ცნობიერისა და ქვეცნობიერის შესახებ


საკვანძო მუხლები:

1.6.17 ცნობიერისა და ქვეცნობიერის შესახებ

__თემაზე წერდნენ__
***
ჩვენი გონება ორი სამყაროსგან შედგება, ესენია: ცნობიერი და ქვეცნობიერი სამყარო. ასევე, ისინი შეგვიძლია ცნობიერ და ქვეცნობიერ გონებად მოვიხსენიოთ. ცნობიერი – ეს გონების პატარა ნაწილია, რომელსაც სრულად აკონტროლებს ადამიანი. ყველა ჩვენი ფიქრი, იდეა და აზრი, სწორედ ცნობიერი გონების დონეზე ხდება.
ცნობიერი გონება პასუხს აგებს შენს:
ფიქრებზე;
გადაწყვეტილებებზე;
მოქმედებებზე;
ლოგიკურ აზროვნებაზე;
საკუთარი თავისა და სხვების აღქმაზე;
და ა.შ.
ცნობიერი – ეს არის გონების ნაწილი, რომლითაც შენ ფიქრობ. აი მაგალითად ახლა, შენ კითხულობ ამ პოსტს, აანალიზებ მას, ახდენ მის, სხვა ინფორმაციასთან დაკავშირებას, რაღაცას ეთანხმები, რაღაცას არა – და ყოველივე ამას შენი ცნობიერი გონება აკეთებს.
ცნობიერი გონება – ეს არის შენი ინსტრუმენტი, რომელიც გეხმარება გარესამყაროსთან ურთიერთობაში. შენ არ გაქვს წვდომა საკუთარ ქვეცნობიერთან და მითუმეტეს არ გაქვს წვდომა საკუთარ სულთან და სამყაროსთან [თუმცა შეგიძლია]. მაგრამ, ცნობიერების მეშვეობით, შენ შეგიძლია სერიოზული ზეგავლენა მოახდინო მათზე.
ბუნებრივია შენ გაგიჩნდა კითხვა: როგორ?
შენ თავად ირჩევ რაზე იფიქრო!
თუ ერთი და იგივე აზრი, მუდმივად მეორდება შენს ცნობიერ გონებაში, ის ინაცვლებს ქვეცნობიერში და მის მართველობაში გადადის. ფაქტიურად, ცნობიერი – ეს არის გონების სივრცე, რომელიც ახალ ან ძველ, უბრალოდ შეცვლილ ინფორმაციას ამუშავებს და ინახავს ქვეცნობიერში.
ჩვენი ქვეცნობიერი დიდ საცავს წააგავს, რომელიც ინახავს ყველაფერს, რაც კი მთელი ცხოვრების მანძილზე ხდება ჩვენს თავს. შენ არაფერი გავიწყდება, ეს ყველაფერი შენს ქვეცნობიერში ილექება. უბრალოდ იმ მიზეზის გამო ვერ იხსენებ ხოლმე რაღაცას, რომ შენ არ შეგიძლია [არ იცი როგორ] ქვეცნობიერიდან საჭირო ინფორმაციის მოძიება.
მოდი მოვიყვანოთ მაგალითი: დაუშვათ შენ ცხოვრობ საკუთარ სახლში, რომელიც საკმაოდ დიდია მოცულობით და რომელსაც ძალიან დიდი სარდაფი აქვს. სახლში ინახავ ყველა საჭირო და აუცილებელ ნივთს, რომლებსაც აქტიურად იყენებ შენს ყოველდღიურ ცხოვრებაში: კომპიუტერი, მაცივარი, ტელევიზორი, სარეცხი მანქანა და ა.შ, – ეს ის ნივთებია, რომელსაც აქტიურად იყენებ და უვლი მათ.
ნივთები, რომლებსაც არ იყენებ, სარდაფში ჩაგაქვს. მაგალითად: ბავშვების ციგა და თხილამურები – ისინი მხოლოდ ზამთარში გჭირდება. ძველი ტელევიზორი, რომლის გადაგდებაც თან გენანება, მაგრამ სახლში არ გჭირდება და არც არასოდეს დაგჭირდება. და ა.შ. მოცემულ მაგალითში, სახლი – შენი ცნობიერი გონებაა, ხოლო სარდაფი – შენი ქვეცნობიერია. ამ შემთხვევაში, სხვაობა იმაშია, რომ შენი სარდაფის სივრცე შეზღუდულია, ხოლო ქვეცნობიერს საზღვრები არ გააჩნია.
რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ შენ მთელს „ხარა-ხურას“ სახლში გააჩერებ?
დროთა განმავლობაში ეს „ხარა-ხურა“ ისე დაგროვდება, რომ შენ იქ უბრალოდ ვეღარ შეძლებ ცხოვრებას. ზუსტად ასევეა ცნობიერი გონებაც, რასაც არ იყენებ, ინაცვლებს სარდაფში. მაგრამ სარდაფი იმდენად დიდია, რომ ძალიან ხშირად შენ ვერ პოულობ იმას, რასაც ეძებ.
ასევე, ჩვენი ქვეცნობიერი, პასუხს აგებს ჩვენს განწყობებზე და რწმუნებულებებზე. როდესაც გარკვეული მოქმედება, აზრი თუ ემოცია, მეორდება ხშირად, ის გადაეცემა ქვეცნობიერს და ხვდება მის მიერ სრულად კონტროლირებადი. მაგალითად: ველოსოპედის ტარების ცოდნა, თხილამურებზე დგომა, ბურთის კენწლვა, საჭმლის კეთება და ა.შ. სწავლის დროს, ცნობიერი გონება სრულად არის ფოკუსირებული უცხო ნაბიჯების გონებაში რეგისტრირებაზე და ამ ყველაფრის დამახსოვრების პროცესზე.
გახსოვს, როგორ სწავლობდი უცხო ენას?
შენ იმახსოვრებდი თითოეულ სიტყვას, სწავლობდი წესებს და ა.შ. დროთა განმავლობაში მიღებული ცოდნა ინაცვლებდა ქვეცნობიერში და გარკვეული პერიოდის შემდეგ, დგება, მომენტი, როცა შენ უკვე აღარ შეგიძლია ახსნა, თუ როგორ აკეთებ ასე აუღელვებლად და იოლად იმას, რასაც აკეთებ. შენ უბრალოდ იცი! აბა სცადე და აუხსენი ადამიანს, რომელმაც არ იცის ველოსიპედის ტარება, თუ როგორ ატარებ შენ… მსგავს შემთხვევაში შენ აუცილებლად გაიფიქრებ: „უბრალოდ ვჯდები და მივდივარ“. ის კი ჯდება და ეცემა.
ვფიქრობ, რომ სარდაფისა და ჩვევების ფუნქციებს კარგად გავართვით თავი. ახლა კი მოდი ქვეცნობიერის კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს ფუნქციაზე გადავიდეთ, რომელიც, როგორც უკვე გითხარი ჩვენს რწმუნებულებებზეც აგებს პასუხს.
რწმუნებულება – ეს არის ჩვეულებრივი აზრი, რომელიც ხშირი გამეორების მეშვეობით, იმდენად ღრმად ჩაჯდა შენს ქვეცნობიერში, რომ ის შენს უტყუარ რწმუნებულებად იქცა.
რწმუნებულება – ეს არის ის, რაშიც შენ ხარ დარწმუნებული!
მაგალითად: ორმა ადამიანი წაიკითხავს ამ პოსტს, ერთი 100%-ით დარწმუნებული იქნება, რომ ეს აბსოლუტური სისულელეა, მეორე კი 100%-ით დარწმუნებული იქნება, რომ – ეს ნამდვილად ასეა.
— რომელია მართალი?
— ორივე!
— საიდან გამომდინარე ხდება ასე?
— მათი რწმუნებულებებიდან!
— საიდან ჩნდება რწმუნებულებები?
— ცხოვრებისეული გამოცდილებიდან
«თუ თქვენ ფიქრობთ, რომ შეგიძლიათ ან არ შეგიძლიათ, თქვენ ორივე შემთხვევაში მართალი ხართ!» ჰენრი ფორდი
ქვეცნობიერი, შენს ცხოვრების სხვადასხვა სფეროსთან დაკავშირებულ ათასობით ასეთ რწმუნებულებას ინახავს. რწმუნებულება ძალიან სერიოზულად მოქმედებს ჩვენს ცხოვრებაზე.
ქვეცნობიერი პირდაპირ ეკონტაქტება სამყაროს. სწორედ ქვეცნობიერი აგზავნის სამყაროში, ჩვენი რწმუნებულებებისა და ღრმად ჩაპროგრამებული განწყობების მეშვეობით იმას, რაც ჩვენ გვინდა და არ გვინდა.
წარმოიდგინე, დღეში ცნობიერებაში დაახლოებით ორმოცდაათი ათასი აზრის გაელვება ხდება, სამყარო თითოეულ მათგანზე, რომ ახდენდეს რეაგირებას, დედამიწაზე სრული ქაოსი დაისადგურებდა. ხოლო, ასე სამყარომ ქვეცნობიერს გადააბარა მნიშვნელოვანი აზრების შერჩევის ეს ფუნქცია.
და საბოლოო ჯამში, რას ვღებულობთ?
ადამიანი, რომელშიც ღრმად არის ჩამჯდარი ისეთი ტოქსიკური აზრი, როგორიცაა მაგალითად: „მე არაფერში არ მიმართლებს“, ის მუდმივი უიღბლობისთვის და მარცხისთვის არის განწირული. მისი ქვეცნობიერი ყოველ წამს ამ ტოქსიკური აზრის ტრანლირებას ახდენს სამყაროში, სამყარო კი რეალობად გარდაქმნის ამ ადამიანის აზრებს, რათა ის მის რწმუნებულებას შეესაბამებოდეს. რასაც არ უნდა აკეთებდეს ადამიანი, სანამ არ შეიცვლის თავის ტოქსიკურ რწმუნებულებებს, ის განწირულია.
მოდი ვნახოთ, რას აცხადებს ამ საკითხთან დაკავშირებით, ამერიკელი ბიზნესმენი, ბიზნეს ტრენერი და მულტიმილიონერი, ჰარვ ეკერი, თავის გენიალურ წიგნში:„იფიქრე როგორც მილიონერი“.
რა განსხვავებაა მდიდარსა და ღარიბ ადამიანებს შორის?
პირველ რიგში აზროვნება! მდიდარი ადამიანის ქვეცნობიერი მუდმივად ახდენს სამყაროში შემდეგი აზრის ტრანსლირებას: „მე მდიდარი ვარ“, ხოლო ღარიბი ადამიანის ქვეცნობიერი კი, ყველაფერს საპირისპიროდ აკეთებს – ის მთელი ემოციით აცხადებს: „მე ღარიბი ვარ“.
თქვენ იკითხავთ: დღეს თუ მე ღარიბი ვარ, მაგრამ სურვილი მაქვს, რომ გავმდიდრდე, როგორ უნდა მოვიქცე?
აზროვნება უნდა შეიცვალოთ! ქვეცნობიერში შემდეგი აზრის პროგრამირება უნდა მოახდინოთ: „მე მდიდარი ვარ“ და ეს უნდა გააკეთოთ მიუხედავად იმისა, შეესაბამება თუ არა ამჟამად ეს მტკიცებულება სიმართლეს. თქვენი ქვეცნობიერი ერთმანეთისგან ვერ ანსხვავებს რეალურ მოვლენებსა და წარმოსახვას – და ეს ფუნქცია შემთხვევით არ აქვს მას. გამოიყენეთ ეს ფუნქცია, რათა თვითშთაგონების გზით, დააჯეროთ თქვენი ქვეცნობიერი, რომ თქვენ ხართ წარმატებული და მდიდარი ადამიანი.
__ჰარვ ეკერი __
«თქვენ შეძლებთ ამის გაკეთებას, თუ დაიჯერებთ, რომ შეძლებთ!» __ნაპოლეონ ჰილი__
შენი ქვეცობიერი – საინფორმაციო ფილტრია. ის ფილტრავს ინფორმაციას და ქვეცნობიერის „ფაილებში“ არეგისტრირებს მათ. ფილტრაცია ხორციელდება შენი რწმუნებულებების საფუძველზე. ავიღოთ მდიდარი და ღარიბი ადამიანის მაგალითი: ღარიბი ადამიანის ქვეცნობიერი, მხოლოდ სიღარიბესთან დაკავშირებულ ინფორმაციას არეგისტრირებს და ამ ინფორმაციის ცნობიერ გონებასთან წვდომას უზრუნველყოფს, ხოლო წარმატებასთან და სიმდიდრესთან დაკავშირებულ ინფორმაციას ფილტრავს და მათ უკუგდებას ახდენს.
ასეთი ადამიანი „თვალახვეულია“. ის უბრალოდ ვერ ხედავს იმ იდეებს, რომლებსაც ის შეეძლო ექცია წარმატებულ და მდიდარ ადამიანად. ის გარშემო მხოლოდ გაჭირვებას, ტანჯვას და სიღარიბეს ხედავს, იმიტომ რომ მისი ტოქსიკური რწმუნებულებებიდან და ღრმად პროგრამირებული განწყობებიდან გამომდინარე, მისი გონება სწორედ ამ გრძნობებზე არის ფოკუსირებული. მდიდარი ადამიანი მუდმივად სიუხვესა და უსაზღვრო შესაძლებლობებს ხედავს გარშემო, იმიტომ რომ მისი ქვეცნობიერი სწორედ ამ ინფორმაციას აფიქსირებს და გადასცემს ცნობიერ გონებას, რომელიც თავის მხრივ ქმნის მოქმედების იმპულსს და ამ ადამიანის მოქმედება ნაყოფიერი ხდება. ის ახდენს ნეგატივისა და პესიმიზმის შემცველი ინფორმაციის ფილტრაციას და მხოლოდ წარმატებაზე, სიუხვეზე და შედეგზეა ფოკუსირებული.

შეუძლია თუ არა ქვეცნობიერს ყველაფერი?
ქვეცნობიერის ძლევამოსილება გამაოგნებელია. ცნობილია, რომ ის აკონტროლებს და მართავს ადამიანის ორგანიზმის ყველა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ფუნქციას, სისხლის მიმოქცევიდან დაწყებული სუნთქვით და საჭმლის მონელებით დამთავრებული. ასევე ცნობილია, რომ ქვეცნობიერში იბეჭდება ყველაფერი, რაც თავს გადახდენია ადამიანს. მასში რეგისტრირდება ყველა მოვლენა ჩვენი ცხოვრებისა და ასევე მასთან დაკავშირებული აზრები და გრძნობები.
სწორედ ქვეცნობიერი ეხმარება ხშირად ადამიანს და აძლევს მიმართულებას მის საქმიანობას. ის ინტუიციის, სიზმრების, შეგრძნებების და წინათგრძნობების მეშვეობით გვკარნახობს აუცილებელ იდეებსა და გადაწყვეტილებებს. მას შემდეგ, რაც ადამიანი ერთხელ გახსნის ამ უნარს, უკვე არასდროს, არცერთ სიტუაციაში არ იქნება უმწეო.
და ბოლოს, სწორედ ქვეცნობიერი არის ის მექანიზმი, რომლის დახმარებითაც ჩქარდება და მატერიალიზდება ფიზიკურ ექვივალენტში განმეორებადი აზრობრივი იმპულსები – გრძნობები და ემოციები.
თქვენ შეგიძლიათ შეგნებულად ჩაბეჭდოთ თქვენს ქვეცნობიერში გეგმა, აზრები ან გრძნობები, რომელთა მატერიალიზებაც გსურთ და მალე აუცილებლად მიიღებთ ჩაფიქრებულის მატერიალურ ექვივალენტს. ქვეცნობიერი მუდმივად არის მზად ნაყოფიერად გემსახუროთ ოღონდ მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათ მისი ძალის გამოყენება.
ქვეცნობიერი გავს ნაყოფიერ ნიადაგს, რომელიც ღებულობს ნებისმიერ თესლს. ჩვენი აზრები და შეხედულებები ეს მარცვლებია, რომლებსაც სისტემატიურად ვყრით ამ ნიადაგში, რომლიდანაც აღმოცენდება ის, რასაც დავთესავთ.
ცნობიერი ეს მებაღეა და თქვენი ამოცანაა საგულდაგულოდ შეარჩიოთ ის თესლი, რომელიც უნდა მოხვდეს თქვენს შინაგან ბაღში. მაგრამ სამწუხაროდ უმრავლესობა ვერ აცნობიერებს თავისი, როგორც მებაღის როლს, მათთვის ეს არავის აუხსნია. ჩვენს შინაგან ბაღში ყოველგვარი შერჩევის გარეშე ხვდება სხვადასხვა მარცვალი, როგორც კარგი, ასევე ცუდიც. არადა, სწორედ ისინია მიზეზი ყველაფრისა, რაც ჩვენს ცხოვრებაში ხდება და თუ გსურთ გაიგოთ თუ რატომ გიმართლებთ ან არ გიმართლებთ, მაშინ უნდა ჩაიხედოთ ამ თქვენს შინაგან სამყაროში.
ქვეცნობიერს არა აქვს გარჩევის უნარი. ის ირეკლავს წარუმატებლობას, ავადმყოფობას, ჩავარდნებს ისეთივე მზადყოფნით, როგორც წარმატებას, აყვავებას, ბედნიერებას და ახდენს იმის რეალიზებას, რაც ჩვენ ჩავნერგეთ მასში.
ქვეცნობიერს, ცნობიერისგან განსხვავებით არ შეუძლია შეაფასოს სიტუაცია და გაარჩიოს პოზიტიური ან ნეგატიური, ის ღებულობს ყველაფერს გამზადებულს ისეთს როგორსაც თქვენ მიაწვდით.
თუ გინდათ, რომ შეცვალოთ თქვენი ცხოვრება, უნდა ეძებოთ მიზეზი – თუ როგორ იყენებთ თქვენს ცნობიერს: თქვენ აზროვნების ფორმას და ვიზუალიზაციას.
თქვენ არ შეგიძლიათ იფიქროთ ერთდროულად პოზიტიურად და ნეგატიურად. გარკვეულ დროს ყოველთვის აზროვნების რომელიმე ფორმა ჭარბობს და დომინირებს. აზროვნების ფორმა თანდათანობით გადაიზრდება ჩვევაში და ამიტომ თქვენ უნდა ეცადოთ, რომ ყოველთვის პოზიტიური, დადებითი აზრები და ემოციები ჭარბობდნენ თქვენში უარყოფოთს, ნეგატიურს.
იმისთვის, რომ შევცვალოთ გარეგანი გარემოებები, საჭიროა ჯერ შინაგანი შევცვალოთ. ადამიანების უმრავლესობა ცდილობს შეცვალოს სწორედ გარეგანი გარემოებები, მაგრამ თუ არ შევცვლით ჩვენს აზრებს და რწმუნებულებებს, ასეთი მცდელობები შედეგს არ მოგვცემს ან გვაძლევს ხანმოკლე შედეგებს.
გააცნობიერეთ ეს და თქვენს წინაშე გაიხსნება კრისტალურად ნათელი გზა უკეთესი ცხოვრებისკენ. ისწავლეთ ფიქრი წარმატებაზე, ჯანმრთელობაზე, ბედნიერებაზე, კეთილდღეობაზე და გამოდევნეთ თქვენი აზროვნებიდან შიში, წუხილი და შფოთვა. თქვენი ცნობიერება ყოველთვის საუკეთესოს მოლოდინით უნდა იყოს დაკავებული, ამასთანავე უნდა აკონტროლოთ, რომ თქვენი ყოველდღიური ჩვეულებრივი აზრები მთლიანად იმით იყოს გაჯერებული რისი მიღებაც გინდათ ცხოვრებისგან.
წყალი ღებულობს იმ ჭურჭლის ფორმას, რომელშიც ასხამენ, ჭიქა იქნება ეს თუ დოქი, ვაზა, თუ მდინარის კალაპოტი. სწორედ ასე აქცევს ჩვენი ქვეცნობიერი ჩვენს ცხოვრებას იმ ფორმად, როგორ ფორმასაც მივაწვდით ჩვენი ყოველდღიური აზრებით.
__ჯონ კეხო__