ღმერთმა შექმნა ცხოველთა სამყარო

საკვანძო მუხლები:

დაბადება 2 : 19 ; დაბადება 8 : 17 ; იობი 40 : 15 ; ფსალმუნები 148 : 10 ; დაბადება 1 : 24 ; დაბადება 6 : 20 ; დაბადება 7 : 14 ; იობი 12 : 10 ; იობი 38 : 39 ; იობი 39 : 1 ; ფსალმუნები 49 : 10 ; ფსალმუნები 103 : 21 ; ესაია 1 : 3 ; დაბადება 1 : 25 ;
2.2.5 ღმერთმა შექმნა ცხოველთა სამყარო

დაბ.1,[24.25] იობ.40,15.19 ზირ.16,30 ბარ.3,32; 3ეზრ.6,53

- ცხოველები ღმერთმა მიწისგან გამოსახა დაბ.2,19

- უფლისაა ყოველი ცხოველი ფს.49,10

- თითოეული მათგანი მის წინაშეა ფს.49,11

- ცხოველებისთვის სახელის შერქმევის ნება ღმერთმა მისცა ადამიანს დაბ.2,19.20

- ადამიანი უნდა ეპატრონოს ცხოველებს დაბ.1,28

- ყველა ცხოველს ღმერთმა მცენარეული მისცა საკვებად დაბ.1,30,,

- ღმერთის ხელშია ყოველი ცხოველის სამშვინველი იობ.12,10,, 40,15-24  ეს.1,[3]

- ღმერთი ზრუნავს ცხოველებზე დაბ.6,20; 7,14-16; 8,17.19 იობ.38,39.40; 39,1-6 ფს.103,21.22.27-29

ბიბლიის მუხლები

დაბადება 1
24. თქვა ღმერთმა: წარმოშვას მიწამ სულდგმული თავთავისი გვარისდა მიხედვით - პირუტყვი, ქვემძრომი და მიწის მხეცები თავ-თავისი გვარისდა მიხედვით. და იქმნა ასე.
25. გააჩინა ღმერთმა ნადირი თავ-თავისი გვარისდა მიხედვით, საქონელი თავ-თავისი გვარისდა მიხედვით და ქვემძრომი თავ-თავისი გვარისდა მიხედვით. დაინახა ღმერთმა, რომ კარგი იყო.
28. აკურთხა ღმერთმა ისინი და უთხრა: ინაყოფიერეთ და იმრავლეთ, აავსეთ დედამიწა, დაეუფლეთ მას, ეპატრონეთ ზღვაში თევზს, ცაში ფრინველს, ყოველ ცხოველს, რაც კი დედამიწაზე დახოხავს. 
30. მიწის ყველა მხეცს, ცის ყველა ფრინველს, ყველა ქვემძრომს, რასაც კი სიცოცხლის სული უდგას, მწვანე ბალახი ჰქონდეს საჭმელად. და იქმნა ასე.

დაბადება 2
19. გამოსახა უფალმა ღმერთმა მიწისაგან ველის ყველა ცხოველი და ცის ყველა ფრინველი და მიჰგვარა ადამს, რომ ენახა, რას დაარქმევდა. რომელ სულდგმულს რას დაარქმევდა ადამი, მისი სახელიც ის იქნებოდა.
20. დაარქვა ადამმა სახელი ყველა პირუტყვს, ცის ფრინველს და ველის ყველა ცხოველს. მაგრამ ადამს არ გამოუჩნდა შემწე, მისი შესაფერი.

დაბადება 6
20. ყოველი გვარის ფრინველი, ყოველი გვარის პირუტყვი, ყოველი გვარის ქვეწარმავალი, ყველა წყვილ-წყვილად შემოგყვეს კიდობანში, რათა გადარჩნენ.

დაბადება 7
14 ისინი და ყოველი ცხოველი თავისი გვარისამებრ, ყოველი პირუტყვი თავისი გვარისამებრ, ყოველი ქვეწარმავალი, რომელიც ქვემძრომობს მიწაზე, თავისი გვარისამებრ, და ყოველი ფრინველი თავისი გვარისამებრ, ყოველი ჩიტი, ყოველი ფრთოსანი.
15 და შევიდნენ ნოესთან კიდობანში ორ-ორი ყოველ ხორციელთაგან, რომელშიც იყო სული სიცოცხლისა.
16 და შემავალი მამალი და დედალი ყოველი ხორციელისაგან შევიდა, როგორც უბრძანა მას ღმერთმა. და დახშა უფალმა კიდობანი.

დაბადება 8
17. ყველა ცხოველი შენთან მყოფი, ყველა ხორციელი, ფრინველი, პირუტყვი, და ყველა ქვეწარმავალი, მიწაზე მძრომელი, გამოიყვანე შენთან ერთად; მოეფინონ ქვეყანას, ინაყოფიერონ და გამრავლდნენ ქვეყნად. 
19. ყოველი ცხოველი, ყოველი პირუტყვი, ყოველი ქვეწარმავალი, მიწაზე მძრომელი, ყოველი ფრინველი, თავ-თავისი გვარისდა მიხედვით გამოვიდა კიდობნიდან.

იობი 12
10. ვის ხელშიც არის ყოველი სულდგმულის სამშვინველი და მთელი კაცთა მოდგმის სული? 

იობი 38
39. ლომს შენ უნადირებ მსხვერპლს, შენ უკლავ შიმშილს ლომის ბოკვერებს,
40. როცა ბუნაგებში განაბულან, როცა წვანან თავიანთ საფარში?

იობი 39
1. თუ იცი ჯიხვთა დაბადების ჟამი? ფურირმის მყვირალობა თუ შეგინიშნავს?
2. თუ დაგითვლია მისი მაკეობის თვეები? ან თუ იცი ჟამი მოგებისა?
3. ჩაიმუხლებენ, გამოაგდებენ ნაშიერთ, უამდებათ შობის ტკივილები.
4. მაგრდებიან მათი შვილები, იზრდებიან ტრიალ მინდორზე, იფანტებიან და უკან აღარ უბრუნდებიან.
5. ვინ გაუშვა ნებაზე კანჯარი და ველურ ვირს საბელი ვინ გაუხსნა,
6. რომელსაც უდაბნო მივეცი სახლად და სამყოფლად - მლაშობი?

იობი 40
15. აჰა, ბეჰემოთი, შენთან ერთად რომ შევქმენი, ჭამს ხარივით ბალახს.
19. ის პირველია ღვთის ქმნილებებში, მხოლოდ მისი გამჩენი თუ დაჰკრავს მახვილს;

ფსალმუნი 49
10. რადგან ჩემია ტყის ყველა ცხოველი, პირუტყვი ათასობით მთებში.
11. ჩემთვის ცნობილია მთის ყველა ფრინველი და მინდვრის ცხოველები ჩემს წინაშე არიან.

ფსალმუნი 103
21. ბოკვერნი ლომისა ბრდღვინავენ ნადავლისათვის და მოითხოვენ ღმერთისაგან თავიანთ საჭმელს.
22. ამობრწყინდება მზე - შეგროვდებიან და თავიანთ ბუნაგებში დაწვებიან.
27. ყველა მათგანი შენგან მოელის საზრდოს მიცემას თავ-თავის დროზე.
28. მისცემ მათ - აიღებენ, გახსნი შენს ხელს - გაძღებიან სიკეთით.
29. დაფარავ შენს სახეს - შეძრწუნდებიან, სულს წაართმევ - დაიხოცებაან და თავიანთი მტვერს დაუბრუნდებიან.

ზირაქი 16
30. ყოველი ცხოველის სულმა დაფარა მისი პირი და მისკენ მიიქცევა ყოველივე. 

ესაია 1
3. ხარმა იცის თავისი მფლობელი და ვირმა თავისი პატრონის ბაგა, ისრაელმა კი არ იცის; ჩემს ერს არაფრის გაგება არა აქვს. 

ბარუქი 3
32. მაგრამ ყოვლის მცოდნემ იცის იგი, თავისი გონებით მოიპოვა მან, ვინც ქვეყნიერება განამზადა საუკუნოდ და აავსო იგი ოთხფეხა ცხოველებით,

3ეზრა 6
53. მეექვსე დღეს კი უბრძანე მიწას, შეექმნა შენს წინაშე საქონელი, ნადირი და ქვეწარმავალნი.