მშვინვის და სულის განსხვავებისთვის


საკვანძო მუხლები:

1კორინთელთა 15 : 44 ;
1.3.35. მშვინვის და სულის განსხვავებისთვის

სამშვინველი - უტყვი სული; ბიბლიის და წმ. მამათა სწავლებით, ადამიანის არსი სამი ნაწილისაგან შედგება: სული, სამშვინველი და სხეული. სამშვინველი სხეულისაგან სუბსტანციურად (ბუნებით) განსხვავდება, ხოლო სული და სამშვინველი ერთმანეთისაგან განსხვავდება ფუნქციურად, ე.ი. თავისი მოქმედებით. მშვინვიერი ძალები ესაა ინტელექტი, ჩვენი გონება, რომლის მეშვეობითაც ლოგიკურად ვაზროვნებთ.
ადამიანში რაც მარტო ადამიანურია, არ აქვს კავშირი ღმრთაებრივთან და ხშირად უბრალოდ სუნთქვის დატვირთვას ატარებს, არის სამშვინველი. ხოლო ადამიანის ის ნაწილი, რომლითაც ის მოაზროვნე და გონიერია, და რომლითაც ის ღმერთთან ამყარებს ერთიანობას, იწოდება სულად.
"სამშვინველი" იხმარება ადამიანური, არაღმრთაებრივი სულის აღსანიშნავად. თავად "სული" კი ღმრთაებრივი ხასიათისაა
ასეთივე განსხვავებაა გერმანულში: Geist (სული,Heliger Geist - სულიწმიდა), Seele - სული; ინგლისურში: Spirit - soul. ფრანგულში: Esprit - ame. რუსულში: Дух - душа ლათინურში: spiritus - anima.ძველ ბერძნულში: "პნევმა" და "ფსიხე"

1კორ. 15,[44]

ბიბლიის მუხლები

1კორინთელთა 15
44. ითესება სხეული მშვინვიერი, აღდგება სხეული სულიერი; არის სხეული მშვინვიერი და არის სხეული სულიერი.

__თემაზე წერდნენ__
***
ადამიანური ბუნება ორნაწილედია: სულისა და ხორცის ერთობაა. თავად სულში ქრისტიანობა განარჩევს მის უმაღლეს ნაწილს - საკუთრივ სულს (პნევმა) და უმდაბლესს - სამშვინველს (ფსიხი). მხოლოდ ქრიტიანობის წიაღში, ანუ მხოლოდ ჭეშმარიტი რელიგიური ცხოვრებითაა შესაძლებელი, რომ ადამიანმა სრულად შეიცნოს თავისი ბუნება. ათეისტი, ან მცირედ რელიგიური ადამიანი თავის მხოლოდ ხორციელ, უკეთეს შემთხვევაში - ფშვინვიერ (ფსიქიკურ) ბუნებას შეიგრძნობს. ასეთ შემთხვევაში ადამაინს ფშვინვიერი (ფსიქიკური) გამოვლინებები, გრძნობადი მოვლენები და ესთეტიკური სწრაფვანი სულის თვისებებად მიაჩნია, ხელოვნებით ცხოვრება და ტკბობა - სულიერ ცხოვრებად. მაგრამ სინამდვილეში ეს ყოველივე სამშვინველის თვისებები, ფშვინვიერი ცხოვრებაა.
საკუთრივ სულს (პნევმა) ქრისტიანობა სამ ძირითად გამოვლინებას, თვისებას მიაკუთვნებს: ა) ძიება, მისწრაფება, ლტოლვა უზენაესი არსებისადმი (ღვთისადმი); ბ) შიში, კრძალვა უზენაესი არსების (ღვთის) წინაშე; გ) სინდისი, ანუ სულის უნარი, შესაძლებლობა, იბატონოს, როგორც ფშვინვიერ (ფსიქიკურ), ისე ხორციელ მიდრეკილებებზე და სულის უფაქიზესი ინსტრუმენტი საკუთარი გადაწყვეტილებების გასაკონტროლებლად.
არარელიგიური ადამიანისათვის სულიერი ცხოვრება, სულიერი სამყარო სრულიად უცნობია. ყოველმა ეკლესიურად მცხოვრებმა (აღმსარებელმა, მაზიარებელმა) საკუთარი გამოცდილებით იცის, თუ რა ღრმა, მდიდარი და მანამდე მათთვის უცნობი სამყარო აღმოაჩინეს თავის თავში მას შემდეგ, რაც ეკლესიური ცხოვრება დაიწყეს; და როგორი ღარიბი, უფერული და უღიმღამოა ადამიანის არსებობა სულიერი ცხოვრების გარეშე.
__მამა თეოდორე გიგნაძე__

----------------
სურათი შეადგინა ნინო ბაღაშვილმა