თვალი გავუსწოროთ სიბნელეს ჩვენს შიგნით და ვუწოდოთ თავისი სახელი


საკვანძო მუხლები:

ესაია 29 : 15 ; მათე 6 : 23 ; 1იოანე 1 : 6 ; 1იოანე 2 : 8 ; რომაელთა 13 : 12 ; ეფესელთა 5 : 8 ;
1.4.13 თვალი გავუსწოროთ სიბნელეს ჩვენს შიგნით და ვუწოდოთ თავისი სახელი

ეს.29,15 მათ.6,23; 1იოან.1,6; 2,8.9 რომ.13,12 ეფ.5,8

ბიბლიის მუხლები

ესაია 29
15. ვაი მათ, ვინც უფლისგან გულის სიღრმეში მალავენ ზრახვებს, სიბნელეში აქვთ საქმენი და ამბობენ: "ვინ გვხედავს ან ვინ გვიცნობს?”

მათე 6
23. ხოლო თუ შენი თვალი ბოროტია, მთელი შენი სხეულიც ბნელი იქნება. ამრიგად, თუკი სინათლე, რომელიც შენშია, სიბნელეა, რამდენად დიდი იქნება სიბნელე?

1იოანე 1
6. თუ ვამბობთ, რომ მოზიარეობა გვაქვს მასთან, მაგრამ სიბნელეში დავდივართ, მაშინ ვტყუით და არ ვიქცევით ჭეშმარიტების მიხედვით.

1იოანე 2
8. ამასთან, ახალ მცნებასაც გწერთ, რომელიც ჭეშმარიტია მასშიც და თქვენშიც; რადგან სიბნელე გადადის და ჭეშმარიტი სინათლე უკვე ბრწყინავს.
9. ვინც ამბობს, რომ სინათლეშია, თავისი ძმა კი სძულს, ის ჯერ კიდევ სიბნელეშია.

რომაელთა 13
12. ღამე მიდის და დღე ახლოვდება. ამიტომ მოვიშოროთ სიბნელის საქმეები და შევიმოსოთ ნათლის საჭურვლით.

ეფესელთა 5
8. ვინაიდან ოდესღაც სიბნელე იყავით, ახლა კი სინათლე ხართ უფალში. მაშ, იარეთ, როგორც სინათლის შვილებს შეშვენით,

__თემაზე წერდნენ__
***
შენი თავი თვით განსაჯე, რომ სხვისი განსჯა არ დაგჭირდეს.
__ ყაბუს ნამედან __

***
იცოცხლო - ნიშნავს მწუხრი გაფანტო,
სძლიო შენს თავში აჩრდილი მძლავრი;
ქმნიდე - გაკაფო ბნელში გზა ფართო,
შენს თავს თვითონვე დაადო მსჯავრი.
__ იბსენი __

***
რას დავასკვნით მთელი ჩვენი სიბნელიდან, თუ არა ჩვენს უღირსობას.
__ ბლეზ პასკალი __

***
სანამ სხვა დაგცინებს, შენ უნდა დასცინო შენს თავს - სირცხვილს თამაშით აიტან: ძირი ირონიისა.
__ გრიგოლ რობაქიძე __

***
შენში აღმოჩენილ ავ ზნეს შენს თავს ვერ დაუმალავ. დაუმალავ და ჩაიცინებს, გეტყვის, ეს ხომ ჩვენი საერთო ცოდნააო. შენ და მე ხომ განუყოფელნი ვართ და აბა რად გვინდა ეს არასასიამოვნო ტვირთი ვატაროთ. არ გვიჯობს, ახლავე მოვიშოროთ და თავის მოუტყუებლად შევძლოთ თქმა, ეს ცოდვა უკვე აღარ გვაწევს კისერზეო!
__ მირზა ბადიაური __


1.4.13 Увидеть мрак в нас и назвать своим именем
Ис.29,15 Матф.6,23; 1Ин.1,6; 2,8.9 Рим.13,12 Еф.5,8