ჭეშმარიტება მხოლოდ ღმერთთანაა


საკვანძო მუხლები:

1.2.51. ჭეშმარიტება მხოლოდ ღმერთთანაა

__თემაზე წერდნენ__
***
დიდ არს იგი, რომელმან ესე ყოველი შექმნა? ნამდვილვე ჭეშმარიტებაჲ დიდ არს და ძლიერ უფროს ყოველსა. და ყოველი ქვეყანა შეევედრების ჭეშმარიტებასა, და ცანი აკურთხევენ ჭეშმარიტებასა, და ყოველნი საქმენი იძვრიან და ძრწიან მის წინაშე, და არა არს ჭეშმარიტებასა თანა სიცრუე არცა ერთ. უწესო არს ღვინო, უწესო არს მეფე, უწესო არიან დედანი, უწესო არიან ყოველნი ძენი კაცთანი, უწესო არიან ყოველნი საქმენი მათნი, და არა არს მათ თანა ჭეშმარიტება და უწესოებით წარწყმდიან, ხოლო ჭეშმარიტება დგას და ჰგიეს და ძლიერ არს უკუნისამდე და ცხოველ არს და უპყრიეს ხელმწიფობა მისი უკუნითი უკუნისამდე. და არა არს მის თანა თვალთხუმა, და არა სადა იცვალების, არამედ იქმს სიმართლესა, განშორებულ არს მისგან უსჯულოება და უკეთურება და ყოველნი საქმენი ჭეშმარიტებისანი სათნო არიან ყოვლითავე. და არა იპოების სასჯელისა მისისა სიცრუე, რამეთუ ჭეშმარიტება არს ძლიერებაჲ მეფეთა და ხელმწიფება და სიმდიდრე, და არს კურთხეულ უფალი ღმერთი ჭეშმარიტებისა.
__ლეონტი მროველი__

***
აქ ცთომილება გვეთვალთმაქცება, ჭეშმარიტება გვიცდის გადაღმა.
__იეჰუდა ჰალევი__

***
ათასი გზა მიდის დაბნეულობისკენ, ხოლო ჭეშმარიტებას ერთი გზა აქვს.
__ჟან ჟაკ რუსო__

***
ყველა საპირისპირო აზრი ერთმანეთს აბათილებს და არა სარწმუნოებას.
__ბლეზ პასკალი__

***
რელიგია რომ არ არსებულიყო, ალბათ, არც მეცნიერება იარსებებდა, რადგან ადამიანის თავი ვერ შესძლებდა აბსტრაჰირებას იმ უშუალო და მუდმივი ემპირიზმისგან, რასაც მას უსაზღვრავს რეალობა.
__პოლ ვალერი__