სირცხვილი და უსირცხვილობა


საკვანძო მუხლები:

2მეფეთა 10 : 5 ; 4მეფეთა 8 : 11 ; ეზრა 8 : 22 ; ფსალმუნები 24 : 3 ; ფსალმუნები 33 : 5 ; ფსალმუნები 118 : 6 ; იგავნი 7 : 13 ; ესაია 44 : 9 ; ესაია 45 : 24 ; ესაია 49 : 23 ; ესაია 65 : 13 ; ეზეკიელი 16 : 27 ; ზაქარია 13 : 4 ; მარკოზი 8 : 38 ; 1პეტრე 4 : 16 ; 1იოანე 2 : 28 ; რომაელთა 6 : 21 ; რომაელთა 9 : 33 ; რომაელთა 10 : 11 ; 2კორინთელთა 9 : 4 ; ფილიპელთა 1 : 20 ; 2ტიმოთე 1 : 8 ; 2ტიმოთე 2 : 15 ; იერემია 3 : 3 ; სოფონია 3 : 5 ; ლუკა 18 : 2 ;
1.4.16 სირცხვილი და უსირცხვილობა

(სირცხვილი - საკუთარი საქციელის ან მდგომარეობის უკეთურების შეგრძნება;
უსირცხვილობა - საკუთარი უკეთური საქცილის უგრძნობლობა)

სირცხვილს იწვევს:
- სხვებისგან შეურაცხყოფა 2მფ.10,4.5
- ცუდი ამბის შეტყობა 4მფ.8,11-13
- ღვთის მიტოვება ეზრ.8,22
- შეცოდება ფს.24,3
- კერპების კეთება ეს.44,9.11
- უფალზე გაჯავრება ეს.45,24
- დაუმორჩილებლობა ეს.65,13
- სხვისი უზნეო საქციელი ეზეკ.16,27
- ცრუ წინასწარმეტყველთა გაწბილება ზაქ.13,4
- ურწმუნოება მარ.8,38
- მოუმზადებლობა 2კორ.9,4

შერცხვენის აცილების საშუალებები:
- ღვთის იმედი ფს.24,20 ეს.49,23
- უფლის განდიდება ფს.33,5
- მცნებების დაცვა ფს.118,6
- გულის უბიწოება ფს.118,80
- ქრისტეში ყოფნა 1ინ.2,28
- რწმენა ქრისტესადმი რომ.9,33; 10,11
- სიმტკიცე რწმენაში 2ტიმ.1,12
- ქრისტიანული გულმოდგინება 2ტიმ.2,15

სირცხვილის შესაძლო მიზეზები:
- ვნება ქრისტეს გულისთვის 1პეტ.4,16
- წარსული ცხოვრება რომ.6,21
- ცხოვრებისეული გეგმები ფლპ.1,20
- ქრისტეს მოწმობა 2ტიმ.1,8

ურცხვობა იგავ.7,13 იერ.3,3 სოფ.3,5 ლუკ.18,2

ბიბლიის მუხლები

2მეფეთა 10
4. აიღო ხანუნმა და ნახევარი წვერი მოჰპარსა დავითის მორჩილთ, წელამდე შემოაჭრა ნახევარი სამოსელი და გაისტუმრა.
5. როცა ეს ამბავი შეატყობინეს დავითს, გაგზავნა ხალხი მათ შესაგებებლად, რადგან ძალზე შეურაცხყოფილნი იყვნენ კაცები. უთხრა მეფემ: იერიქონში დარჩით, ვიდრე წვერი მოგეზრდებოდეთ და მერე მობრუნდით.

4მეფეთა 8
11. გააშტერა ელისემ სახე და უყურებდა, ვიდრე არ შერცხვა მას. მერე ატირდა ღვთისკაცი.
12. თქვა ხაზაელმა: რატომ სტირი, ბატონო? მიუგო: იმიტომ, რომ ვიცი, თუ რა ბოროტებას უზამ ისრაელიანებს: ცეცხლს მისცემ მათ ციხე-სიმაგრეებს, მახვილით ამოხოცავ მათ ჭაბუკებს, გასრეს მათ თოთო ბავშვებს და შუაზე გაკვეთ მათ ორსულ ქალებს.
13. თქვა ხაზაელმა: ვინ ძაღლი გდია შენი მორჩილი, რომ ასეთი დიდი საქმე გააკეთოს? მიუგო ელისემ: შენი თავი მახილვინა უფალმა არამის მეფედ.

ეზრა 8
22. რადგან მრცხვენოდა მეთხოვა მეფისთვის ჯარი და მხედრობა, რომ გზაში მტრებისაგან დაეცვათ ჩვენი თავი, რადგან ნათქვამი გვქონდა მეფისთვის: სასიკეთოა ჩვენი ღმერთის ხელი ყველასათვის, ვინც კი ევედრება მას; ხოლო მისი ძალა და რისხვა თავს ატყდება ყველას, ვინც მას მიატოვებს.

ფსალმუნი 24
3. ასევე ყველა, ვინც შენით სასოებს, ნუ შერცხვება. შერცხვნენ ამაოდ შემცოდველნი.
20. შენ დაიფარე ჩემი სული და დამიხსენი, ნუ შევრცხვები, რადგანაც შენ გესავ.

ფსალმუნი 33
5. მისი შემყურენი განათებულან და მათი პირი არ შერცხვენილა.

ფსალმუნი 118
6. მაშინ აღარ შემრცხვებოდა, როს შევხედავდი შენს ყოველ მცნებას.
80. იყოს ჩემი გული უბიწო შენს წინაშე, რათა არ შევრცხვე.

იგავნი 7
13. აჰა, ჩაიჭირა იგი, კოცნის და ურცხვად ეუბნება:

ესაია 44
9. კერპის გამომსახველნი არარაობაა ყველანი და მათი ძვირფასეულობა უსარგებლოა; თავად არიან ამის მოწმენი. ვერაფერს ხედავენ, ვერაფერს მიმხვდარან, ამიტომაც შერცხვებიან.
11. აჰა, შერცხვებიან მისი თანამდგომნი, რადგან ხელოსნებიც ადამის მოდგმისანი არიან; შეიკრიბონ ყველანი, გამოცხადდნენ; ზარი დაეცეთ და შერცხვნენ ერთიანად.

ესაია 45
24. მხოლოდ უფალშია, იტყვიან ჩემზე, სიმართლე და ძალა. მასთან მივლენ და შერცხვებიან ყველანი, ვინც მასზე ჯავრობდნენ.

ესაია 49
23. მეფეები შენი გამზრდელები იქნებიან, მათი დედოფლები კი - შენი ძიძები; პირქვე დამხობით გცემენ თაყვანს და შენ ფეხთა მტვერს დაუწყებენ ლოკვას, რათა გაიგონ, რომ მე უფალი ვარ და არ შერცხვება ჩემს მოიმედეს.

ესაია 65
13. ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: აჰა, მაძღარნი იქნებიან ჩემი მორჩილნი, თქვენ კი იშიმშილებთ! აჰა, დარწყულებული იქნებიან ჩემი მორჩილნი, თქვენ კი გეწყურებათ! აჰა, გაიხარებენ ჩემი მორჩილნი, თქვენ კი შერცხვებით!

იერემია 3
3. შეკავდა წვიმები და გაზაფხულის წვიმაც არ მოსულა. მეძავის შუბლი გქონდა, არ გახსოვდა სირცხვილი.

ეზეკიელი 16
27. აჰა, ხელს მოგიღერებ და არჩივს შეგიმცირებ; მიგცემ შენი მოძულეების - ფილისტიმელთა დიაცების ნებაზე, რომელთაც ერცხვინებათ შენი უზნეო საქციელი.

სოფონია 3
5. სამართლიანია მის წიაღში უფალი, არ სჩადის სიმრუდეს. დილ-დილობით გააცხადებს თავის სამართალს და არ ბრკოლდება. მაგრამ უკუღმართმა არ იცის სირცხვილი.

ზაქარია 13
4. იმ დღეს იქნება, რომ გაწბილდებიან წინასწარმეტყველნი თავიანთი ხილვებისა წინასწარმეტყველების დროს და აღარ შეიმოსავენ ბეწვიან შესამოსელს თვალის ასახვევად.

მარკოზი 8
38. რადგან ვისაც ვერცხვინები მეცა და ჩემი სიტყვებიც ამ მემრუშე და ცოდვილ მოდგმაში, ძეც კაცისა სამარცხვინოდ მიიჩნევს მას, როდესაც მოვა მამის თვისის დიდებითა და წმიდა ანგელოზთა თანხლებით.

ლუკა 18
2. იყო ერთ ქალაქში ერთი მსჯული, რომელსაც არ ეშინოდა ღმრთისა და არც კაცისა რცხვენოდა.

1პეტრე 4
16. ხოლო თუ ევნება, როგორც ქრისტიანი, ნუ დაირცხვენს, არამედ ადიდოს ღმერთი ამის გამო.

1იოანე 2
28. ასე რომ, შვილებო, დარჩით მასში, რათა მისი გამოცხადებისას თამამად ვიყოთ და არ შევრცხვეთ მის წინაშე, როდესაც მოვა.

რომაელთა 6
21. კი მაგრამ, რა იყო მაშინ თქვენი ნაყოფი? ის, რისიც ამჟამად გრცხვენიათ, ვინაიდან სიკვდილია მისი დასასრული.

რომაელთა 9
33. როგორც წერია: „აჰა, დავდებ სიონში შებრკოლების ლოდს და საცთურის კლდეს, და არ შერცხვება მისი მორწმუნე“.

რომაელთა 10
11. რადგანაც წერილი ამბობს: „არ შერცხვება არცერთი მისი მორწმუნე“.

2კორინთელთა 9
4. რათა, ჩემთან ერთად რომ მოვლენ მაკედონელნი, მოუმზადებელი არ დახვდეთ, თორემ თქვენ კი არა, ჩვენ შევრცხვებით, რაკიღა ასე დაბეჯითებით დავიქადეთ.

ფილიპელთა 1
20. თანახმად ჩემი მოლოდინისა და სასოებისა, რომ არაფერში შევრცხვები, არამედ მთელი სითამამით, როგორც ყოველთვის, ისე ახლაც იდიდება ქრისტე ჩემს სხეულში, სიცოცხლით იქნება თუ სიკვდილით.

2ტიმოთე 1
8. მაშ, ნუ გრცხვენია ჩვენი უფლის მოწმობისა, და ნურც ჩემი, მისი ტყვისა, არამედ ჩემთან ერთად ევნე სახარებისათვის, ღვთის ძალით,
12. ვისი მიზეზითაც ვევნები ასე, მაგრამ სულაც არა მრცხვენია, რადგანაც ვიცი, ვინც ვირწმუნე, და მწამს, რომ ძალუძს შეინახოს ჩემი წინდი იმ დღისათვის.

2ტიმოთე 2
15. ესწრაფე წარუდგინო ღმერთს შენი თავი გამონაცად, შეურცხვენელ მუშაკად, ჭეშმარიტების სიტყვის სწორად გადამცემად.

__თემაზე წერდნენ__
***
სამარცხვინო საქმის მოქმედს ჯერ თვითონ უნდა შერცხვეს თავისი.
__დემოკრიტე__

***
საკუთარი ცოდვების დავიწყება უსირცხვილობის მშობელია.
__დემოკრიტე__

***
ღვინოს დაუმეგობრდები, ნამუსს დაემშვიდობებიო.
__ქართული ხალხური__

***
უნამუსოს აფურთხებდნენ და იფ-იფს იძახდაო.
__ქართული ანდაზა__

***
უსინდისოს უთხრეს: ფურთხის ღირსი ხარო, - შემაფურთხეთ რაო, მეც ავიწევ კალთას და ჩამოვიწმენდო.
__ქართული ანდაზა__

***
უნამუსოს ქუდსა ხდიდნენ, რაც არ ჰქონდა, რას მოხდიდნენო.
__ქართული ანდაზა__

***
წყალი ყველაფერს გარეცხავს, ნამუსს კი ვერაო.
__ქართული ანდაზა__

***
კაცისა უკეთესი სათავნო სირცხვილია.
__სარგის თმოგველი__

***
რადგან სირცხვილი არა გაქვს, რაცა გწადიან, იტყოდი.
__სარგის თმოგველი__

***
ურცხვობა, დღეს იქნება თუ ხვალ, უნამუსობად გადაიქცევა.
__ჰანიბალი__

***
ურცხვობა უკანასკნელი ხარისხია ბიწიერებისა.
__ბუასტი__

***
ხშირად ადამიანები ამაყობენ თავიანთი სინდისის სიწმიდით მხოლოდ იმიტომ, რომ გულმავიწყები არიან.
__ლევ ტოლსტოი__

***
იმას სინდისი წმინდა აქვს. არასოდეს გამოუყენებია.
__სტანისლავ ეჟი ლეცი__