სხეულის ლამპარი (სანათი, სარკე) თვალია


საკვანძო მუხლები:

მათე 6 : 22 ; ლუკა 11 : 34 ;
1.3.27. სხეულის ლამპარი (სანათი, სარკე) თვალია

მათ.6,22.23 ლუკ.11,[34]-36

ბიბლიის მუხლები

მათე 6
22. სხეულის სანთელი არის თვალი. თუ შენი თვალი წმიდაა, ნათელი იქნება მთელი შენი სხეულიც.
23. ხოლო თუ შენი თვალი უწმინდურია, ბნელი იქნება მთელი შენი სხეულიც. მაგრამ თუ შენში ნათელიც ბნელია, როგორიღა იქნება ბნელი?

ლუკა 11
34. სხეულის სანთელი არის თვალი; თუ შენი თვალი წმინდაა, ნათელი იქნება მთელი შენი სხეულიც. ხოლო თუ ის უწმინდურია, ბნელი იქნება შენი სხეულიც.
35. მაშ, უყურე: ბნელი არ იყოს ნათელი, რომელიც არის შენში.
36. ხოლო თუ მთელი შენი სხეული ნათელია და არა სცხია რა ბნელის, ერთიანად ნათელი იქნება, თითქოს სანთელი გინათებდეს თავისი ალით.

__განსხვავებული წაკითხვები ბიბლიის სხვადასხვა გამოცემებიდან__
მათე 6 (მცხეთური)
22. სანთელი გუამისაჲ არს თუალი...
მათე 6 (ადიშის)
22. სანთელი ჴორცთაჲ არს თუალი...
Матфей 6
22. Глаз - источник света для тела... - თვალი სინათლის წყაროა სხეულისთვის...
22. Глаз - это светильник всего тела... - თვალი სანათია მთელი სხეულისთვის...

__თემაზე წერდნენ__
***
თვალები ღვრიან ჩვენი შინაგანიდან მხურვალე ცეცხლს.
__ პლატონი __

***
სახე სულის სარკეა.
__ მარკუს ტულიუს ციცერონი __

***
ცრემლი სისხლია სულისა.
__ დეკურსელი __

***
მეგობრის თვალები საუკეთესო სარკეა.
__ ინგლისური ხალხური __

***
თვალები სულის სარკეა.
__ ქართული ხალხური __

***
თვალებში კი არა, ხელებში უნდა უცქირო ხალხს, ხელებში, რადგან ის არის ადამიანის სულის ჭეშმარიტი სარკე, ანარეკლი და შემსრულებელი მისი განზრახვისა და ჩანაფიქრისა.
__ თენგიზ ჩალაური __

***
კაცის თვალის მიხედვით ბევრი რამის განსაზღვრა შეიძლება: მისი განწყობილება, ხასიათის ნიშნები, სიტყვების მართლობა და მისი შინაგანი სამყაროს მრავალი ასპექტი. თვალებია, რომ ვერ მალავენ და ამხელენ კაცის გულის საიდულოებებს. (თემას არ ვამთავრებ, არც დასკვნებს ვურთავ. საფიქრალს გიტოვებთ, თუ როგორნი წარვსდგეთ უფლის წინაშე)
__ მირზა ბადიაური __


1.3.27. Глаза, руки, дела - зеркало души
Матф.6,22.23 Лук.11,[34]-36