სინდისი მიგვითითებს ვიყოთ პატიოსანი


საკვანძო მუხლები:

საქმენი მოციქულთა 23 : 1 ; საქმენი მოციქულთა 24 : 16 ; 1იოანე 3 : 21 ; რომაელთა 2 : 15 ; რომაელთა 9 : 1 ; 1კორინთელთა 4 : 4 ; 2კორინთელთა 1 : 12 ; 2კორინთელთა 4 : 2 ; 1ტიმოთე 1 : 5 ; 1ტიმოთე 3 : 9 ; 2ტიმოთე 1 : 3 ; ტიტე 1 : 15 ; ებრაელთა 9 : 14 ; ებრაელთა 10 : 22 ; ებრაელთა 13 : 18 ;
1.4.2. სინდისი მიგვითითებს ვიყოთ პატიოსანი

საქ. 23,1; 24[16]; 1ინ. 3,10.20.21; რომ. 2,15; 9,1; 1კორ. 4,4; 2კორ. 1,12; 4,2; 1ტიმ. 1,5.19; 3,9; 2ტიმ. 1,3; ტიტ. 1,15; ებრ. 9,14; 10,22; 13,18

ბიბლიის მუხლები

საქმენი მოციქულთა 23
1. პავლემ მზერა მიაპყრო საკრებულოს და თქვა: კაცნო, ძმანო, დღემდე წრფელი სინიდისით ვმოქალაქეობდი ღვთის წინაშე.

საქმენი მოციქულთა 24
16. ამიტომ თავადაც ვიღვწი, რომ ყოველთვის უმწიკვლო სინიდისი მქონდეს ღვთისა და კაცთა წინაშე.

1იოანე 3
10. ამით იცნობიან ღვთის შვილნი და ეშმაკის შვილნი: ვინც არ იქმს სიმართლეს და ვისაც არ უყვარს თავისი ძმა, ღვთისაგან არ არის იგი.
20. რადგან თუ ჩვენი გული გვგმობს, ღმერთი ხომ გულზე უმეტესია და იცის ყოველი.
21. საყვარელნო, თუ ჩვენი გული არა გვგმობს, პირნათელნი ვართ ღვთის წინაშე.

რომაელთა 2
15. ისინი გვიჩვენებენ, რომ რჯულის საქმე გულის ფიცარზე უწერიათ, რასაც მოწმობენ მათი სინდისი და მათი აზრები, რომლებიც ხან ბრალს სდებენ, ხან კი ამართლებენ ერთმანეთს,

რომაელთა 9
1. ჭეშმარიტებას ვამბობ ქრისტეში, არა ვცრუობ, მემოწმება ჩემი სინიდისი სული წმიდის მიერ,

1კორინთელთა 4
4. რადგანაც არაფერი მაქვს სინიდისის საქენჯნი, მაგრამ ამით როდი ვიმართლებ თავს, რადგანაც უფალია ჩემი განმკითხველი.

2კორინთელთა 1
12. რადგანაც ჩვენი სიქადული ისაა, რასაც გვიმოწმებს ჩვენი სინიდისი, რომ სიწრფელითა და საღმრთო სიწმიდით, ხორციელი სიბრძნით კი არა, არამედ ღვთის მადლით ვცხოვრობდით ამ ქვეყნად, მით უმეტეს, თქვენს შორის.

2კორინთელთა 4
2. არამედ უარვყავით ყველაფერი, რასაც სირცხვილის გამო ფარავენ, არ ვიარებით ზაკვით, არ ვბღალავთ უფლის სიტყვას და ჭეშმარიტების სიცხადით წარვუდგებით ყოველი კაცის სინიდისს ღვთის წინაშე.

1ტიმოთე 1
5. ხოლო მცნების მიზანია სიყვარული წმიდა გულით, წრფელი სინიდისითა და უპირფერო რწმენით,
19. გქონდეს რწმენა და წრფელი სინიდისი, რაც უარყო ზოგიერთმა და მარცხი იწვნია რწმენაში, როგორც ხომალდმა - ზღვაში.

1ტიმოთე 3
9. რწმენის საიდუმლოს შემნახველნი წრფელი სინიდისით.

2ტიმოთე 1
3. ვმადლობ ღმერთს, რომელსაც, წინაპართა კვალდაკვალ, წმიდა სინიდისით ვემსახურები, - რომ გამუდმებით გიხსენებ ჩემს ლოცვებში, დღისით თუ ღამით;

ტიტე 1
15. რადგანაც წმიდათათვის ყველაფერი წმიდაა, ბილწთა და ურწმუნოთათვის კი არაფერი არ არის წმიდა, არამედ შებილწულია მათი გონებაც და სინიდისიც.

ებრაელთა 9
14. განა სისხლი ქრისტესი, რომელმაც მარადიული სულით უბიწო მსხვერპლად შესწირა თავი ღმერთს, ათასწილ უფრო მეტად არ განწმედს თქვენს სინიდისს მკვდარ საქმეთაგან, ცოცხალი ღმრთის სამსახურისთვის?

ებრაელთა 10
22. მივეახლოთ მას წრფელი გულითა და რწმენის სისრულით, უკეთური სინიდისისაგან სხურებით გულგაწმენდილნი და სუფთა წყლით ტანგაბანილნი,

ებრაელთა 13
18. ილოცეთ ჩვენთვის, რადგანაც გვწამს, რომ წრფელი სინიდისი გვაქვს, და გვინდა ყოველთვის წრფელად ვიქცეოდეთ.

__თემაზე წერდნენ__
***
სინდისი არის მართლობის მგრძნობელობა წმინდანთა.
__მირზა ბადიაური__