შურის, თვალის სიავის შესახებ


საკვანძო მუხლები:

დაბადება 4 : 5 ; დაბადება 26 : 14 ; რიცხვნი 11 : 29 ; რიცხვნი 12 : 2 ; 1მეფეთა 18 : 8 ; ფსალმუნები 72 : 3 ; ეკლესიასტე 4 : 4 ; მათე 20 : 15 ; მარკოზი 7 : 22 ; მარკოზი 15 : 10 ; საქმენი მოციქულთა 13 : 45 ; იაკობი 3 : 14 ; 1პეტრე 2 : 1 ; რომაელთა 1 : 29 ; რომაელთა 13 : 13 ; 2კორინთელთა 12 : 20 ; გალატელთა 5 : 20 ; 1ტიმოთე 6 : 4 ;
1.3.36. შურის, თვალის სიავის შესახებ

(წუხილი სხვების წარმატების გამო)

დამახასიათებელი თვისებები:
- სიბეჯითე ერთმანეთის შურით გამოწვეული ეკლ.4,4
- სხვისკენაა მიმართული მათ.20,15
- სერიოზული ნაკლოვანებაა მარ.7,21.22
- ახასიათებს განუახლებელ ბუნებას რომ.1,29
- ხორცის ერთერთი საქმეა გალ.5,20
- ბოროტების წყაროა 1ტიმ.6,4

მორწმუნეებს როდესაც ახასიათებთ:
- შეუთავსებელია ჭეშმარიტ ქრისტიანობასთან იაკ.3,14
- ხელს უშლის სულიერ ზრდას 1პეტ.2,1
- ხორციელი მდგომარეობის ნიშანია რომ.13,13
- უწესრიგობის მიზეზია 2კორ.12,20

მაგალითები:
- კაენი დაბ.4,5
- ფილისტიმელები დაბ.26,14
- იესო ნავეს ძე რიცხ.11,28.29
- აარონი და მირიამი რიცხ.12,2
- საული 1მფ.18,7-9
- დავითი ფს.72,3-5
- მღვდელმთავრები მარ.15,10
- იუდეველები საქ.13,45

ბიბლიის მუხლები

დაბადება 4
5. ხოლო კაენსა და მის ძღვენს არ მოჰხედა. ძალზე გამწარდა კაენი და თავი ჩაღუნა.

დაბადება 26
14. ჰყავდა ცხვრის ფარა, ნახირი და ჰქონდა უამრავი სახნავ-სათესი, და შეშურდათ მისი ფილისტიმელებს.

რიცხვთა 11
28. მიუგო იესო ნავეს ძემ, მოსეს მსახურმა, თავისი გულუბრყვილობით, და თქვა: მოსე, ჩემო ბატონო! შეაწყვეტინე!
29. უთხრა მოსემ: ხომ არ გშურს ჩემ მაგიერ? ნეტავ მთელი უფლის ერი დაეცემოდეს ქადაგად! ნეტავ მათაც მოჰფენდეს უფალი თავის სულს!

რიცხვთა 12
2. ამბობდნენ: ნუთუ მხოლოდ მოსეს ელაპარაკებოდა უფალი? განა ჩვენც არ გველაპარაღებოდა? გაიგონა ეს უფალმა.

1მეფეთა 18
7. გაჰყვიროდნენ მხიარული ქალები, ამბობდნენ: შემუსრა საულმა თავისი ათასი, ხოლი დავითმა თავისი ათი ათასი!
8. მეტად განაწყენდა საული, არ მოეწონა ეს სიტყვები; თქვა: დავითს ათი ათასს აძლევენ, მე კი ათასს. მეფობაღა აკლია.
9. ამ დღის შემდეგ იყო, რომ ალმაცერად უყურებდა საული დავითს.

ფსალმუნი 72
3. რადგან შემშურდა სულელებისა, რაკი ვხედავდი ბოროტების კეთილდღეობას.
4. რადგან არა აქვთ შეჭირვება სიკვდილამდე და ჯანმრთელები არიან.
5. ადამიანის სიძნელეებს არ განიცდიან და სხვა ადამიანებთან არ ტვირთმძიმობენ.

ეკლესიასტე 4
4. ისიცა ვნახე, რომ სიბეჯითე ყველა საქმეში მხოლოდ ერთურთის შურით არის გამოწვეული. ამაოება ყოფილა ესეც და ქარის დევნა.

მათე 20
15. იქნებ ნება არა მაქვს, როგორც მსურს, ისე მოვექცე ჩემსას? ან იქნებ შენი თვალია უკეთური, იმიტომ, რომ მე ვარ კეთილი?

მარკოზი 7
21. ვინაიდან შიგნიდან, კაცის გულიდან გამოვლენ: ბოროტი ზრახვანი, მრუშობანი, პარვანი, კაცისკვლანი,
22. სიძვანი, ანგარებანი, უკეთურებანი, მზაკვრობანი, გარყვნილება, თვალის სიავე, გმობა, ქედმაღლობა, უგუნურება.

მარკოზი 15
10. რადგან იცოდა, რომ მღვდელმთავრებმა შურით გასცეს იგი.

საქმეები 13
45. ამდენი ხალხის დანახვაზე იუდეველები შურით აღივსნენ და გმობით უარყოფდნენ იმას, რასაც ამბობდა პავლე.

იაკობი 3
14. ხოლო თუ გულში მწარე შური და შუღლი გიძევთ, ნუ იქადით და გვიყალბებთ ჭეშმარიტებას.

1პეტრე 2
1. მაშ, განიშორეთ ყოველგვარი უკეთურება, ყოველგვარი ზაკვა, პირფერობა, შური და ყოველგვარი ავსიტყვაობა.

რომაელთა 1
29. ასე რომ, აღვსილნი არიან ყოველგვარი უსამართლობით, ბოროტებით, ანგარებით, სიავით, სავსენი შურით, მკვლელობით, შუღლით, ვერაგობით, უზნეობით, მაბეზღარობით.

რომაელთა 13
13. და როგორც დღისით, ღირსეულად ვიაროთ: არა ღორმუცელობით და სიმთვრალით, არა სიმრუშით და სიბილწით, არა შუღლით და შურით,

2კორინთელთა 12
20. რადგანაც ვშიშობ, ვაითუ ჩემი მოსვლისას ისეთი გნახოთ, როგორნიც არ მსურხართ, და მეც ისეთი მნახოთ, როგორსაც არ მისურვებდით; მაშ, ნუ იქნება თქვენში შუღლი, შური, მრისხანება, ცილობა, ცილისწამება, მითქმა-მოთქმა, ქედმაღლობა, არეულ-დარეულობა.

გალატელთა 5
20. კერპთმსახურება, ჯადოქრობა, მტრობა, შუღლი, შური, რისხვა, აშლილობა, მწვალებლობა,

1ტიმოთე 6
4. მზვაობარია, არაფრის მცოდნე და დასნეულებული დავისა და ცილობის სენით, საიდანაც წარმოსდგება შური, განხეთქილება, გმობა, უკეთური ეჭვი,

__თემაზე წერდნენ__
***
მოშურნე თავის თავს ავნებს, როგორც მტერს.
__დემოკრიტე__

***
შური ხრავს კაცის სულს ისე, როგორც ჟანგი ჭამს რკინას.
__პერიანდრე__

***
გულღრძო კაცი არის მუდამ შურიანი,
რადგან შურის მშობელია გულღრძოობა.
__კასია__

***
ქვეყნად ვერ ნახავთ ბოროტებას შურზე უარესს!
შურთ და სძულთ ისიც, ვინც ღმერთს უყვარს.
__პალადი__

***
თუკი იხილავთ, რომ კაცს ვისმე უდიდესი ღირსებისათვის მიუღწევია ამ ქვეყნად, ნუ გაგიკვირდება, რამეთუ გასაკვირი მხოლოდ ის არი, როცა ვინმე ქვეყნიურ დიდება-პატივს მოიძულებს.
წმ. ეფრემ ასური

***
შურით მხილება მოწამლული ისარია.
__ წმ. ისააკ ასური __

***
რა ნათესავი ქართველთა აღზევდების, (შეუტევენო).
__დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი__

***
როგორც კი იშობა სათნოება, იქვე გაჩნდება შური. და უმალ სხეული დარჩება უჩრდილოდ, ვიდრე სათნოება შურის გარეშე.
__ლეონარდო და ვინჩი__

***
შური გონებისთვის იგივეა, რაც ტკივილი თვალებისთვის. მისგან გონება შეიძლება დაბრმავდეს.
__ჯამი__

***
შური არს მწუხარებაი სხვათა კეთილთა ზედა.
__სულხან-საბა__

***
მეშურნე შურისა ცეცხლთა სადაც აღაგზნებს კიდებით,
თვითვე უმალვე დაიწვის სრულიად, არ თუ კიდებით.
__სულხან-საბა__

***
მეშურნეს კაცსა არა სთნავს სხვის საწადლისა პოვნანი.
__სულხან-საბა__

***
იხილე რა შენ მდიდრისა ვისიმე სამოსელი ბრწყინვალე, შურისა მისისა აღივსე და იწყე პირველად ანგარება ანუ პარვა ანუ ტაცება და დართე ცოდვა ცოდვათა. ვაი უგუნურებასა შენსა!
__სულხან-საბა__

***
კაცი მოყვასის მოშურნე მისგან თავს უფრო ივნებსა.
__არჩილი__

***
მეშურნეები კვდებიან, შური კი უკვდავია.
__მოლიერი__

***
ჭამოს. თავის თავს თუ შეჭამს შური!
ეს არის მისი არსობის პური.
__გოეთე__

***
უპირველესი იარაღი შურისა ცილისწამებაა.
__ვეისი__

***
შურიან კაცს აუბედურებს საკუთარი უბედურება და სხვისი ბედნიერება.
__ბუასტი__

***
ძულება შეიძლება უფრო მალე დაცხრეს, ვიდრე შური.
__ლაროშფუკო__

***
ღონე შურიანი კაცისა ცილისწამებაა.
__სეგური__

***
ძაგება ხარკია, რომელსაც შური დაადებს ხოლმე ღირსებას.
__სტერნი__

***
შური გახლავთ უკმაყოფილება სულისა, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენთვის სასურველ სიკეთეს ფლობს სხვა კაცი, ვინც ამის ღირსად არ მიგვაჩნია.
__ლაიბნიცი__

***
ჩვენი სულის სამსალა შურია.
__ფილდინგი__

***
ვისაც იგი მეცნიერების მიმართ გამოაჩენენ თუ რასამე, ქარსა ბორბალსა აღადგენენ მას ზედა და საჭესა ცხოვრებისასა გაუტეხენ და მიცემენ ღელვათა წარტაცებად უფსკრულთა.
__ანტონ I__

***
შური შინაგანი ჭუჭყია, რომელიც აუცილებლად გარეთ გამოჟონავს.
__ბაკიხანოვი__

***
შური ველაზე მძიმე ბოროტებაა. თუ კაცში გაჩნდა შური, ამ თესლიდან ამოვა ყოველგვარი ბოროტება - ღვარძლი, გესლი,ძალადობა, სიმდაბლე, ცილისწამება, სიძულვილი.
__ვლ. ატლანტოვი__

***
მეშურნეს შეხვდე - შორს ჩაუარე:
შურის ნესტარზე გესლი მოწვეთავს.
__მახტუმყული__

***
წუთისოფლის გზაზე ქუხს და ელავს,
სახეზედაც აწერია ყველას:
აგერ მწველი სიყვარულის ალი,
იქვე შურის თუ კაშნის კვალი...
__მირზა შაფი__

***
ძნელია შურით აღძრული ბრაზი და გულის ქავილი.
__ვაჟა-ფშაველა__

***
მწარე შურისგან თვალები ბადრი
გადიქცა თალხი.
__გალაქტიონი__

***
შური უძლეველია. ღვარძლსა და შურს დაეპყრო ჩიკოტელას გული.
უწინ, როგორც ამბობენ, ღვარძლი არა ყოფილა. ღამე ერთ კაცს მეზობლის კალოზე გადაუვლია, შეუხედია გორად დამდგარი პურის ხვავისთვის, მოსწონებია, ერთი მუჭა ხორბალი კიდეც აუღია და გულში ღვარძლიანი ფიქრი გაუვლია, ხორბალი ისევ დაუყრია ხვავზე, მაგრამ ღვარძლად ქცეულა, მას აქეთ ღვარძლი გამრავლდა პურში და ადამიანის გულშიცო.
__გიორგი ლეონიძე__

***
სული რომელსაც არ ამოსდის მეგობრის შურში,
შეუძლებელი არის ყოვლად არ იყოს გურჯი.
__მუხრან მაჭავარიანი__

***
დაბ. 4,17: მართლებს არ უნდა შურდეთ უმართლოების და არ იარონ მათი გზით (იხ. ფს.72,3). ღმერთი უშვებს უმართლოთა ყოველივეთი აღვსებას წმიდა მიწიერი გზებით. ცოდვილნი თხზავენ მუსიკას, იგონებენ იარაღს და მიწათმოქმედების ინსტრუმენტებს, აშენებენ ქალაქებს; ასე ჩნდებიან და იზრდებიან კულტურები; და ეს ისაა, რითაც ცხოვრობენ ადამიანები ქვეყნიერებაზე, რომლებსაც ეწევათ წყევლა.
__ ალენ პ.როსი __

***
როგორც ჩრჩილი სჭამს სამოსს, ასე შური სჭამს კაცს.
__იაკობ ლევენი__

***
დიდი უნდა იყო, უარი რომ თქვა სიამაყესა და შურზე, რომლითაც იმართება ამაოებანი წუთისოფლისა. შური სიამაყის უკანალია და ასე იმიტომაა გაუკადრისებული, თუმცა მისი აუცილებელი ნაწილია.
__შოთა ორველაშვილი__

***
შური - ეს კაენური გრძნობა, პატარა ადამიანის სულის უსუსურობის სიმპტომია.
კაცმა რომ თქვას, რა აქვს შესაშური ადამიანს?! და თუ დააკვირდებით, სწორედ ისეთი რამე შურთ ერთმანეთის, რაც ადამიანს წუთისოფელზე და მის ამაოებაზე აჯაჭვებს. აბა, თუ ღვთისნიერობა და თავმდაბლობა შეშურდებათ ერთმანეთისა, ან ქველმოქმედების უნარიანობა და ღრმადმორწმუნეობა შეეხარბებათ ვინმესი! თქვენც არ მომიკვდეთ! სწორედ იმაზე გაუქაჩიათ თვალები და სწორედ იმაზე ათენებენ წუხილით ღამეებს, რაც მათ დაცემულობას კიდევ მეტ ნაცარს აყრის, კიდევ მეტად ამახინჯებს მათ დეფორმირებულ სახეს, რომელიც ღმერთს თავის ხატად და მსგავსად შეუქმნია და რისი ნატამალი კიდევ შერჩენიათ, ნაცარში მიმალული პაწია ნაღვერდალივით.
__შოთა ორველაშვილი__

***
უღირსმა, ვინც უსამართლოდ და დაუმსახურებლად ხელში ჩაიგდო რაიმე სიკეთე, ადამიანში იწვევს პროტესტის გრძნობას, რომელსაც შეიძლება შურიც უწოდონ, რაც მოტივით სრულიად განსხვავდება იმ შურისგან, რომელიც ბოროტ სულში წარმოიშობა მისი ნაკლოვანების ადგილზე "მწუხარებით სხვათ კეთილსა ზედ", რომელიც ღირსეულად ფლობს რაიმე სიკეთეს. ამიტომ მგონია, რომ შური ორნაირია: სამართლიანი და უსამართლო. ე.წ. "თეთრი შური" კი შური არ არის, რადგან ის მწუხარებას არ გულისხმობს. ესაა შენატვრა სხვათა სიკეთის მიმართ, რაც მასაც სურს ჰქონდეს და არ მოჰგვრიდა ბოროტ სიხარულს, თუ სხვა დაჰკარგავდა.
__შოთა ორველაშვილი__

***
ძმისადმი შური "თეთრ ზმანებად" შემახტა მხარზე...
კეთილად ვსახე საწყისი მისი
და მწუხრის ჩრდილზე თავმისვენებულს
მესმა უფლის მიერ სულხან-საბას ლექსიკონიდან:
"შური არს, შვილო, მწუხარებაი სხვის კეთილსა ზედ".
გველნაკბენივით წამოვდექ ფეხზე
და სინანულმა გამომაფხიზლა,
რად მოვისურვე კეთილი ჩემთვის
მოყვასის ჩემის საბადებლიდან.
__მირზა ბადიაური__