ნუ დავიმშვიდებთ სინდისს


საკვანძო მუხლები:

მათე 27 : 24 ;
1.4.12. ნუ დავიმშვიდებთ სინდისს

მათ.27,24

ბიბლიის მუხლები

მათე 27
24. როცა დაინახა პილატემ, რომ ვერაფერს შველოდა, შფოთი კი მატულობდა, წყალი მოატანინა, ხელები დაიბანა ხალხის წინაშე და თქვა: "უბრალო ვარ ამ მართლის სისხლისგან. თქვენ იცით”.

__თემაზე წერდნენ__
***
ჩვენს ბატონს გაუვიდაო და ნამუსი წაუვიდაო. 
__ ქართული ხალხური __

***
სვინდისისა დაცხრომას ეკრძალე.
__ იოსებ თბილელი __

***
საკუთარი თავისთვის ძალიან ძნელია სიმართლის თქმა, მაშინაც კი, როცა იცი.
__ სტანისლავ ეჟი ლეცი __

***
სიმართლე ყოველთვის მაღლა ამოტივტივდება ხოლმე, ამიტომაც მაშინვე ჩაყვინთვა უხდება.
__ სტანისლავ ეჟი ლეცი __

***
ვისაც შიშველი სიმართლისა ეშინია, დგას და ტყავს აძრობს იმ სიმართლეს.
__ სტანისლავ ეჟი ლეცი __

***
მოიწვიეს ხელოსანი მლესავი. მან საქმე დაამთავრა, მაგრამ ამის შემდეგ ვიღაცას დაავიწყდა წყლის დაკეტვა და შელესილი კედლის მნიშვნელოვანი ნაწილი ჩამოიქცა. დამნაშავე ოჯახის წევრთაგან ვერ დაადგინეს და მლესავს მოუწია ხელმეორედ შეელესა. როცა ის საქმეს მორჩა, ვიღაცამ შვებით ამოისუნთქა და თქვა:
„დასანანია, რომ ასე მოხდა, მაგრამ კარგია, რომ ყოველივე ასე კარგად დამთავრდა!“
მლესავმა უპასუხა: „არა, არ დამთავრებულა, მხოლოდ გადადებულია.“
ადამიანები ხშირად იმშვიდებენ სინდისს ასე - „კარგია, რომ ვერ დამიჭირეს!“ მაგრამ, რა თქმა უნდა, ბრალი ამით არაა დაფარული და საზღაური მხოლოდ დროებითაა გადაწეული.
__ იაკობ ლევენი __

***
ერთ მკერავს ჰქონდა ძლიერი ლტოლვა მისთვის გამოსაჭრელად მიტანილი ქსოვილების ნაჭრების მოპარვისკენ. სინდისი რა თქმა უნდა არ უწონებდა ამ ქმედებებს, მაგრამვიგი არ უსმენდა შინაგან ხმას და აგრძელებდა პარვას. ერთხელ მას დაესიზმრა, რომ დგას მსაჯულის წინაშე, იგი ცდილობს თავი გაიმართლოს და ამბობს, რომ პატიოსანი კაცია და არავითარი ბოროტება არ ჩაუდენია არავის მიმართ... მაგრამ უცებ, იშლება მის წინაშე უზარმაზარი დროშა იმ ქსოვილების ყველა ნაჭრებისგან შედგენილი, რომლებიც არ გამოუჩინა თავის შემკვეთებს. აქ მან მორჩილად ჩაჰკიდა თავი და თავი ვეღარაფრით იმართლა.
ფერდაკარგულმა და აღელვებულმა უამბო დილით თავისი საშინელი სიზმარი ხელქვეითს. სთხოვა, როცა შეამჩნევს მას სწრაფვას ქსოვილის მოსაპარად, შეაჩეროს და გაახსენოს სიზმარი.
გავიდა დრო. მკერავი ჯერ კიდევ იმყოფებოდა საშინელი სიზმრის ზეგავლენის ქვეშ და ხელქვეითს მისი შეჩერება არ დასჭირვებია, მაგრამ ერთმა დამკვეთმა გამოუგზავნა ისეთი საუცხოო ქსოვილი, რომ ხიბლი მისგან ძალიან დიდი აღმოჩნდა და მკერავმა ვერ მოითმინა! სულ ფუჭად შეახსენა სიზმარი ხელქვეითმაც.
„ჩუმად იყავი, - უთხრა მან, - მე კარგად მახსოვს, რომ იმ დროშაზე ასეთი ქსოვილი არ იყო!“
საცოდავი!.. ცდილობდა მიეძინებინა სინდისი და დარჩა ცოდვის მონა.
__ იაკობ ლევენი __

***
რატომ დაიბანა პილატემ ხელები? მას არ უნდოდა ქრისტეს მოკვდინება. მაგრამ ის იბანს ხელებს და სინდისს იმშვიდებს. ის ფიქრობს, რომ იგი დამნაშავე არ არის იმაში, რომ ქრისტეს კლავენ. აი, ეს უცნაური რამ თითოეულ ჩვენგანს შეიძლება ემუქრებოდეს. შეიძლება ჩვენ გვქონდეს განცდა, რომ დამნაშავე არ ვართ, შეიძლება ვიფიქროთ, რომ 2000 წლის წინ რაღაც რომ მოხდა, მე რა შუაში ვარო, თუმცა ყოველთვის, როდესაც ჩვენ ადამიანს ვექცევით არასწორად, როცა მისდამი დამოკიდებულება არ არის ფაქიზი, როცა ჩვენ შეგვიძლია სუსტის დაჩაგრვა, როცა ჩვენ შეგვიძლია სხვისი ტკივილის არ გათავისება, როცა ჩვენ არ გვებრალება სხვა, როდესაც ჩვენ ზერელე და ზედაპირული დამოკიდებულება გვაქვს ადამიანისადმი, ეს თავისთავად გადადის ღმერთზე. როცა მე არ შემიძლია გავარჩიო ადამიანი მის მიერ ჩადენილი ცოდვისაგან და როცა მე ყოველთვის ვაიგივებ ცოდვას ადამიანთან და ცოდვის მოძულების ნაცვლად მოვიძულებ ადამიანს, როცა მავიწყდება რომ ყოველი ადამიანი ქრისტეს ცოცხალი ხატია, როცა სხვას სტკივა და მე ვფიქრობ, რომ ეს ჩემი ბრალი არ არის, ეს ნიშნავს, მე რომ მეცხოვრა იმ დროს, 2000 წლის წინ, ქრისტესადმი დამოკიდებულება ზუსტად იგივე მექნებოდა. მაშინ ვიფიქრებდი, ჩემი ბრალი არ არისო და ხელებს დავიბანდი.
პილატეს რა შეეძლო გაეკეთებინა? უნდოდათ და მათ ნებას დაჰყვა, თორემ არეულობა იქნებოდა. ჩვენ, ძალიან ხშირად, როცა უფალს ვღალატობთ, რაღაცნაირი ფორმით სინდისს ვიმშვიდებთ, რომლის გარეგანი გამოხატულებაც პილატეს შემთხვევაში იყო ხელების დაბანა.
__ თეოდორე გიგნაძე __


1.4.12. Не успокойте совесть
Матф.27,24