, გაიხარეს წარმართებმა; ადიდებდნენ უფლის სიტყვას, და ყველამ ირწმუნა, ვინც საუკუნო სიცოცხლისთვის იყო განწესებული.

საქმეები 14
27. ანტიოქიაში ჩასულებმა შეკრიბეს ეკლესია და აუწყეს, რა წყალობა მოიღო მათზე ღმერთმა და როგორ გაუხსნა წარმართებს რწმენის კარი.

საქმეები 15
3. ეკლესიის მიერ წარგზავნილებმა ფინიკიასა და სამარიაში გაიარეს, იქაურებს წარმართთა მოქცევაზე უამბობდნენ, და ძმათაგან ყველას დიდად ახარებდნენ.
7. ხანგრძლივი მსჯელობის შემდეგ პეტრე ადგა და უთხრა მათ: "კაცნო, ძმანო, თქვენ იცით, რომ ღმერთმა პირველი დღეებიდანვე ამომირჩია თქვენ შორის, რათა წარმართებს ჩემგან მოესმინათ სახარების სიტყვა და ერწმუნათ.
12. მაშინ მთელი ხალხი დადუმდა და უსმენდა ბარნაბასა და პავლეს, რომლებიც უამბობდნენ, რა ნიშნები და სასწაულები მოახდინა ღმერთმა წარმართებს შორის, მათი მეშვეობით.
14. მოგვითხრო სიმონმა, პირველად როგორ მოხედა ღმერთმა წარმართებს, რომ მათგან გამოეკრიბა ხალხი თავისი სახელისთვის.
19. ამიტომ მივიჩნევ, რომ არ დავაბრკოლოთ ისინი, წარმართთაგან ღვთისკენ რომ არიან მოქცეულნი,
23. და ასე მიწერეს თავიანთი ხელით: "მოციქულები, უხუცესები და ძმები - ანტიოქიაში, სირიასა და კილიკიაში წარმართთაგან მოქცეულ ძმებს, გიხაროდეთ!

საქმეები 18
6. მაგრამ იმის გამო, რომ ეწინააღმდეგებოდნენ და გმობდნენ ისინი, ტანისამოსი დაიბერტყა და უთხრა მათ: "თქვენს თავზე იყოს თქვენივე სისხლი! მე უბრალო ვარ; ამიერიდან წარმართებთან მივდივარ”.

საქმეები 21
19. მოიკითხა რა ისინი, დაწვრილებით უამბო ყველაფერი, რაც ღმერთმა მისი მსახურებით მოახდინა წარმართებს შორის.
25. ხოლო იმ წარმართებზე, რომელთაც ირწმუნეს, მივწერეთ ჩვენი გადაწყვეტილება, რომ მოერიდონ კერპთშენაწირებს, სისხლს, დამხრჩვალს და სიძვას”.

საქმეები 26
20. პირველად დამასკოსა და იერუსალიმის მკვიდრთ, მერე კი იუდეის მთელ ქვეყანას და აგრეთვე წარმართებს ვუქადაგებდი მონანიებას, ღვთისკენ მოქცევას, და მონანიების ღირსი საქმეების აღსრულებას.
23. რომ უნდა წამებულიყო ქრისტე და პირველი აღმდგარიყო მკვდართაგან; და სინათლე ექადაგა ამ ხალხისთვის და წარმართებისთვის”.

საქმეები 28
28. მაშ, იცოდეთ, რომ ხსნა ღვთისა მოევლინა წარმართთ, და ისინი ისმენენ კიდეც“.

რომაელთა 1
13. მინდა იცოდეთ ძმებო, რომ მრავალჯერ განმიზრახავს თქვენთან მოსვლა, რათა თქვენშიც მქონოდა რაიმე ნაყოფი, როგორც დანარჩენ წარმართებში, თუმცა აქამდე ვბრკოლდებოდი.

რომაელთა 3
29. ნუთუ ღმერთი მხოლოდ იუდეველებისაა და არა წარმართებისაც? რა თქმა უნდა, წარმართებისაც.
30. რადგანაც ერთია ღმერთი, რომელიც რწმენის გამო ამართლებს წინადაცვეთილთ, წინადაუცვეთელთ კი - რწმენით.

რომაელთა 9
24. ჩვენზე, რომლებსაც მან მოგვიწოდა არა მარტო იუდეველთაგან, არამედ წარმართთაგანაც?
30. მაშ, რაღა ვთქვათ? წარმართებმა, რომლებიც სიმართლეს არ მისდევდნენ, მიიღეს სიმართლე: სიმართლე რწმენისაგან;

რომაელთა 10
12. და ამაში არ არის განსხვავება იუდეველსა და წარმართს შორის, ვინაიდან ერთი უფალი არის ყველაზე; ის უხვია ყველასათვის, ვინც მოუხმობს მას.

რომაელთა 11
11. მაშ, ვამბობ: ნუთუ იმისთვის წაბორძიკდნენ, რომ დაეცნენ? არამც და არამც! მაგრამ მათი დანაშაულით ხსნა ეწიათ წარმართებს, რათა შური აღძრულიყო მათში.
25. რადგან არ მინდა, ძმებო, არ იცოდეთ ეს საიდუმლო, რათა არ ეყრდნობოდეთ თქვენს სიბრძნეს: ნაწილობრივ სიჯიუტე მოუხდა ისრაელს, ვიდრე წარმართთა სისავსე არ მივა ღმერთთან.

რომაელთა 15
9. წარმართთა მსახური კი - წყალობისათვის, რათა ედიდებინა ღმერთი, როგორც დაიწერა: „ამისთვის გაღიარებ წარმართთა შორის და ვუგალობ შენს სახელს“.
10. ესეც ითქვა: „ხარობდეთ, წარმართნო, მის ხალხთან ერთად“.
11. და კიდევ: „აქოს უფალი ყველა წარმართმა და ადიდოს იგი ყოველმა ხალხმა“.
12. ხოლო ესაია ამბობს: „იქნება ფესვი იესესი, რომელიც აღდგება წარმართთა მთავრად და სასოებად მათდა“.
16. რომ ვიყო იესო ქრისტეს მსახური წარმართებთან და ღვთის სახარების მღვდელმსახური, რათა მისაღები გახდეს წარმართთა შესაწირი, სულიწმიდის მიერ განწმედილი.
17. ამიტომ ძალმიძს დავიქადო ქრისტე იესოში ღმერთის წინაშე.
18, რადგან ვერ გავბედავდი, რომ მელაპარაკა ისეთი რამ, რაც არ გაუკეთებია ქრისტეს ჩემი მეშვეობით წარმართთა დასამორჩილებლად სიტყვით და საქმით,
19. ნიშნებისა და სასწაულების ძალით, ღვთის სულის ძალით, ისე, რომ იერუსალიმიდან და მისი შემოგარენიდან ილურიკიამდე გავავრცელე ქრისტეს სახარება.

გალატელთა 3
8. წერილმა, რომელმაც თავიდანვე განჭვრიტა, რომ ღმერთი რწმენით გაამართლებდა წარმართებს, წინასწარ ახარა აბრაჰამს: "და იკურთხება შენში ყველა ერი”.

ეფესელთა 3
6. რომ წარმართებიც თანამემკვიდრეები, სხეულის ნაწილები და აღთქმის თანაზიარნი არიან ქრისტეში ხარების მეშვეობით.

-----------------------
იოან მოლერის ნახატი