ღვთის ნება აღსრულდება განწმედილი გულის (სინდისის) სიმართლით


საკვანძო მუხლები:

1.5.7 ღვთის ნება აღსრულდება განწმედილი გულის (სინდისის) სიმართლით

__თემაზე წერდნენ__
***
ვინც სხეულს არ ავარჯიშებს, ისევე უვარგისია სხეულისმიერი შრომისთვის, ვით სულგაუწვრთნელი სულიერი მოღვაწეობისთვის, რადგან არ ძალუძს აკეთოს ის, რაც საჭიროა და თავი შეიკავოს იქ, სადაც თავდაჭერა მოეთხოვება.
__ ქსენოფონტე __

***
აუცილებლად უნდა ვიცოდეთ უფლის ნება და, აგრეთვე ის, თუ რომელი საქმეა თავისი არსით კეთილზნეობრივი, უფლისათვის სათნო და რომელი - ცოდვა. ვინც ამის შეცნობას არ შეეცდება, სცოდავს უფლის წინაშე. გამოდის, რომ ვინც თავის თავს სიბნელესა და უმეცრებაში ამყოფებს, ორმაგად სცოდავს: იმით, რომ არ იცის უფლის ნება და იმითაც, რომ ყოველ ღონეს არა ხმარობს მის გასაგებად, ანუ, განგებ იმყოფებს თავს სიბნელეში.
__ წმ. თეოფანე დაყუდებული __

***
თუკი ჩვენც ვინებებთ შევუერთოთ ჩვენი ნება ჩვენი უფლის ნებას, მაშინ გაგვიადვილდება არარად შევრაცხოთ ყოველივე ამქვეყნიური.
__ ზოსიმე პალესტინელი __

***
ჭეშმარიტი სიხარული უფლისგან მოდის და მხოლოდ მას მიეცემა, ვინც საკუთარ თავს გამუდმებით აიძულებს, რომ თავისი ნება უარყოს და ღვთის ნება აღასრულოს.
__ ანტონი დიდი __

***
ნება აღსრულდების, რა გული მართალი უძს კაცსა.
__ სარგის თმოგველი __

***
ნება არის აღრჩევა ერთისა რასამე მრავალთა მათგან მოგონებათა კეთილთა კეთილისა, გინა ბოროტისა. ნებანი სამად განიყოფებიან: ერთი იგი ხორციელებრივი, რომელი - იგი ნაყროვანებისა განსვენებისა და გემოთმოყვარებისა, ხოლო მეორე საშუალ არს ერთისა მის უმაღლესი, ხოლო მეორისა ვერ სრულიად და წმიდად მისაწდომელ, ხოლო მესამისა სულიერად, რომელსა შორის სისრულე იხილვების სრულიად საღთოსა მოქალაქო ნებისა.
__ სულხან-საბა __

***
ნებისყოფა, რაც შემეცნებას ესწრაფვის, დასრულებული საქმით არასოდეს კმაყოფილდება.
__ ჯორდანო ბრუნო __

***
სინდისი პირველი და ხშირად უკანასკნელი ჯილდოა კეთილი საქმისთვის.
__ ბუასტი __

***
ბატონი იყავ შენი ნებისა და ყმა შენი სინდისისა.
__ ეშენბახი __

***
ზნეობა გონიერებაა გულისა.
__ ჰაინე __


***
ბიბლია არის გაცხადება ღვთის ნების და ჩვენ მის მიხედვით უნდა დავუმორჩილოთ ჩვენი აზრები და ქცევები მის სიტყვას.
__ ტ. ედვარდსი __

***
ჩვენი ჭკუა სულში ღრმადაა ჩამარხული, როგორც კაჟში ნაპერწკალი; იგი თავისით არ იჩენს თავს, თუ არავინ დააკვესა.
__ რიუკერტი __

***
საკმარისია შევინარჩუნოთ ნება და გონიერება და თავის დროზე ყველა დაბრკოლება ძლეული იქნება.
__ დოსტოევსკი __

***
არ არსებობს ფანტაზია, რომლის სინამდვილედ ქცევაც არ შეეძლოთ გონებასა და ნებისყოფას.
__ მაქსიმ გორკი __

***
სული ანაყოფიერებს გონებას. მხოლოდ სული თესავს გონებაში მომავალი ქმნილების თესლს. დანარჩენს კი გონება აგვირგვინებს.
__ ეკზიუპერი __

***
სულის სიმტკიცე იმდენად სუსტდება, რამდენადაც საკუთარ ხორცს ვემონებით.
__ მაჰათმა განდი __

***
ნუ დავივიწყებთ, რომ ფიზიკური ძალა ისევე წარმავალია, ვით ჩვენი ხორცი. სულის სიმტკიცე კი მარადიულია, რადგან მარადიულია თვით სული.
__ მაჰათმა განდი __

***
ნებას შვილდავს.
__ გრიგოლ რობაქიძე __

***
დარბაისლურად თავი შეიკავა, გული დაუდო ნებას.
__ გიორგი ლეონიძე __

***
სინდისის ხანასაც თავისი გარდატეხის ხანა აქვს.
__ სტანისლავ ეჟი ლეცი __

***
კაცი თავისი თავის შინაგან საქმეთა მინისტრი უნდა იყოს.
__ სტანისლავ ეჟი ლეცი __

***
საკანი სენაკს მაგონებს, პატიმარი - მეუდაბნოეს არანებაყოფლობითს. ასე განსაჯეთ, აქ იძულებით უნდა დაატყვევო საკუთარ თავში უსასრულო წყება სურვილებისა, სამშვინველისეული ქაოსის უმისამართო ენერგიით აღძრული, ლტოლვები, რომელთა დასადავება, გათოკვა და ჭკუაზე მოყვანა მეუდაბნოეთა, სოფლისგან განდგომილთა სანუკვარი მიზანია.
__ მერაბ კოსტავა __

***
ჩვენი გონება, გრძნობები და სხეულის ყოველი ასო ცომი უნდა იყოს იმ სულის ნებისა, რომელიც ჩვენშია, ჩვენს სხეულში, სადაც ვხვდებით უფალს, და როგორც ღვთის სულია უხილავი, ასევე - ჩვენი სული, რომელსაც უნდა ვუმორჩილებდეთ როგორც ჩვენი სამშვინველის, ისე მისგან მოძრავი სხეულის ნებას.
__ მირზა ბადიაური __

***
სინდისი დაფდაფებს ააგრიალებს, მის ხმაზე გონება აათრთოლებს გულს, ქვასა და რკინას შემოხსნის და გულიც თავის მხრივ სამოქმედოდ დასძრავს სხეულს კაცის სინდისისა და უფლის ნებისად.
__ მირზა ბადიაური __