არ შერცხვება ნათელშემოსილს

საკვანძო მუხლები:

დაბადება 2 : 25 ; ფსალმუნები 24 : 3 ; ესაია 28 : 17 ; ესაია 54 : 4 ;
2.13.16. არ შერცხვება ნათელშემოსილს

მისი სიშიშვლე დაფარული იქნება, როგორც ადამსა და ევას არ რცხვენოდათ ცოდვის ჩადენამდე 
დაბ. 2,[25], ფს. 24,3; ეს. 28,17; 54,4; იოვ. 2,26; რომ. 9,33; 10,11; გმცხ. 3,18 

ბიბლიის მუხლები

დაბადება 2
25. შიშველნი იყვნენ ორივენი, ადამი და მისი დედაკაცი, და არ რცხვენოდათ. 

ფსალმუნი 24
3. ასევე ყველა, ვინც შენით სასოებს, ნუ შერცხვება. შერცხვნენ ამაოდ შემცოდველნი.

ესაია 28
17. დავდებ სამართალს ლარად და სიმართლეს - შვეულდ, და სეტყვა წარხოცავს სიცრუის თავშესაფარს და წყალი წაიღებს ტყუილის საფარველს.

ესაია 54
4. ნუ გეშინია, რადგან არ შერცხვები; ნუ დაიმალები, რადგან არ იქნები შეგინებული, რადგან დაივიწყებ ყრმობისდროინდელ სირცხვილს და შენი ქვრივობის მოყივნებას აღარ გაიხსენებ.

იოველი 2
26. ჭამეთ და დაძეხით და ადიდეთ უფლის, თქვენი ღვთის სახელი, რომელიც საკვირველად გექცევათ, და არ შერცხვება ჩემი ერი უკუნისამდე.

რომაელთა 9
33. როგორც წერია: „აჰა, დავდებ სიონში შებრკოლების ლოდს და საცთურის კლდეს, და არ შერცხვება მისი მორწმუნე“. 

რომაელთა 10
11. რადგანაც წერილი ამბობს: „არ შერცხვება არცერთი მისი მორწმუნე“.

გამოცხადება 3
18. გირჩევ იყიდო ჩემგან ცეცხლით გაწმენდილი ოქრო, რათა გამდიდრდე, და სპეტაკი სამოსი, რათა შეიმოსო და აღარ გამოჩნდეს შენი სიშიშვლის სირცხვილი, და საოლავი იცხო თვალზე, რათა იხილო.