როცა ვხვდებით, რა გააკეთა უფალმა ჩვენს სახსნელად, გვსურს მადლიერებით ვემსახუროთ მთელი ცხოვრება


საკვანძო მუხლები:

იოანე 4 : 53 ;
=1.8.81 როცა ვხვდებით, რა გააკეთა უფალმა ჩვენს სახსნელად, გვსურს მადლიერებით ვემსახუროთ მთელი ცხოვრება

იოან.4,53

ბიბლიის მუხლები

იოანე 4
53. მამა მიხვდა, რომ ის დრო იყო ეს, როცა უთხრა იესომ: ცოცხალიაო შენი შვილი; და ირწმუნა მან და მთელმა მისმა სახლეულმა.

__თემაზე წერდნენ__
***
ინგლისელმა ვაჭარმა კაიროში მონათა ბაზრობაზე შეხედა ერთ საწყალ მოხუცს, შეებრალა და გადაიხადა მასში მოთხოვნილი თანხა. შემდეგ მისცა მას ფული და გამოუცხადა, რომ იგი ახლა თავისუფალია და შეუძლია სადაც მოისურვებს იქ წავიდეს. მოხუცი ჯერ ვერაფრით ვერ მიხვდა, თუ რა მოხდა, მაგრამ როცა გაიცნობიერა, დაეცა მის ფეხებთან და სთხოვა დაეტოვა თავისთან, რათა ემსახურა მასთან ნებაყოფლობით მთელი თავისი დარჩენილი ცხოვრება.
__ იაკობ ლევენი __

***
დოქტორი დოდრიჯი ყველანაირად შეეცადა როგორმე გამოეხსნა ერთერთი დამნაშავე. როგორც იქნა მოახერხა გამოეთხოვა საწყლისთვის შეწყალება. ეს სასიხარულო ამბავი თვითონვე შეატყობინა მას თავის საკანში. როცა შეწყალებულმა გაიგო ეს, ჩაუვარდა ფეხებში დოქტორს და წამოიძახა: "ო, ბატონო დოქტორო! ყოველი წვეთი სისხლი ჩემში გემადლიერებათ თქვენ, ვინც მზად იყავით თქვენი სისხლითაც კი დაგეცავით და შეწყალება გამოგეთხოვათ ჩემთვის! სადაც უნდა ვიყო ამიერიდან, მე მთლიანად გეკუთვნით თქვენ."
ურიგო არ იქნებოდა თითოეული ქრისტიანი ასე ჩავარდნოდა იესო ქრისტეს ფეხებში და ეთქვა მთელი გულით იგივე სიტყვები.
__ იაკობ ლევენი __


1.8.81 Благодарность Господу и готовность служения всю жизнь за спасение наше
Ин.4,53