ბოშები ქრისტიანობაში


საკვანძო მუხლები:

1.8.46. ბოშები ქრისტიანობაში

მორწმუნე ბოშები ევროპის ქვეყნებში ძირითადად კათოლიკეები არიან, რუსეთის ტერიტორიაზე — მართლმადიდებლები, ბალკანეთის ქვეყნებში — სუნიტი მუსლიმები. მათში გავრცელებულია აგრეთვე ტრადიცული რწმენა-წარმოდგენებიც. საქართველოში მცხოვრებ ბოშათა ნაწილი თავს მუსლიმად ან მართლმადიდებელ ქრისტიანად მიიჩნევს, თუმცა საქართველოში სხვა რელიგიური იდენტობის ბოშათა ჯგუფებიც არიან, მათ შორის ევანგელისტური აღმსარებლობის ქრისტიანები.

__თემაზე წერდნენ__
***
თურ­ქეთ­ში მცხოვ­რე­ბი ბო­შე­ბი ად­გი­ლობ­რივ ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას ფულ­საც კი უხ­დიდ­ნენ, რომ მათ­თვის ქრის­ტი­ა­ნო­ბა არ წა­ერ­თმი­ათ. ამი­ტომ, ბევრ მოგ­ზა­ურს ძა­ლი­ან უკ­ვირ­და, რომ ისი­ნი ოქ­როს ჯვრებს ატა­რებ­დნენ...
__ ლალი პაპასკირი __

***
ბოშები ქობულეთში დაახლოებით მე-19 საუკუნეში ჩამოსახლდნენ. მაშინ ისინი უმეტესად მუსულმანური რელიგიის მიმდევრები იყვნენ, ახლა კი ევანგელისტი ქრისტიანები არიან. მათი დღევანდელი შეხედულებებით მკითხაობა ცოდვად ითვლება და ძირითადად ვაჭრობით ირჩენენ თავს. კვირაში ორჯერ სკოლის ეზოში იკრიბებიან და ბოშური ჯგუფის – „მიქსის“ კონცერტებს უსმენენ. ტრადიციული ბოშური ტანსაცმელიც იშვიათად აცვიათ და ერთი შეხედვით არ განსხვავდებიან გელაურის ქართველი მოსახლეობისგან.
__ ნარგიზ ჯინჭარაძე __