წვეული ბევრია, რჩეული კი - ცოტა

საკვანძო მუხლები:

მათე 7 : 13 ; მათე 19 : 30 ; მათე 20 : 16 ; მათე 22 : 14 ; მარკოზი 10 : 31 ; ლუკა 13 : 30 ; ლუკა 14 : 24 ; ლუკა 15 : 7 ; ლუკა 17 : 17 ;
2.13.3. წვეული ბევრია, რჩეული კი - ცოტა

მათ.7,13.14,, 19,30,, 20,[16],, 22,14 მარ.10,31 ლუკ.13,30,, 14,24,, 15,7,, 17,17.18

ბიბლიის მუხლები

მათე 7
13. შედით ვიწრო ბჭით, ვინაიდან ვრცელია ბჭე და ფართოა გზა, რომელსაც მივყავართ წარსაწყმედლად, და მრავალნი დადიან მასზე.
14. ვინაიდან ვიწროა ბჭე და ძნელია გზა, რომელსაც მივყავართ სიცოცხლისაკენ, და მცირედნი ჰპოვებენ მას.

მათე 19
30. მაგრამ მრავალი პირველი იქნება უკანასკნელი, და უკანასკნელი - პირველი.

მათე 20
16. ასე იქნებიან უკანასკნელნი - პირველნი, და პირველნი - უკანასკნელნი, ვინაიდან მრავალნი არიან ხმობილნი და მცირედნი - რჩეულნი. =2.13.3.

მათე 22
14. ვინაიდან მრავალნი არიან წვეულნი და მცირედნი - რჩეულნი.

მარკოზი 10
31. მაგრამ მრავალი პირველი იქნება უკანასკნელი, და მრავალი უკანასკნელი - პირველი.

ლუკა 13
30. და, აჰა, არიან უკანასკნელნი, რომელნიც იქნებიან პირველნი, და არიან პირველნი, რომელნიც იქნებიან უკანასკნელნი.

ლუკა 14
24. რადგანაც გეუბნებით: ვერცერთი იმ წვეულთაგანი ვერ იგემებს ჩემს სადილს.

ლუკა 15
7. გეუბნებით: ცაში უფრო დიდი სიხარული იქნება ერთი მონანიე ცოდვილის გამო, ვიდრე ოთხმოცდაცხრამეტი მართლისა, რომელთაც არ სჭირდებათ სინანული.

ლუკა 17
17. მიუგო იესომ და უთხრა: განა ათივე არ განიწმინდა? სადღა არიან ცხრანი?
18. არც ერთი არ მობრუნებულა ღმერთის სამადლობლად, ამ უცხო თესლის გარდა.