ვაი თქვენ, თუ ...

საკვანძო მუხლები:

დაბადება 4 : 5 ; რიცხვნი 11 : 1 ; რიცხვნი 31 : 16 ; მეორე რჯული 23 : 4 ; იესო ნავეს ძე 24 : 9 ; ფსალმუნები 9 : 23 ; ფსალმუნები 11 : 6 ; ესაია 3 : 11 ; ესაია 1 : 4 ; ესაია 5 : 18 ; იერემია 2 : 13 ; იერემია 13 : 27 ; იერემია 16 : 12 ; იერემია 51 : 5 ; ეზეკიელი 13 : 3 ; ეზეკიელი 16 : 33 ; მიქა 6 : 5 ; მათე 11 : 21 ; მათე 12 : 43 ; მათე 18 : 6 ; მათე 23 : 13 ; ლუკა 6 : 26 ; ლუკა 11 : 42 ;
2.15.3. ვაი თქვენ, თუ ...

- ვაი მათ, ვინც მიდიან მკვლელი კაენის, გამხრწნელი ბალაამისა და წინაღმდგომელი კორახის გზით დაბ.4,5-11 რიცხ.11,1.3; 31,16 რჯ.23,4 იესნ.24,9.10 ეს.3,11 იერ.13,27 ეზ.13,3 მიქ.6,5 მათ.11,21; 23,13-16 ლუკ.11,42-47; 2პეტ.2,15; 1ინ.3,3.4.8-10 იუდ.[11] გმცხ.2,14

- ვაი მას, ვინც აცთუნებს ან ავიწროვებს მცირეთ ფს.9,23.29-35; 11,6 მათ.18,6.7

- ვაი ცოდვილებს, ურჯულოებს, ბოროტმოქმედებს ეს.1,[4]; 5,18 იერ.2,13; 16,12; 51,5 ეზეკ.16,33 გმცხ.18,5

- ვაი მას, ვინც არაწმიდა სულს ხელმეორედ შეუშვებს თავის შიგნით მათ.12,43-45 

- ვაი თქვენ, თუ ქვეყნიურნი კარგს იტყვიან თქვენზე ლუკ.6,26

__თემაზე წერდნენ__
***
უკეთურის ფეხის ხმა უსწორმასწოროდ, მქისედ მიემართება საუკუნო სამარისკენ. ნებით არჩეულ ცოდვის წუმპეში ხანმოთეული უსახური ერთხანს ბრმად ტივტივებდა შიგ. იქ ეძიებდა მზესა და მყუდროებას. მერე ყელზე დაკიდებული დოლაბი მოხსნა ვიღაცამ, ზემოთ ამოიყვანა, მაგრამ არ კი შეუხედავს ხელისგამწვდელისთვის. ისევ წუმპისკენ იწევდა, მისი გემო ედგა პირში, თითქოს ისევ სუსნიდა და სურვილიც აქეზებდა შიგ ჩაბრუნებას. თითქოს მის ყურსაც მისწვდა მისი სახელი, სახეც შეუცრიატდა თვალში, შეუღიმილა, მაგრამ ისევ იქით წავიდა, სადაც უფსკრული იწვა გველივით. აგერ მიდის. მისთვის ასაღამურდა უკვე. იქიდან მოსდის მთიების შუქი. განხვნილია მისთვის წიაღი. 
__მირზა ბადიაური__