ქვეყნიურთა საქმიანობათა შესახებ, კეთილდღეობაზე ზრუნვა


საკვანძო მუხლები:

დაბადება 4 : 17 ; ფსალმუნები 48 : 11 ; ეკლესიასტე 2 : 4 ; ლუკა 17 : 27 ;
1.2.38 ქვეყნიურთა საქმიანობათა შესახებ, კეთილდღეობაზე ზრუნვა

დაბ. 4,[17]; ფს. 48,11-13; ეკლ. 2,4-11; ლუკ. 17,27.28 

ბიბლიის მუხლები

დაბადება 4
17. შეიცნო კაენმა თავისი დედაკაცი. დაორსულდა ქალი და შვა ენოქი. გააშენა კაენმა ქალაქი და უწოდა ამ ქალაქს შვილის სახელი - ენოქი.

ფსალმუნნი 48
11. რადგანაც ხედავს: ბრძენნი იხოცებიან, ბრიყვისა და სულელის მსგავსად იღუპებიან და თავიანთ დოვლათს სხვას უტოვებენ.
12. გულში ფიქრობენ, რომ მათი სახლები მუდმივია და მათი საცხოვრებლები - თაობიდან თაობამდე; თავიანთ სახელებს უწოდებენ მამულებს.
13. ადამიანი პატივისცემაში ვერ დარჩება; მიმსგავსებულია დასაკლავ პირუტყვს.

ეკლესიასტე 2
4. დიდი საქმე ჩავიდინე, ავიგე სახლნი, ჩავყარე ვაზი,
5. გავიშენე ჩემთვის ბაღები და წალკოტები, დავრგე ხეხილი ყოველგვარი,
6. წყალსატევები მოვაწყვე, რომ მოერწყათ ნორჩი ტევრები,
7. შევიძინე მონა-მხევალნი, და მრავლად მესხნენ სახლში სახლეულნი; მყავდა ცხვარ-ძროხა იმათზე მეტი, ვისაც ჩემს უწინ უმეფია იერუსალიმში.
8. დავაგროვე ოქრო და ვერცხლი, მეფეთა განძი ყოველი მხარის; გავიჩინე მგალობელნი, კაცნი და ქალნი, და სიამენი ხორციელნი, ულამაზეს ხარჭათა დასი.
9. განვიდიდე და გავმდიდრდი უმეტეს მათსა, ვინც ჩემს წინარე არსებულა იერუსალიმს; და სიბრძნე ჩემი მევე მეყუდნა.
10. არ უარვყავი არაფერი, რაც კი მომთხოვეს ჩემმა თვალებმა, არ დავაოკე გული ჩემი სიხარულისგან, რადგან ხარობდა ჩემი გული ჩემი ნაღვაწით. ეს ყოველივე იყო ვედრი ჩემი შრომისა.
11. მერმე, როდესაც გადავხედე ყოველივეს, რაც კი შექმნა ჩემმა მარჯვენამ, და ყოველ საქმეს, ჩემს ნამოქმედარს, მივხვდი, ამაო რომ ყოფილა ეს ყველაფერი, ქარისნაბერი, და რომ არ არის სარგებელი ამ მზისქვეშეთში.

ლუკა 17
27. ჭამდნენ, სვამდნენ, ცოლს ირთავდნენ და თხოვდებოდნენ, იმ დღემდე, როცა ნოე შევიდა კიდობანში, მოვიდა წარღვნა და მუსრი გაავლო ყველას.
28. ისევე, როგორც ლოტის დროს: ჭამდნენ, სვამდნენ, ყიდულობდნენ, ყიდიდნენ, რგავდნენ, აგებდნენ;