ღმერთმა ყოველივე კეთილი შექმნა

საკვანძო მუხლები:

დაბადება 1 : 31 ; ფსალმუნები 18 : 2 ; ფსალმუნები 103 : 24 ;
2.2.57. __

დაბ.1,[31] ფს.18,2,, 103,24.31 სიბრ.1,14 ზირ.39,21,, 1ტიმ.4,4

ბიბლიის მუხლები

დაბადება 1
31. დაინახა ღმერთმა ყოველივე, რაც გააჩინა, და აჰა, ძალიან კარგი იყო. იყო საღამო, იყო დილა - მეექვსე დღე.

ფსალმუნი 18
2. ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას და მისთა ხელთა ნამოქმედარს გვამცნობს სამყარო.

ფსალმუნი 103
24. რაოდენ მრავალია საქმენი შენი, უფალო! ყოველივე სიბრძნით შეგიქმნია, სავსეა დედამიწა შენი მონაგარით.
31. იყოს დიდება უფლისა უკუნისამდე, იხარებდეს უფალი თავისი ნამოქმედარით.

სიბრძნე სოლომონისა 1
14. რადგან არსებობისთვის შექმნა ყოველივე და მაცოცხლებელია სამყაროს ყოველი ქმნილება; არ არის მათ შორის დამღუპველი წამალი და არც ჯოჯოხეთის სუფევაა დედამიწაზე.

ზირაქი 39
21. არ ეგების თქმა: ეს რა არის? ეს რისთვისაა? რადგან ყოველივე საჭიროებისამებრ შეიქმნა.

1ტიმოთე 4
4. რადგანაც კეთილია ღმერთის ყოველი ქმნილება და არ არის უარსაყოფი, თუკი მიიღება მადლიერებით,

__თემაზე წერდნენ__
*** 
ერთი და იმავე ყვავილისგან ფუტკარს თაფლი გამოაქვს და ბებერას შხამი. 
__ქართული ხალხური__