უსინდისო არ წითლდება


საკვანძო მუხლები:

იერემია 6 : 15 ; იერემია 8 : 12 ;
1.4.11. უსინდისო არ წითლდება

იერ.6,15; 8,12

ბიბლიის მუხლები

იერემია 6
15. იმ სისაძაგლის გამო თუ რცხვენიათ, რომ სჩადიან? სულ არ რცხვენიათ, არც კი წითლდებიან, ამიტომ დაცემულთა შორის დაეცემიან; იმ დროს, როცა დავსჯი, დაეცემიან”, - ამბობს უფალი.

იერემია 8
12. განა თუ რცხვენიათ, სიბილწეს რომ სჩადიან? არა! სულაც არ რცხვენიათ, არც კი წითლდებიან. ამიტომაც დაეცემიან დაცემულთა შორის, წაიფორხილებენ, როცა დავსჯი მათ, ამბობს უფალი.

__თემაზე წერდნენ__
***
ქაღალდი ყველაფერს ითმენს (არ წითლდება). __ციცერონი__

***
ჩვენ შეგვიძლია, ან მივაძინოთ სინდისი, ან
საშუალება მივცეთ მას ანათებდეს და განგვანათლებდეს.
__აბა დოროთე__

*** რამდენი, არათუ ფარული, საქვეყნოდ ცნობილი დანაშაულიც კი არ მოხდებოდა, ადამიანს რომ შეეძლოს საკუთარი თავის გამო გაწითლდეს.
__ლაბრუიერი__

***
უსირცხვილოებს, იცოდე, შენი სისხლით შეუძლიათ გაწითლება.
__სტანისლავ ეჟი ლეცი__