ძველი აღთქმის რწმენის კაცები და ქალები

საკვანძო მუხლები:

დაბადება 4 : 4 ; დაბადება 5 : 24 ; დაბადება 6 : 8 ; დაბადება 15 : 6 ; მეორე რჯული 34 : 10 ; 3მეფეთა 17 : 2 ; 2მეფეთა 18 : 24 ; 4მეფეთა 1 : 9 ; 1ნეშტთა 21 : 26 ; 2ნეშტთა 7 : 1 ;
1.8.33. __

დაბ. 4,[4]; 5,24; 6,8; 15,6; რჯლ. 34,10; 3მეფ. 17,2-6; 18,24.37-39; 4მეფ. 1,9.10; 1ნეშ.21,26; 2ნეშ. 7,1; ებრ. 11,4; გმცხ. 18,24

ბიბლიის მუხლები

დაბადება 4
4. აბელმაც მიართვა თავისი ფარის ნათავარი და რჩეული პირუტყვი. მოჰხედა უფალმა აბელს და მის ძღვენს.

დაბადება 5
24. დადიოდა ღმერთთან ენოქი და აღარ იყო, რადგან წაიყვანა იგი ღმერთმა.

დაბადება 6
8. მხოლოდ ნოეს ეპოვა მადლი უფლის თვალში.

მეორე რჯული 34
10. აღარ გამოჩენილა ისრაელში, წინასწარმეტყველი, მსგავსი მოსესი, რომელსაც პირისპირ იცნობდა უფალი, 

3მეფეთა 17
2. და გამოეცხადა უფლის სიტყვა:
3. წადი აქედან და აღმოსავლეთისკენ იარე, ჩაიმალე ქერითის ხევში, იორდანეს გასწვრივ.
4. ამ ხევიდან სვი წყალი; ყორნებს ვუბრძანებ, რომ გკვებონ მანდ.
5. წავიდა ისიც და უფლის სიტყვისამებრ მოიქცა; წავიდა და ჩაჯდა ქერითის ხევში, იორდანეს გასწვრივ.
6. მოჰქონდათ მისთვის ყორნებს დილაობით პური და ხორცი, და საღამოობითაც პური და ხორცი. წყალს კი ხევიდან სვამდა.

3მეფეთა 18
24. ახსენეთ თქვენი ღმერთის სახელი და მეც ვახსენებ უფლის სახელს; და ღმერთი, რომელიც ცეცხლით გაგვცემს პასუხს, ნამდვილად ღმერთი იქნება. მიუგო ხალხმა და უთხრა: კეთილი!
37. ხმა გამეცი, უფალო, ხმა გამეცი, რათა გაიგოს ამ ხალხმა, რომ შენ ღმერთი ხარ, უფალო, და რომ შეგიძლია უკუმოაქციო მათი გულები.
38. ჩამოვარდა უფლის ცეცხლი და შთანთქა აღსავლენი მსხვერპლი, შეშა, ქვები და მტვერი; ამოლოკა წყალიც, არხში რომ ესხა.
39. დაინახა ეს მთელმა ხალხმა, პირქვე დაემხო და შეჰყვირა: ღმერთია უფალი! ღმერთია უფალი!

4მეფეთა 1
9. მიუგზავნა მას ორმოცდაათისთავი თვისი ორმოცდაათეულითურთ. ავიდა მასთან და, აჰა, მთის თხემზე ზის ელია. უთხრა: ღვთისკაცო! მეფე გეუბნება, ძირს ჩამოხვიდე.
10. მიუგო ელიამ და უთხრა ორმოცდაათისთავს: თუ მე ღვთისკაცი ვარ, ცეცხლი ჩამოიჭრას ციდან და გშთანთქას შენი ორმოცდაათი კაცითურთ. ჩამოიჭრა ცეცხლი ციდან და შთანთქა მისი ორმოცდაათი კაცითურთ.

1ნეშტთა 21
26 იმ ადგილას აუგო დავითმა უფალს სამსხვერპლო, მიიტანა აღსავლენი და სამადლობელი მსხვერპლი. და მოუხმო უფალს. მან კი აღსავლენის სამსხვერპლოზე ზეციდან ცეცხლის მოცემით უპასუხა. 

2ნეშტთა 7
1. როცა კი სოლომონმა ლოცვა დაასრულა, ცეცხლი გადმოუშვა ზეციდან და შთანთქა აღსავლენი და მსხვერპლნი. უფლის დიდებამ აავსო სახლი.

ებრაელთა 11
4. რწმენით შესწირა აბელმა ღმერთს უკეთესი მსხვერპლი, ვიდრე კაენმა; რწმენით მიიღო მოწმობა, რომ მართალი იყო, როგორც უმოწმა ღმერთმა მის მსხვერპლს; და სიკვდილის შემდეგაც კვლავ რწმენით მეტყველებს.

გამოცხადება 18
24. და პოვნილ იქნა შენში წინასწარმეტყველთა, წმიდათა და ამ ქვეყნად ყველა მოკლულის სისხლი.