ნათლავდნენ წყლით იოანე, იესო, მოწაფეები


საკვანძო მუხლები:

მათე 28 : 19 ; მარკოზი 1 : 4 ; იოანე 3 : 22 ; იოანე 4 : 1 ; საქმენი მოციქულთა 8 : 38 ; 1კორინთელთა 1 : 16 ;
1.10.4. ნათლავდნენ წყლით იოანე, იესო, მოწაფეები

მათ.28,19 მარ.1,4 ინ.3,22.23.26,, 4,1.2,, საქ.8,38; 1კორ.1,16

ბიბლიის მუხლები

მათე 28
19. მაშ, წადით, დაიმოწაფეთ ყველა ხალხი და ნათელი ეცით მათ მამის და ძის და სული წმიდის სახელით;

მარკოზი 1
4. იყო იოანე უდაბნოში, ნათელს სცემდა და ქადაგებდა ნათლის ცემას სინანულისას ცოდვათა მისატევებლად.

იოანე 3
22. შემდგომ ამისა, იესო თავისი მოწაფეებითურთ მივიდა იუდეას მხარეში; იყო იქ და ნათელს სცემდა მათ.
23. იყო იოანეც და ნათელს სცემდა ენონში, სალემის მახლობლად, ვინაიდან ბევრი წყალი იყო იქ; მოდიოდნენ და ნათელს იღებდნენ მისგან.
26. მივიდნენ იოანესთან და უთხრეს: რაბი, ვინც შენთან იყო იორდანეს პირას და ვისთვისაც იმოწმე, აჰა, ნათელს სცემს და ყველანი მასთან მიდიან.

იოანე 4
1. ხოლო როცა უფალმა გაიგო, ფარისევლებმა შეიტყვეს, რომ იესო უფრო მეტ მოწაფეებს იძენს და ნათელს სცემს, ვიდრე იოანეო
2. (თუმცა თვით იესო როდი სცემდა ნათელს, არამედ მისი მოწაფეები). -

საქმენი მოციქულთა 8
38. და ბრძანა გაეჩერებინათ ეტლი: ორივენი ჩავიდნენ წყალში, ფილიპეც და საჭურისიც, და მონათლა იგი.

1კორინთელთა 1
16. მოვნათლე აგრეთვე სტეფანას სახლი; არ ვიცი, მათ გარდა თუ მოვნათლე ვინმე.