მრავალთა მოქცევა ქრისტეს მიმართ


საკვანძო მუხლები:

ესაია 45 : 23 ; საქმენი მოციქულთა 2 : 41 ; საქმენი მოციქულთა 4 : 4 ; საქმენი მოციქულთა 5 : 14 ; საქმენი მოციქულთა 6 : 7 ; საქმენი მოციქულთა 8 : 6 ; საქმენი მოციქულთა 9 : 35 ; საქმენი მოციქულთა 9 : 42 ; საქმენი მოციქულთა 19 : 20 ; იოანე 4 : 41 ; ლუკა 1 : 16 ;
=1.8.82 მრავალთა მოქცევა ქრისტეს მიმართ

- ნაწინასწარმეტყველებია მრავალთა მოქცევა ეს.45,22.23 ლუკ.1,16
- მრავალმა სამარიელმა ირწმუნა მისი სიტყვის გამო იოან.4,41
- მოციქულთა ჟამს მოიქცა მრავალი საქ.2,41.47; 4,4; 5,14; 6,7; 8,6-8.14.15; 9,35.42; 19,20

ბიბლიის მუხლები

ესაია 45
22. ჩემკენ მოიქეცით და გადარჩებით, ქვეყნის ყოველი კუთხისანო, რადგან მე ვარ ღმერთი და სხვა არავინაა.
23. ჩემი თავი მაქვს დაფიცებული, ჩემი პირიდან გამოვიდა სიმართლე და ჩემი სიტყვა არ გადაითქმის, რადგან ყოველი მუხლი ჩემს წინაშე მოიყრება, ყოველი ენა მე დამიფიცავს.

ლუკა 1
16. მრავალ ისრაელიანს მოაქცევს უფლისკენ - მათი ღმერთისკენ.

საქმეები 2
41. ვინც მიიღო მისი სიტყვა, კიდეც მოინათლა, და შეემატათ იმ დღეს სამი ათასამდე სული.
47. ღვთის მაქებარნი და მთელი ხალხის მიერ მადლით მოსილნი, ხოლო უფალი დღითიდღე ჰმატებდა ეკლესიას დახსნილთ.

საქმეები 4
4. ხოლო მრავალმა, ვინც ისმინა სიტყვა, ირწმუნა; და იყო მათი რიცხვი ხუთი ათასამდე.

საქმეები 5
14. და სულ უფრო მეტი მორწმუნე ემატებოდა უფალს, სიმრავლე კაცთა და ქალთა.

საქმეები 6
7. იზრდებოდა ღვთის სიტყვა და უჩვეულოდ მრავლდებოდა მოწაფეთა რიცხვი იერუსალიმს; და მღვდელთაგანაც ბევრი დაემორჩილა რწმენას.

საქმეები 8
6. ხალხი ერთსულოვნად უგდებდა ყურს, რასაც ამბობდა ფილიპე, უსმენდა და ხედავდა სასწაულებს, რომლებსაც ახდენდა იგი.
7. ვინაიდან მრავალთაგან, ვინც უწმინდურ სულებს შეეპყროო ყვირილით. გამოდიოდნენ ისინი და მრავალი დავრდომილი და კოჭლი იკურნებოდა.
8. და იყო დიდი სიხარული იმ ქალაქში.
14. იერუსალიმში დარჩენილმა მოციქულებმა გაიგეს, რომ სამარიამ მიიღო ღვთის სიტყვა, და გაგზავნეს მათთან პეტრე და იოანე,
15. რომლებმაც ჩასვლისას ილოცეს მათთვის, რათა მიეღოთ სული წმიდა.

საქმეები 9
35. მაშინ მისი შემყურე ლიდიისა და სარონის ყველა მკვიდრი უფლისაკენ მოიქცა.
42. ეს ამბავი მთელ იოპეს მოედო და ბევრმა იწამა უფალი.

საქმეები 19
20. ასე ძლევამოსილად იზრდებოდა და მტკიცდებოდა უფლის სიტყვა.

1.8.82 Обращение множества к Христу
Ис.45,22.23 Лук.1,16 Ин.4,41 Деян.2,41.47; 4,4; 5,14; 6,7; 8,6-8.14.15; 9,35.42; 19,20