ანგელოზები შექმნილი არიან უნაკლონი, წმიდანი

საკვანძო მუხლები:

დაბადება 1 : 31 ;
2. 5. 33. __

დაბ. 1,31 ეზ. 28,13.[14] მათ. 28,[3] მარ. 16,5 საქ. 1,10 გმცხ. 10,1; 18,1 

ბიბლიის მუხლები

დაბადება 1
31. დაინახა ღმერთმა ყოველივე, რაც გააჩინა, და აჰა, ძალიან კარგი იყო. იყო საღამო, იყო დილა - მეექვსე დღე.

ეზეკიელი 28
  • 13
    ედემში, ღმერთის ბაღში იმყოფებოდი, ყველა ძვირფასი ქვა გემოსა, წითელი ლალი, ტოპაზი და ალმასი, ქრიზოლითი, ონიქსი, იასპი, საფირონი, ზურმუხტი და ბივრილი; ოსტატურად გესხდა ოქროს ბუდეებში; შენი შექმნის დღეს გამზადდა.
  • 14
    მფარველ ქერუბად გცხე, ღვთის წმიდა მთაზე დაგადგინე; ცეცხლოვან ქვებს შორის დადიოდი.

მათე 28
3. სახე მისი იყო როგორც ელვა და სამოსი მისი - სპეტაკი, როგორც თოვლი.

მარკოზი 16
5. შევიდნენ სამარხში და იხილეს მარჯვნივ მჯდომარე ჭაბუკი, თეთრი სამოსით მოსილი, და შეკრთნენ. 

საქმენი მოციქულთა 1
10. და ვიდრე ისინი ცას შეჰყურებდნენ, მისი ამაღლებისას, აჰა, წარუდგა მათ ორი კაცი თეთრი სამოსით,

გამოცხადება 10
1. ვიხილე ზეცით ჩამომავალი სხვა ანგელოზი ძლიერი, რომელსაც ემოსა ღრუბელი; თავს ცისარტყელა ედგა და მისი სახე იყო როგორც მზე, ფეხები კი - როგორც ცეცხლის სვეტნი.

გამოცხადება 18
1. შემდგომ ამისა, ვიხილე ზეცით ჩამომავალი სხვა ანგელოზი, რომელსაც ჰქონდა დიდი ხელმწიფება, და განათდა დედამიწა მისი დიდებით.