მუსულმანები ქრისტიანობაში


საკვანძო მუხლები:

1.8.26. მუსულმანები ქრისტიანობაში

***
35 წლის წინ მოხდა რევოლუცია, რომელმაც ირანის ისლამიზაცია მოახდინა და ჩემი ბავშვობა ამ ისლამური რევოლუციის ფონზე გავატარე. ათასობით ადამიანი იყო დახოცილი, დაპატიმრბული და რეპრესირებული, ხოლო ამ ყველაფერს აკეთებდნენ ღმერთის, კერძოდ ალაჰის სახელით. ყოველთვის მაწუხებდა კითხვა, თუ ვინ არის ასეთი ღმერთი - ალაჰი, რომელიც მოითხოვს ადამიანთა სულებს და ხოცავს მათ. ამ ყველაფერს კი დაერთო ჩვენი ქვეყნის - ირანის ომი ერთმორწმუნე მუსულმანურ ქვეყანასთან ერაყთან და მე მიკვირდა, თუ ერთმორწმუნე ხალხი ვიყავით, რატომ ვხოცავდით ერთმანეთს და ამ ომს ხომ ერთი მილიონი ადამიანი შეეწირა. შემდეგ გავხდი სტუდენტი ძალიან ბევრს ვფიქრობდი ამ ყოველივეს შესახებ ვიკვლევდი და მივედი იმ დასკვნამდე რომ, ისლამური რელიგია ეს არის რაღაც სიცარიელე რომელსაც შიგთავსი არ აქვს. შემდეგ დავიწყე ასეთი სახის ლოცვა: ღმერთო, მე მინდა ყველა წინასწარმეტყველები და რელიგიური წინამძღვრები დავივიწყო და მინდა უფალო შენ განმეცხადო და უშუალოდ შენ დამანახო ჭეშმარიტება. მოხდა ესეთი რამ: ჩემს საკუთარ ენაზე მე ჩამივარდა ხელთ ახალი აღთქმა, მაგრამ ასეთი განწყობა მქონდა რომ დაღლილი ვიყავი რელიგიისგან და არ მინდოდა ახალი თავისსატეხი გამჩენოდა, მაგრამ მაინც დავუშვი ის რომ წამეღო სახლში ეს წიგნი და წამეკითხა. რაღაც სასწაულებრივად ყოველ დილით 6 სათზე მეღვიძებოდა და ვკთხულობდი ამ წიგნს. როდესაც ვკითხულობდი იესო ქრისტეს მოძღვრებას თუ როგორ ასწავლიდა ის მე ვფიქრობდი და მივდიოდი დასკვნამდე, რომ ეს ჩვეულებრივი ადამიანის სწავლება არ იყო. შემდეგ აღმოვაჩინე იოანეს სახარებაში ადგილი, სადაც იესო ქრისტე ამბობს: ,,შეიცნობთ ჭეშმარიტებას და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ თქვენ“. უფლის წინაშე წავრსდექი ლოცვით და ვთქვი: მე ვიცი, უფალო იესო, შენ შეგიძლია მომიტიო ჩემი ცოდვები, რადგან შენ ამის გულისათვის შენი სისხლი დაღვარე“. ახალ-ახალი რაღაცები დაიწყო ჩემს ცხოვრებაში, თითქოს ხელახლა დავიბადე. ეს იყო ახალი ურთიერთობა ცოცხალ ღმერთთან, რომელსაც ვუყვარდი მე და 2 წლის შემდეგ აღმოვაჩინე, რომ ღმერთი მომიწოდებდა, რომ ჩემი ერისთვის გამეცხადებინა მისი სახელი. მხოლოდ 500 პიროვნება გვყავს ჩვენ მოქცეული მუსულმანური რევოლუციის შემდეგ. და როდესაც ახალი ჩავლილი იყო ეს რევულიცია, თითქმის 500-ივე მუსულმანობიდან ქრისტიანობისკენ მოქცცეული ადამიანი იქნა დაპატიმრებული და დახოცილი ჩვენი მთავრობის მიერ. ჩვენს ქვეყანაში ეკლესიის დაფუძნება ყოვლად შეუძლებელია, ამიტომ იმ ჭეშმარიტების ქადაგება, რასაც მე ვეზიარე, დავიწყე ჩემს საახლობლოში, სამეგობროში, სანათესაოში და საოცარი ის იყო, თუ როგორ მოქმედებდა სახარება მათ ცხოვრებაში. მე ვიგრძენი მოწოდება ღმერთისგან, რომ დამენებებინა სამუშაოსთვის თავი და მთლიანად გადავსულიყავი მსახურებაში. ძალიან რთული იყო ამ გადაწყვეტილების მიღება, რადგან კარგი შემოსავალი მქონდა, მაგრამ ქრისტეს სიყვარულმა მაინც გადამძალა. ამრიგად მე დავიწყე ქრისტეს ქადაგება და ახალი აღთქმის გავრცელება ირანში.
ირანის სახელმწიფო უშიშროების დეპარტამენტმა დამაკავა ამ საქმიანობის გამო. რამოდენიმე დღე მაწამებდნენ პატიმრობაში ყოფნისას, მაგრამ როდესაც გავთავისფულდი ციხიდან, მივხვდი, რომ უფრო მეტი პრობლემები შემექმნებოდა ჩემს ქვეყანაში, რადგან ამჟამად ათასობით ირანელი გადმოდის ქრისტიანობაზე. ისლამური სახელმწიფო ცდილობს, რომ ეს ხალხი წნეხის ქვეშ იყოლიოს და არ გავრცელდეს სახარება. მივიღე გადაწყვეტილება, დამეტოვებინა ირანი. ჩემს ფიზიკურ ხელშეუხებლობას საფრთხე ემუქრებოდა. ხოლო რაც შეეხება ციხიდან თავის დახსნას, ჩემი ფინანსებით მოხდა ეს, რაც, რა თქმა უნდა, დავკარგე. ამრიგად დავტოვე ირანი და წამოვედი საქართველოში 2 წელიწადზე ცოტა მეტი ხნის წინ.
- მიიღეთ ქრისტიანობა, კონკრეტულად? მართლმადიდებელი ხართ, კათოლიკე თუ პროტესტანტი?
- როდესაც ჩვენ ბიბლიას გადავშლით, კერძოდ, „მოციქულთა საქმეთ“, ვერ ვნახავთ იქ მოციქულების ქადაგებებში, რომ ისინი ქადაგებენ ან კათოლიკურ ეკლესიას ან მართლმადიდებლურს ან პროტესტანტულს. ისინი ქადაგებენ იესო ქრისტეს, რომელიც არის მაცხოვარი ყოველი სულისა. იესო ქრისტეს ჭეშმარიტება ცვლის ადამიანების ცხოვრებას და არჩენს მათ სულს. არა ჩვენი ეკლესიის სახელი, არამედ ქრისტე იესოს ჯვარია გადამრჩენელი. როდესაც ისეთ მუსულმანურ ქვეყანაში, როგორიც ირანია, შენ ვერ იქადაგებ ეკლესიის სახელით, იქ უნდა იქადაგო იესო ქრისტეს სახელით.
მე როდესაც საქართველოში ჩამოვედი, აღმოვაჩინე ერი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში გულით ატარებს მამა ღმერთის, ძე ღმერთის და სულიწმიდის რწმენას. აღმოვაჩნე ისიც რომ საუკუნეების განმავლობაში ისინი იტანჯებოდნენ ამ რწმენის გულისთვის, ისინი იტანჯებოდნენ მაგრამ მაინც შეინახეს ეს რწმენა. აღმოვაჩინე, რომ საქართველო არის მოსიყვარულე ქვეყანა. აქ შეგიძლია იქადაგო სახარება და არის თავისუფლება. აღმოვაჩნე რომ ვარ საკუთარ სახლში. მე დავკარგე ჩემი ქვეყანა და უფლის წინაშე ლოცვაში ვთქვი: ღმერთო, ალბათ ეს არის ჩემი სახლი, რომელსაც შენ მაძლევ. როგორც კი დავიწყე საქართველოში სახარების ქადაგება, ღმერთმა დაიწყო ჩემი კურთხევა.
__ბაბექ იოვარი__
(ნაწყვეტები ირაკლი ყიფიანის ინტერვიუდან)

***
სხვა ირანელი ბენი საქართველოში თავშესაფარს ეძებს, როგორც ქრისტიანი, რომელიც საკუთარ ქვეყანაში იდევნება. მან საქართველოსგან თავშესაფარზე უარი მიიღო, თუმცა ბენმა გაასაჩივრა და ახლა სასამართლოს ელოდება.
ბენის აზრით, სამყაროში ყველა ადამიანს თავის მისია აქვს. მან თავის მისია კი ბაპტისტურ ეკლესიაში იპოვა.
„ირანი, როგორც ქვეყანა, არ მენატრება. მენატრებიან ჩემი ახლობლები, რომლებიც იქ დავტოვე. საქართველოში ვარ მისიონერი, ვმუშაობ საერთაშორისო ბაპტისტურ ეკლესიაში პასტორი ჩარლის თანაშემწედ. მას ვეხმარები ბიბლიისა და ქადაგებების სპარსულ ენაზე თარგმნაში. პასტორი ჩარლის გავლენით, მეგობრებთან ერთად დავაარსე პირველი ირანული, ბაპტისტური ონლაინ ეკლესია და ვცდილობ დავეხმარო ყველა ადამიანს, რომელსაც საკუთარი თავის პოვნა სურს.“

***
ოცა, ერკან სენგალმა ქრისტეს მიუძღვნა თავისი სიცოცხლე მუსულმანურ თურქეთში,ზოგიერთებმა ეს საკუთარი მემკვიდრეობისა და ეროვნულობის უარყოფად ჩათვალეს. როდესაც მან თქვა, რომ ყველაფერს გააკეთებდა ღმერთისათვის; საკითხავია რას გულისხმობდა ამ დროს? იჯდა ერკანი ბნელ, ნესტიან საკანში სხვა პატიმრებთან ერთად. იგი დაპატიმრებულ იქნა ადგილობრივი პოლიციის მიერ, რომელიც ამბობდა, რომ ერკანმა ქრისტიანული ლიტერატურის გავრცელებით „ისლამი შეურაცხყო“. ერკანი ლოცულობდა და ღმერთს შველას სთხოვდა. მან იცოდა, რომ ცუდი არაფერი გაუკეთებია და იქ ყოფნასაც არ იმსახურებდა. „შენ თქვი, რომ ყველაფერს გააკეთებდი ჩემთვის,“ ჩასჩურჩულა ღმერთმა ერკანს გულში. „რას გულისხმობდი მაშინ?“ ერკანი შეიმუსრა ღმერთის წინაშე, ტიროდა და თაყვანს სცემდა მას და გულში უთხრა, რომ „მართლა იმას გულისხმობდა, რაც თქვა.“ ერკანი ყოველდღე სამი საათი ქადაგებდა ციხეში და მიხვდა, რომ ღმერთმა ახალი მსახურების კარი გაუსხნა ციხეში მოხვედრით! მან ოცდაათი დღე გაატარა ციხეში, ვიდრე მოწმეებმა არ აღიარეს, რომ პოლიციის ზეწოლით მოაწერეს ხელი ბრალდებას, და მოსამართლემ ვერანაირი დანაშაული ვერ იპოვა ერკანის ქმედებაში. ერკანის დაპატიმრებამ ხელი შეუწყო მისი მოწმობის გავრცელებას. ციხიდან
გათავისუფლების შემდეგ მრავალი თანასაკნელი ესტუმრა მის ეკლესიას, ეკითხებოდნენ იმ ღმერთის შესახებ, რომელმაც მას მშვიდობა მისცა ციხეში ყოფნის დროს. მიუხედავად დაპატიმრების მოლოდინისა, ერკანი დღესაც სიხარულით ავრცელებს ქრისტიანულ ლიტერატურას.

***
„შეშა მოიტანე!“ დაიღრიალა ჯარისკაცმა. ახლგაზრდა იაკობ ჯედამ იფიქრა, რომ ჯარისკაცები სადილის მომზადებას აპირებდნენ. შეშინებულმა, საკუთარი თვალით ნახა იმ დღეს, თუ როგორი წამებით მოკლეს მისი მშობლები და ოთხი დაძმა რადიკალმა მუსულმანებმა, სამხრეთ სუდანში. ჯარისკაცებმა იაკობი მუშად
გამოყენების მიზნით დაინდეს. ცეცხლი კარგად გახურდა, იაკობი ჯერ გაოცებული ჩანდა, შემდეგ კი როცა
ჯარისკაცებმა ხელი სტაცეს შეეშინდა და გაქცევა სცადა. მაგრამ ჯარისკაცები საკმაოდ ძლიერები იყვნენ და მალე იაკობს ხელ-ფეხი გაუკრეს.
„კარგი ამბავი გვაქვს შენთვის ახალგაზრდა ყმაწვილო,“ თქვა ჯარისკაცმა. „ცოცხალს
დაგტოვებთ. მაგრამ მუსულმანი უნდა გახდე.“
„მე მუსულმანი ვერ გავხდები,“ თქვა იაკობმა უბრალოდ. „მე ქრისტიანი ვარ.“
ახალგაზრდა ყმაწვილის რწმენით გაშმაგებულმა ჯარისკაცებმა, იაკობი ცეცხლში
ჩააგდეს. ჯარისკაცებს ეჭვი არ ეპარებოდათ რომ იაკობი დაიწვებოდა, ბარგი-ბარხანა
ჩააწყვეს და გზას გაუდგნენ.
ახალგაზრდა იაკობი არ მომკვდარა. ცეცხლს თავი დააღწია და საშველად მოუხმო
ადამიანებს. ექიმებმა იაკობის გადარჩენა შეძლეს, მაგრამ იგი ყოველთვის თან
ატარებს იმ დღის მოსაგონარ იარას. მის სხეულს ახლაც ატყვია კანის გადანერგვისა და
მოუშუშებელი დამწვრობის ნიშნები. ეს საპატიო ნიშანი იქნება მისთვის ზეცაში, იმ დღის
მოსაგონებლად, როცა იაკობ ჯედამ უარი თქვა ქრისტიანობისათვის ზურგი ექცია

__ვიდეო დამოწმება__
https://www.youtube.com/watch?v=99oVIQNmezg ირანელი ქალის ქრისტიანად მოქცევა