ეკლესიის დალოცვა


საკვანძო მუხლები:

1პეტრე 1 : 2 ; 2პეტრე 1 : 2 ; 2იოანე 1 : 3 ; იუდა 1 : 2 ; რომაელთა 1 : 7 ; 1კორინთელთა 1 : 3 ; 1კორინთელთა 16 : 23 ; 2კორინთელთა 1 : 2 ; 2კორინთელთა 13 : 14 ; გალატელთა 1 : 3 ; გალატელთა 6 : 18 ; ეფესელთა 1 : 2 ; ეფესელთა 6 : 23 ; ფილიპელთა 1 : 2 ; ფილიპელთა 4 : 23 ; კოლასელთა 1 : 2 ; 1თესალონიკელთა 1 : 1 ; 1თესალონიკელთა 5 : 28 ; 2თესალონიკელთა 1 : 2 ; 2თესალონიკელთა 3 : 16 ; ფილიმონი 1 : 3 ; გამოცხადება 1 : გამოცხადება 22 : 21 ;
=3.18.2. ეკლესიის დალოცვა

1პეტ.1,2; 2პეტ.1,2; 2ინ.1,3 იუდ.1,2 რომ.1,[7]; 1კორ.1,3; 16,23; 2კორ.1,2; 13,14 გალ.1,3; 6,18 ეფ.1,2; 6,23.24 ფლპ.1,2; 4,23 კოლ.1,2; 1თეს.1,1; 5,28; 2თეს.1,2; 3,16.18; ფლმ.1,3.25 გმცხ.1,4; 22,21

ბიბლიის მუხლები

1პეტრე 1
2. უფლის წინასწარცოდნითა და სულის სიწმიდით მორჩილებისა და იესო ქრისტეს სისხლის პკურებისათვის რჩეულთ, - მადლი და მშვიდობა გიმრავლოთ!

2პეტრე 1
2. მადლი და მშვიდობა გიმრავლოთ ღვთისა და ჩვენი უფლის იესოს შემეცნების წყალობით.

2იოანე 1
3. მადლი, წყალობა, მშვიდობა ნუ მოგშლოდეთ მამა ღმერთისა და მისი ძის - იესო ქრისტესაგან, ჭეშმარიტებით და სიყვარულით.

იუდა 1
2. წყალობა, მშვიდობა და სიყვარული გიმრავლოთ.

რომაელთა 1
7. ყველას, ვინცა ხართ რომში, ღვთის საყვარელთ და წმიდა ხმობილთ: მადლი და მშვიდობა თქვენდა მამა ღმერთისა და უფალ იესო ქრისტესაგან.

1კორინთელთა 1
3. მადლი თქვენდა და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისა და უფალ იესო ქრისტეს მიერ.

1კორინთელთა 16
23. ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლი თქვენთან.

2კორინთელთა 1
2. მადლი თქვენდა და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისა და უფალ იესო ქრისტესაგან.

2კორინთელთა 13
14. მადლი ჩვენი უფლის იესო ქრისტესი, სიყვარული ღვთისა და ზიარება სული წმიდისა ყველა თქვენგანთან. ამინ.

გალატელთა 1
3. მადლი თქვენდა და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისა და უფალ იესო ქრისტესაგან,

გალატელთა 6
18. ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლი იყოს თქვენს სულთან, ძმანო. ამინ.

ეფესელთა 1
2. მადლი და მშვიდობა ჩვენი მამა ღმრთისა და უფალ იესო ქრისტესაგან.

ეფესელთა 6
23. მშვიდობა ძმებს და სიყვარული რწმენითურთ, მამა ღმერთისა და უფალ იესო ქრისტესაგან.
24. მადლი ყველას, ვისაც უცვლელი სიყვარულით უყვარს უფალი ჩვენი იესო ქრისტე. ამინ.

ფილიპელთა 1
2. მადლი თქვენდა და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისა და უფალ იესო ქრისტესაგან.

ფილიპელთა 4
23. ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლი ყველა თქვენგანის სულს. ამინ.

კოლოსელთა 1
2. კოლოსეში მყოფ წმიდათ და მორწმუნე ძმებს ქრისტეში: მადლი თქვენდა და მშვიდობა ჩვენი მამა ღმრთისაგან.

1თესალონიკელთა 1
1. პავლე, სილვანუსი და ტიმოთე - თესალონიკელთა ეკლესიას მამა ღმერთსა და უფალ იესო ქრისტეში: მადლი თქვენდა და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისა და უფალი იესო ქრისტესაგან.

1თესალონიკელთა 5
28. მადლი ჩვენი უფლის იესო ქრისტესი თქვენთან. ამინ.

2თესალონიკელთა 1
2. მადლი თქვენდა და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისა და უფალ იესო ქრისტესაგან.

2თესალონიკელთა 3
16. თვით მშვიდობის უფალმა მოგცეთ მშვიდობა ყველგან და ყოველთვის. უფალი იყოს ყველა თქვენგანთან.
18. ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლი ყველა თქვენგანთან. ამინ.

ფილიმონი 1
3. მადლი თქვენდა და მშვიდთბა ჩვენი მამა ღმერთისა და უფალ იესო ქრისტესაგან.
25. მადლი ჩვენი უფლის იესო ქრისტესი თქვენს სულს. ამინ.

გამოცხადება 1
4. იოანე ასიის შვიდ ეკლესიას: მადლი თქვენდა და მშვიდობა მისგან, რომელიც არის, იყო და იქნება, და შვიდი სულისაგან, რომელნიც არიან მისი ტახტის წინაშე,

გამოცხადება 22
21. ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს მადლი ყველა თქვენგანთან. ამინ.


3.18.2. Благословение церкви
1Пет.1,2; 2Пет.1,2; 2Ин.3 Иуд.2 Рим.1,[7]; 1Кор.1,3; 16,23; 2Кор.1,2; 13,33 Гал.1,3; 6,18 Еф.1,2; 6,23.24 флп.1,2; 4,23 Кол.1,2; 3,15; 1фес.1,1; 5,28; 2фес.1,2; 3,16.18; 1Тим.1,2; 2Тим.1,2; 4,22 Тит.1,4 флм.1,1.25 Отк.1,4; 22,21