ქრისტე ჰგავს წყალგამყოფს


საკვანძო მუხლები:

მათე 18 : 3 ; მარკოზი 10 : 15 ;
1.2.48. ქრისტე ჰგავს წყალგამყოფს

__თემაზე წერდნენ__
***
სადაც არ უნდა გამოჩნდეს იგი, ადამიანები უმალ იყოფიან ორ ბანაკად: იმად, ვინც ხარობს სიკეთით, და იმად, ვისაც არ ახარებს სიკეთე. ასე ხდება დღეს, ასე იყო იმ ხანადაც, როდესაც უფალი დაიარებოდა დედამიწაზე ხორცშესხმული კაცის სხეულით.
როდესაც ჩვენი უფალი მოვიდა ადამიანებთან, მან მოუტანა მათ ღვთის სიკეთის განუზომელი სიმდიდრე. ამ სიმდიდრით გაიხარეს ბავშვებმა და იმ ადამიანებმა, რომლებიც იყვნენ ბავშვების მსგავსნი თავიანთი გაუფუჭებელი ბუნებით. მაგრამ ამ სიკეთეებმა არ გაახარა ისინი, რომელთაც დაბნელებული გონება და გაქვავებული გული ჰქონდათ; ისინი პირიქით დამწუხრდნენ და გაბოროტდნენ.
სხვისი მწუხარების გულთან მიტანა კიდევ შეუძლიათ ცოდვილ მოხუცებს, მაგრამ სხვისი სიხარულის გაზიარება ძალუძთ მხოლოდ ბავშვებს და მათ მსგავსთ. უფალი ამბობს, ვინც არ მიიღებს ცათა სასუფეველს, როგორც ბავშვი, ვერ შევა ცათა სასუფეველში (მარ.10:15; მათ.18:3). და რა არის ცათა სასუფეველი, თუ არა ყოველგვარი სიკეთის თავმოყრა და ბოროტების არყოფნა? უცოდველი ბავშვი მეტად ხარობს სხვისი სიკეთის შემხედვარე, ვიდრე გაბოროტებული მოხუცი - საკუთარს. რადგან პატარისთვის სიხარული არ შეიძლება იყოს სხვისი. ის იზიარებს ნებისმიერი ბაგის ღიმილს, დაცინვასაც კი ღიმილად აღიქვამს. ღმერთს ქვეყანაზე არავინ ჰგავს ისე, როგორც უბიწო ბავშვი. ღმერთის სიხარული ჩვენს უმნიშვნელო სიკეთეზეც კი წარმოუდგენლად სრულყოფილი და გულწრფელია.
__ნიკოლოზ ველიმეროვიჩი (სერბი)__

------------------------
ტექსტი შემოკლებულია