გონიერ რჩევათა გამოყენებისთვის


საკვანძო მუხლები:

იგავნი 2 : 11 ; რომაელთა 12 : 2 ; ზირაქი 37 : 1 ; 1კორინთელთა 10 : 15 ;
=1.6.26 გონიერ რჩევათა გამოყენებისთვის

იგავ.2,10.11 რომ.12,1-3; 1კორ.10,15 ზირაქ.37,19

ბიბლიის მუხლები

იგავნი 2
10. თუ სიბრძნე შევიდა შენს გულში და ცოდნა ეტკბო შენს სულს,
11. გონიერება დაგიფარავს და შეგნება დაგიცავს,

რომაელთა 12
1. ღვთის მოწყალებით შეგაგონებთ, ძმებო, ცოცხალ, წმიდა და კეთილსასურველ მსხვერპლად უძღვენით თქვენი სხეული ღმერთს, და ეს იქნება თქვენი გონივრული ღვთისმსახურება.
2. ნუ ემსგავსებით ამ ქვეყანას, არამედ გარდაიქმენით თქვენი გონების განახლებით, რათა შეიცნოთ, რა არის ნება ღვთისა, კეთილი, სათნო და სრული.
3. ჩემთვის მოცემული მადლით მოგმართავთ ყველას: ნურავინ იფიქრებს თავის თავზე უფრო მეტს, ვიდრე უნდა ფიქრობდეს; არამედ იფიქროს ზომიერად, იმ რწმენის თანახმად, ღმერთმა რომ მიაგო თვითეულ თქვენგანს.

1კორინთელთა 10
15. გელაპარაკებით როგორც გონიერებს; თავად განსაჯეთ, რასაც ვამბობ.

ზირაქი 37
19. ზოგი კაცი გაწაფულია, მრავალს მოძღვრავს, მაგრამ ურგებია საკუთარი თავისთვის.

__თემაზე წერდნენ__
***
ვინც იმეცნებს სათნოებათა მაგალითებს და არ მისდევს მათ, ემსგავსება კაცს, რომელიც ხნავს და არ სთესავს.
__ წმ. ბასილი დიდი __

***
ჭკუა პურია სახითა, მჭამელთა შესარგებელი,
ცოდნა და საქმის ხმარება - მარილი და საწებელი.
__ დავით გურამიშვილი __

***
ადამიანური სიბრძნის უზენაესი ხარისხი ისაა, რომ უნარი ჰქონდეს შეეგუოს შექმნილ ვითარებას და ყოველგვარ ჭექა-ქუხილში სულის სიმშვიდე შეინარჩუნოს.
__ დანიელ დეფო __

***
ზოგიერთი სწავლული ბანკის მოლარეს ჰგავს, რომელსაც მხოლოდ გასაღები აბარია და ფული მას არ ეკუთვნის.
__ ბერნე __

***
გონების დანიშნულება ჭეშმარიტების აღმოჩენაა, ამიტომ უდიდესი და დამღუპველი შეცდომაა, როცა გონებას ჭეშმარიტების დასაფარავად ან დასამახინჯებლად იყენებენ.
__ ლევ ტოლსტოი __

***
რაიმეს ცოდნა არ ნიშნავს იმას, რომ ნაწილებად დაჰყო ან განმარტო იგი. რაიმეს ცოდნა მის განჭვრეტას ნიშნავს. მაგრამ იმისთვის, რომ დაინახო, უწინარეს ყოვლისა, მონაწილეობა უნდა მიიღო. ეს მკაცრი სკოლაა.
__ ეკზიუპერი __

***
კლდეში ხმალი გადუნახავთ, მაგრამ ნეტავ ვიცოდე, -
საჭირო დროს ხმალი იგი რად არ გამომიწოდე?
__ გალაკტიონი __

***
ჭკვიანის სიტყვას რეგვენის ყურში სძინავსო.
__ გიორგი ლეონიძე __

***
ადამიანმა წერა რომ ისწავლა, მერმე მეხსიერება მოუდუნდა? და რაც უფრო მეტ ცოდნასა და სიმდიდრეს ვიძენთ, მით უფრო ვიძარცვებით და ვართ ასე!
__ ლევან გოთუა __

***
ყველა კარგი რჩევა უკვე გაცემულია. სიბრძნისა და თავდაჭერის ყველა წესი ჩვენს ერამდეა შედგენილი და მარკუს ავრელიუსის დროიდან მათ მნიშვნელოვანი არაფერი შემატებია. მართალია ამ რეცეპტებს დღემდე ცოტა ვინმესთვის თუ უშველია, მაგრამ ამ სავალალო ფაქტს უამრავი მიზეზი აქვს. აი, თუნდაც ორი მათგანი:
როცა ადამიანებს შეუძლიათ თავს მიხედონ, ხშირად ამას არ აკეთებენ, ბევრს შეუგნებლად იზიდავს სატანჯველი, ბევრს სურს იყოს ბავშვივით უმწეო; როცა ვინმეს კარნახით, ადამიანები გულწრფელად მოინდომებენ თავის მიხედვას, უმეტეს შემთხვევაში მათ მაინც არ იციან, როგორ მოაბან ამას თავი, რამეთუ ყოველ კეთილ რჩევას კიდევ ათი სხვა უნდა მოჰყვეს იმის ასახსნელად, თუ როგორ შეასრულონ ის, პირველი. მთავარი სიძნელე კი ისაა, რომ ზოგიერთ ადამიანს სუსტად აქვს განვითარებული შეცნობილი ძალები, რომელთაც შეუძლიათ შეუცნობლის წარმართვა საჭირო მიმართულებით. ჩვენი ბუნება ჯერ კიდევ ნაკლებად ენდობა გონებას, ამიტომაც ძალიან ადვილია მიიღო გონივრული გადაწყვეტილება და ძალიან ძნელი - შეასრულო იგი. ცნობიერებასა და ქვეცნობიერს შორის სრული თანხმობა ისეთივე იშვიათობაა, როგორც ბედნიერი ქორწინება. მაგრამ ქვეცნობიერის მოქმედების ჩვეული ხერხია - საქმე ისე წაიყვანოს, რომ თვითონ არ ჩანდეს, თითქოს მხოლოდ ცნობიერება წარმართავს ყველაფერს და როცა ცნობიერება მიხვდება, რა ოინი უყო ქვეცნობირმა, იწყება კონფლიქტი საკუთარ თავთან.
__ ვლადიმერ ლევი __


1.6.26 Для использования мудрых советов
Пр.2,10.11 Рим.12,1-3; 1Кор.10,15 Сирах.37,19