თვითკრიტიკა


საკვანძო მუხლები:

1.6.27 თვითკრიტიკა

საკუთარ ნაკლოვანებათა კრიტიკა და შეცდომათა აღიარება. 
თავის თავისადმი კრიტიკული დამოკიდებულება და მაღალი მოთხოვნები წინსვლასა და წარმატებაზე ორიენტირებული კაცისთვის აუცილებელი თვისებაა.

__თემაზე წერდნენ__
***
ყველაზე მეტად ქების ღირსი იგია, ვისაც იმოდენა ვაჟკაცობა აქვს, რომ თავისი შეცდომა აღიაროს და გაასწოროს.
__ ფენელონი __

***
ყოველი კაცი ცდება და მარტო დიდბუნებოვანი კი დაინახავს და იტყვის ხოლმე თავის შეცდომას.
__ ფონტენელი __

***
ადამიანი იქცევა ზრდასრულად იმ დღეს,როცა პირველად გაიცინებს საკუთარ თავზე გულწრფელად.
__ ეტილ ბარიმოსი __

***
თუ ადამიანმა გონებით კარგად შეიგნო თავისი ნაკლნი, იგი უნაკლო ადამიანთ ძალიან დაახლოებია.
__ გოეთე __

***
რაკი შენი შეცდომა სცან და აღიარე, უჭკვიანესი შეიქმენ.
__ პოპე __

***
მხოლოდ იშვიათად, გამონაკლის ადამიანებს აქვთ იმდენი თვითკრიტიკა, რომ საკუთარ საღ აზრს მაინც დაუჯერონ, როდესაც ვინმე აჩვენებს.
__ ჰერმან საბო __

***
ნუ გეშინია საკუთარ თავზე სიცილის, რადგან თვითკრიტიკა ისევე აუცილებელია, როგორც სახის ჩამობანა.
__ მაქსიმ გორკი __

***
ნუ გვეწყინება, გავიცინოთ საკუთარ თავზე, როცა შეცდომა ფიქრს გაახვევს სინანულის მწარე ბადეში.
__ (რაფო) რაფიელ მგელაური __

***
საკუთარი სისულელის ჩრდილში დიდხანს მაინც ნუ დადგებით.
__ ზაზა კაციაშვილი __

***
იყავი თვითკრიტიკული და ნაკლებად დაგწყვეტს გულს სხვათა შეფასება.
__ რობი უილიამსი __