პეტრე მოციქული


საკვანძო მუხლები:

მათე 4 : 18 ; მათე 8 : 14 ; მათე 10 : 2 ; მათე 14 : 28 ; მათე 15 : 15 ; მათე 16 : 13 ; მათე 17 : 1 ; მათე 18 : 21 ; მათე 19 : 27 ; მათე 26 : 33 ; მათე 28 : 16 ; მარკოზი 1 : 16 ; მარკოზი 3 : 16 ; მარკოზი 5 : 37 ; მარკოზი 8 : 29 ; მარკოზი 9 : 2 ; მარკოზი 10 : 28 ; მარკოზი 11 : 21 ; მარკოზი 13 : 3 ; მარკოხი 14 : 29 ; მარკოზი 16 : 7 ; ლუკა 4 : 38 ; ლუკა 6 : 14 ; ლუკა 8 : 51 ; ლუკა 9 : 20 ; ლუკა 12 : 41 ; ლუკა 18 : 28 ; ლუკა 22 : 34 ; ლუკა 24 : 12 ; იოანე 1 : 40 ; იოანე 6 : 8 ; იოანე 13 : 6 ; იოანე 18 : 10 ; იოანე 20 : 1 ; იოანე 21 : 1 ; საქმენი მოციქულთა 1 : 12 ; საქმენი მოციქულთა 2 : 37 ; საქმენი მოციქულთა 3 : 1 ; საქმენი მოციქულთა 4 : 8 ; საქმენი მოციქულთა 5 : 3 ; საქმენი მოციქულთა 8 : 14 ; საქმენი მოციქულთა 9 : 26 ; საქმენი მოციქულთა 10 : 5 ; საქმენი მოციქულთა 11 : 1 ; საქმენი მოციქულთა 12 : 3 ; საქმენი მოციქულთა 15 : 7 ; 1პეტრე 1 : 1 ; 1პეტრე 5 : 13 ; 1პეტრე 1 : 1 ; 1პეტრე 5 : 13 ; 2პეტრე 1 : 1 ; 2პეტრე 3 : 15 ; 1კორინთელთა 9 : 5 ; გალატელთა 1 : 17 ; გალატელთა 2 : 7 ; ლუკა 5 : 8 ;
1.8.56. პეტრე მოციქული

(ბერძ. კლდე, ებრ. კეფა)

ცხოვრება მოწოდებამდე:
- ერქვა სიმონი, გალილეის ზღვაზე მებადურობდა თავის ძმა ანდრიასთან ერთად მათ.4,18 მარ.3,16 ლუკ.6,14 ინ.1,40; 6,8
- იოანეს ძე მათ.16,17 ინ.21,15
- წარმოშობით ბეთსაიდელი ინ.1,44
- სახლობდა კაპერნაუმში მათ.17,24
- დაქორწინებული კაცი. გადმოცემით მისი ცოლი იყო ბარნაბას ძმის ასული და ჰყავდა ქალ-ვაჟი. მისი ძეს ერქვა მარკოზი (სხვა განმარტებით მარკოზ მახარებელზე ამბობს პეტრე, როგორც სულიერ შვილზე). იესომ განკურნა პეტრეს სიდედრი მათ.8,14 მარ.1,30; ლუკ.4,38; 1პეტ.5,13; 1კორ.9,5
- არც ისე განათლებული საქ.4,13

მოწოდებიდან ორმოცდაათობის დღემდე:
- მიიყვანა ქრისტესთან ანდრიამ ინ.1,40-42
- მოუწოდა ქრისტემ მარ.1,16-18
- ქრისტე მასთან პირველი შეხვედრისას ახდენს სასწაულს, აჭერინებს ბევრ თევზს ლუკ.5,8
- აირჩია მოციქულად მათ.10,2
- უწოდა პეტრე (კეფა) ინ.1,42
- გაიარა წყალზე მათ.14,28.29
- ქრისტეს ხშირად უსვამდა მნიშვნელოვან კითხვებს, იყო აქტიური მოწაფე მათ.15,15; 18,21; 19,27 მარ.10,28; 11,21; 13,3 ლუკ.12,41; 18,28 ინ.13,24; 21,20.21
- აღიარებს ქრისტეს ღვთაებრიობას მათ.16,13-19 მარ.8,29 ლუკ.9,20 ინ.6,68
- რწმენის კლდედ აღიარებს უფალი და მის პიროვნებაზე კი არ ააშენებს უძლეველ ეკლესიას, არამედ მასზე, ვინც მტკიცედ სწამს პეტრეს მათ.16,18
- ამხილა ქრისტემ მათ.16,21-23 მარ.8,32.33
- შეესწრო ფერისცვალებას მათ.17,1-4 მარ.9,2-5 ლუკ.9,28-38
- გადაიხადა იესოს რჩევით დიდრაქმა მათ.17,24
- შეესწრო წინამძღვრის ასულის აღდგომას მარ.5,37 ლუკ.8,51
- შეეწინააღმდეგა ქრისტეს ფეხების დაბანისას ინ.13,6-10
- იყო გეთსიმანიის ბაღში მათ.26,37.40 მარ.14,33.37
- მახვილით მღვდელმთავრის მონას ყური ჩამოათალა ინ.18,10.11
- ერთგულებას პირდება იესოს, მაგრამ უარყო იგი სამჯერ მათ.26,33.35.58.69.73.75 მარ.14,29.54.66-68.70-72 ლუკ.22,34.54.55.58.60.61 ინ.13,36-38; 18,15-18.25-27
- მწარედ ატირდა მათ.26,75
- აღმდგარი ქრისტე უბარებს შეხვდება გალილეისკენ მარ.16,7
- გაიქცა ქრისტეს სამარხისკენ ინ.20,1-8
- შევიდა ცარიელ სამარხში ლუკ.24,12 ინ.20,2-6
- იყო დეპრესიაში ინ.21,2.3
- დაუბრუნდა თევზის ჭერას ინ.21,1-14
- მოდის მასთან აღმდგარი უფალი. პეტრე შიშველი იყო და რომ გაიგო უფალიაო, წყალში გადახტა ინ.21,7
- უფალმა მეორედ დააჭერინა უამრავი თევზი ინ.21,11
- უფალი ავალებს: "აძოვე ჩემი კრავები" ინ.21,15-17
- იხილა ქრისტეს ამაღლება მათ.28,16-20
- სხვებთან ერთად ელოდება იერუსალიმში აღთქმულ სული წმიდას საქ.1,12-14
- თავკაცობს მოწაფეთა ჯგუფს საქ.1,15-26

ორმოცდაათობის დღის შემდეგ:
- განმარტა სული წმიდის გადმოსვლა ორმოცდაათობის დღეს საქ.2,37-41
- განკურნა კოჭლი საქ.3,1-11
- აღივსო სულიწმიდით საქ.4,8
- გაბედული საქ.4,13
- არ ემორჩილება აკრძალვას იქადაგოს სიტყვა საქ.4,19; 5,29
- ანანიას და საფირას განკითხვა საქ.5,3.8.9
- ავადმყოფებს ქუჩაში აწვენდნენ, რომ ჩავლილი პეტრეს ჩრდილი მაინც დაფენოდათ საქ.5,15
- იოანესთან ერთად მიდის მოქცეულ სამარიაში საქ.8,14
- ბარიესოს განკითხვა საქ.8,20
- შეხვდა პავლეს საქ.9,26 გალ.1,17.18
- ჩავიდა ლიდაში მცხოვრებ წმიდებთან საქ.9,32
- ენეასის განკურნება საქ.9,34
- ჩავიდა იაფოში საქ.9,38; 10,5
- ტაბითას აღდგინება საქ.9,39.40
- ლოცვა ერდოზე, ჩვენების მიღება, სახარების ქადაგება წარმართებისთვის და საყვედური წინადაცვეთილი ძმებისგან საქ.10,9.13.14.17-19.21.25-46; 11,1-18
- პეტრეს დაპატიმრება და განთავისუფლება საქ.12,3-16
- ქადაგება იერუსალიმის საბჭოში საქ.15,7-14
- დაწერა ორი წერილი 1პეტ.1,1; 2პეტ.1,1
- აქებდა პავლეს წერილებს 2პეტ.3,15.16
- ახარებდა წინადაცვეთილებს გალ.2,7.8
- ამხილა პავლემ არათანმიმდევრულობაში გალ.2,14

მისი ცხოვრების შეჯერება ორმოცდაათობამდე და მის შემდეგ:
- თავდაუჯერებელი იქცა მტკიცედ მათ.14,28-31
- ადამიანურად განმსჯელი იქცა სული წმიდისგან მართულად მათ.16,22
- თავის მაქებარი იკვეხნის უკვე ქრისტეთი მათ.26,33.34
- მძინარა იქცა ფხიზლად მათ.26,40
- მშიშარა იქცა გაბედულად მათ.26,58.69-74
- იმპულსური იქცა თავდაჭერილად ინ.18,10
- ეჭვიანი იქცა მიმნდობად ინ.21,21.22

მისი გამორჩეულობა:
- ერთადერთი მოწაფეა, რომელსაც ქრისტე ხშირად ესაუბრება და აძლევს მითითებებს მათ.17,24-27
- სცდის, ამოწმებს, აძლევს დავალებებს ინ.21,15-17
- უწინასწარმეტყველებს როგორი სიკვდილით განადიდებს ის ღმერთს ინ.21,18.19

__პეტრეს შემდგომი ცხოვრება__
(ის, რაც წმ. წერილში არ დაიწერა და მხოლოდ ეკლესიის გადმოცემამ შემოინახა)

__პეტრეს ცხოვრება__
აღწერილი სვიმეონ მეტაფრასის მიერ

პირველი მისიონერული მოგზაურობა

იერუსალიმიდან წმინდა პეტრე სტრატონიის ქალაქ კესარიაში მივიდა, სადაც თავის მხლებელ ხუცესთაგან ერთ-ერთი ეპისკოპოსად დაუდგინა იქაურ ქრისტიანებს, ხოლო მას შემდეგ, რაც ფინიკიის ქალქ სიდონში მრავალი სნეული განკურნა და ეპისკოპოსიც დაადგინა, პეტრე მოციქული ქალაქ ბერიტში ჩავიდა და აქაც დაასხა ხელი ღირსეულ კაცს. შემდეგ ფინიკიის ქალაქ ბიბლოსში ქადაგებდა ღვთის სიტყვას, იქიდან კი იმავე მხარის ქალაქ ტრიპოლიში ჩავიდა, სადაც ერთი გონიერი მორწმუნის - მარსონეს სახლში მკვიდრობდა, რომელსაც ასევე დაასხა ხელი და ეპისკოპოსად დაუდგინა იქაურ ხალხს. ტრიპოლიდან პეტრე მოციქული ორთოსიაში ჩავიდა, შემდეგ კი კუნძული არადოსი, ქალაქი ვალანეა, პონტო და ლაოდიკია მოვლო სახარების ქადაგებით, სადაც დაადგინა ეპისკოპოსად ღირსეული ადამიანი. ლაოდიკიიდან სირიის ქალაქ ანტიოქიაში ჩავიდა, სადაც სიმონ მოგვი ემალებოდა რომაელ მხედრებს, რომელთაც იმპერატორ კლავიდიუსისაგან მისი შეპყრობა და რომში ჩაყვანა ჰქონდათ ნაბრძანები. პეტრე მოციქულის ჩასვლისთანავე სიმონ მოგვი იუდეაში გაიქცა. აქ პეტრე მოციქულმა რამდენიმე კაცს ეპისკოპოსად დაასხა ხელი: მარკიანეს - სიცილიის ქალაქ სირაკუზასთვის და პანკრატეს - ქალაქ ტავრომენიისათვის. ანტიოქიიდან წმინდა პეტრე მოციქული კაბადოკიის ქალაქ ტინიანში ჩავიდა, აქედან კი გალატიის ქალაქ ანკვირს ეწვია. ანკვირში მან დააფუძნა ეკლესია და დაადგინა ეპისკოპოსი და გაემართა პონტოს სინოპში, იქიდან კი ამავე მხარის შუაგულში მდებარე ქალაქ ამასიაში ქადაგებდა ღვთის სიტყვას. შემდეგ მოიარა მცირეაზიის სხვა ქალაქებიც: განგრა, ჰონორიადა, ნიკომედია და ბოლოს ქალაქ ნიკეაში გაჩერდა. აქ მან დააფუძნა ეკლესია და გაემართა იერუსალიმისაკენ. გზად გაიარა: პისიუსტი, კაბადოკია, სირია, ანტიოქია და ბოლოს ჩავიდა იერუსალიმში სადაც შეხვდა წმინდა პავლეს.

მეორე მისიონერული მოგზაურობა

დღესასწაულების შემდეგ პეტრე კვლავ ბრუნდება ანტიოქიაში სადაც ევოდი დაადგინა ეპისკოპოსად. შემდეგ ფრიგიის ქალაქ სინადში ქადაგებდა ღვთის სიტყვას, აქედან კი ნიკომედიაში ჩავიდა, სადაც ეპისკოპოსად წმინდა პროხორეს დაასხა ხელი. ჰელესპონტის ქალაქ ილონში ჩასულმა პეტრე მოციქულმა ეპისკოპოსად კორნილიოს ასისთავი დაადგინა და შემდეგ კვლავ იერუსალიმში დაბრუნდა, სადაც მას თვით უფალი იესო ქრისტე გამოეცხადა და უთხრა:
„აღდეგ , პეტრე და დასავლეთს წადი! იმის დროც დადგა რომ იგიც განათლდეს შენი ქადაგებით. მე კი შენთან ვიქნები და შეგეწევი!“

მესამე მისიონერული მოგზაურობა

იმ დროისათვის რომაელებს შეეპყროთ სიმონ მოგვი, რომელიც დასასჯელად რომში ჩაიყვანეს. რომში მან თავისი გრძნეულებით მრავალი ხალხი მოხიბლა და იმის მაგივრად რომ დაესაჯათ ღმერთადაც კი აღიარებდნენ მას. თავისი ხილვის შემდეგ პეტრე მოციქული ადგა და რომისაკენ გაემართა. გაემართა ჯერ ანტიოქიაში სადაც წმინდა პავლე მოინახულა, სადაც ტარსის ეპისკოპოსად დაასხა ხელი ურბანს; ადრიატიის ქალაქ ლევკიის ეპისკოპოსად ეპაფროდიტეს; აპელიოსს, პოლიკარპე სმირნელის ძმას - სმირნის ეპისკოპოსად; ფიგელაოსს კი ეფესოს ეპისკოპოსად. მოგვიანებით ფიგელაოსი განდრკა სარწმუნოებისაგან და სიმონ მოგვს თანაეზიარა. ანტიოქიიდან პეტრე მოციქული მაკედონიაში ჩავიდა, სადაც ასევე დაასხა ხელი ოლიმპს - ფილიპელთა ეპისკოპოსად, იასონს - თესალონიკელ ეპისკოპოსად, სილა - კორინთელთა ეპისკოპოსად, იროდიონი - პატრიას ეპისკოპოსად. შემდგომ სიცილიისკენ ხომალდით გაეშურა და ქალაქ ტავრომენიაში ვინმე მაქსიმეს დაასხა ხელი ეპისკოპოსად, იქიდან კი რომში ჩავიდა.

დაპირისპირება სიმონ მოგვთან

რომში ჩასულმა მოციქულმა დაიწყო ქრისტიანობის გავრცელება რომლის შემხედვარე სიმონ მოგვი შურით აივსო და მის წინააღმდეგ გამოემართა. არაერთხელ ეცადა სიმონ მოგვი პეტრე მოციქულის ჩამოშორებას, ხან სიტყვით, ხან ცრუ-სასწაულებით, მაგრამ ვერაფერს გახდა. რომში მცხოვრები ხალხი რომელიც დაბრმავებული იყო სიმონ მოგვის სასწაულთმოქმედებით გვერდს ვერ უვლიდა პეტრე მოციქულის პიროვნებას და მის სულიერ უპირატესობას. ერთხელაც როდესაც პეტრე მოციქული მიხვდა რომ შორიდან პაექრობით არაფერი გამოვიდოდა გადაწყვიტა სახლში ხლებოდა სიმონ მოგვს. სახლთან მას მრავალი ადამიანი დახვდა, რომლებმაც გზა გადაუღობეს და უთხრეს, რომ გასცლოდა სიმონ მოგვის სახლს თორემ სახლის დარაჯი აუცილებლად მოკლავდა, თუკი მას ბოროტი განზრახვა ექნებოდა და მიუთითეს დიდ შავ ძაღლზე. პეტრე მოციქული მიუბრუნდა ძაღლს და უთხრა: წადი და გადაეცი სიმონს: პეტრეა მოსული, ქრისტეს მოციქული, და შენთან შემოსვლა სურსო! მართალც ძაღლი შევიდა სახლში და ყველას გასაგონად ადამიანური ხმით მოახსენა მოციქულის მისვლის შესახებ. ყველა განცვიფრდა მითუმეტეს მას შემდეგ როდესაც სიმონმა ძაღლი გამოუშვა და დააბარა შემოვიდეს პეტრეო. პეტრეს სახლში შესვლისთანავე სიმონმა მრავალი ჯადოქრული ფანდი გამოიყენა თუმცა პეტრე მოციქულმა ყველა მათგანს სძლია. მიუხედავად ამისა სიმონი მაინც განაგრძობდა მისნობას. ერთხელაც რომში ერთ კეთილშობილ ქვრივ დედაკაცს შვილი გარდაეცვალა, მრავალი მოდიოდა მის სანუგეშოდ. მათგან ზოგი პეტრესთან და ზოგი კი სიმონთან მისვლას ურჩევდა. ჭაბუკის დასაფლავების დროს უამრავი ხალხი შეიკრიბა რათა საბოლოოდ დარწმუნებულიყვნენ თუ ვისი მოძღვრება ეღიარებინათ. თავდაპირველად სიმონ მოგვი ადგა და თქვა თუ მე გავაცოცხლებ მიცვალებულს მაშინ პეტრე უნდა მოკლათო, რაზეც ხალხი დათანხმდა. სიმონმა თავისი გრძნეულებით მხოლოდ ის შესძლო რომ მიცვალებულმა თავი გააქნია, რაზე გახელებული ხალხი ეცა პეტრე მოციქულს მოსაკლავად. წმინდა პეტრემ თქვა მოიცადეთ, თუ ცოცხალია ადგეს და გაიაროსო. მიცვალებულმა არ გაიარა რაზეც ხალხმა სიმონი დაიჭირა და მოსაკლავად მოამზადა. მაშინ ადგა პეტრე მოციქული აღაპყრო მაღლა ხელები და თქვა: ჭაბუკო აღდეგ! შენ განგკურნავს და მკვდრეთით აღგადგინებს უფალი ჩემი იესო ქრისტე! ჭაბუკი უმალ ადგა და ჩაუვარდა პეტრე მოციქულს ფეხებში. ამის შემდეგ ხალხმა იწამა ჭეშმარიტი ღმერთი და ქალაქიდან გააძევა სიმონი. ასე გრძელდებოდა ვიდრე იმპერატორ კლავდიუსის მემკვიდრე - ნერონი არ ავიდა ტახტზე. ნერონმა რომელსაც დადებითი წარმოდგენა შეუქმნეს სიმონ მოგვზე დააბრუნა იგი ქალაქში. სიმონი არც ახლა ისვენებდა, მრავალი ფუჭი სასწაული მოახდინა რომლებიც წმინდა პეტრემ ამხილა და გამოაშკარავა და ბოლოს როდესაც სიმონი ვეღარაფერს გახდა გადაწყვიტა ისეთი სასწაული მოეხდინა რომ საბოლოოდ დაეპყრო ხალხის გულები. გამოაცხადა რომ ზეცად უნდა ამაღლებულიყო, ამისათვის სიმონი ავიდა ყველაზე მაღალ შენობაზე, გაიკეთა დაფნის გვირგვინი და იქიდან ეშმაკების ძალით დაიწყო ფრენა. ამის შემხედვარე მოციქულმა პეტრემ გულმხურვალეთ ილოცა და მაღლა აფრენილ სიმონს გამოაცალა ეშმაკებზე დასაყრდენი ძალა. სიმონ მოგვი ტყვიასავით გამოექანა და დაებერტყა მიწაზე, მას დიდხანს არ უცოცხლია მეორე დღეს ტანჯვით ამოხდა სული.

ამის შემდეგ პეტრე მოციქულმა დამოძღვრა და გააძლიერა მორწმუნეები რწმენაში და ესპანეთში გაეშურა ეპისკოპოსად კი ლინე აკურთხა. ესპანეთში იქაური იბერიის უძველეს ქალაქ ტარაკონში ჩავიდა, სადაც ეპისკოპოსად ეპაფროდიტე (არა 70 მოციქულთაგანი) დაადგინა. შემდეგ სირმიანში ქადაგებდა სადაც ეპისკოპოსად ეფენეტე დაადგინა. შემდეგ გასცურა აფრიკისკენ და ჩავიდა კართაგენში სადაც ეპისკოპოსად კრისკენტი აკურთხა. შემდეგ ეგვიპტეს მიაშურა და აკურთხა ეპისკოპოსად: შვიდკარიბჭოვან თებეში - რუფე, ალექსანდრიაში - მარკოზ მახარებელი და დაბრუნდა იერუსალიმში ღვთისმშობლის მიძინებასთან დაკავშირებით.

მეოთხე მისიონერული მოგზაურობა

იერუსალიმიდან პეტრე მოციქული ეგვიპტისაკენ გაემართა, მოვლო აფრიკა და ისევ რომში ჩავიდა, საიდანაც მედიოლანში გადავიდა, შემდეგ ფოტიკინში. წმინდა პეტრემ იქადაგა ასევე ბრიტანეთშიც სადაც არაერთი წელი დაჰყო, აქაც დააარსა ეკლესია და მოღვაწეობდა ვიდრე არ გამოეცხადა ანგელოზი და უთხრა:
„პეტრე! მოახლოვდა ამა ქვეყნიდან შენი განსვლის დღეც! შენ რომს უნდა ჩახვიდე, სადაც ჯვარზე სიკვდილს დაითმენ და ღირსეულ საზღაურს მიიღებ უფალ იესო ქრისტესაგან!“
ნერონის ზეობის მეთორმეტე წელს იგი რომში ჩამოვიდა და ეპისკოპოსად კლიმენტი დაადგინა.

მოწამეობრივი აღსასრული

იმ დროს ნერონი დიდების ზენიტში იმყოფებოდა, მას ჰყავდა მრავალი ხარჭა, რომელთა შორის გამოირჩეოდა ორი, თავისი მშვენიერებით და გონიერებით. მათ მიიღეს პეტრე მოციქულის სიტყვები და მოინათლნენ, ჩაიკეტნენ და დაიწყეს ღირსეული ცხოვრება. ნერონმა გაიგო რა ამის შესახებ დაიწყო დევნა ქრისტიენების, მათ შორის პეტრე მოციქულს სდევნიდა განსაკუთრებით. წმინდა პეტრე მოციქულს მისმა გარემოცვამ ურჩია რომ გასცლოდა რომს რათა არიდებოდა ნერონის მრისხანება რაზეც იგი მტკიცედ უარობდა თუმცა ბოლოს სრულიად ეკლესიის თხოვნით მოუწია რომის დატოვება ღამით, მაშინ როდესაც ქალაქის გალავანს მიუახლოვდა და უნდა გასულიყო კარიბჭეში შეეგება მაცხოვარი. მოციქული ფეხებში ჩაუვარდა და უთხრა:
„- ვიდრე ხვალ, უფალო?
- რომს მივალ, რათა კვლავ ჯვარს ვეცვა!
- მიუგო უფალმა და უხილავი შეიქმნა.“
ამ შეხვედრამ კარდინალურად შეცვალა პეტრე მოციქულის აზრები და ქრისტესთვის საწამებლად კვლავ შებრუნდა ქალაქში, სადაც ის შეიპყრეს. მის გვერდით ასევე აღმოჩნდენ კლიმენტი, იროდიონი, ოლიმპი და სხვა მარავალნი. რომაელმა მსაჯულმა კლიმენტი - გაათავისუფლა როგორც ხელმწიფის ნათესავი, წმინდა პეტრეს, როგორც არარომაელს, ჯვარზე სიკვდილი მიესაჯა, ხოლო ყველა დანარჩენს კი მახვილით თავისმოკვეთა. პეტრე მოციქულმა ღირსად არ მიიჩნია თავი, რომ უფლის მსგავსად ჯვარცმულიყო და ითხოვა თავდაყირა გაეკრათ. მოწამეობრივად აღსრულებული პეტრე მოციქულის ცხედარი ეპისკოპოსმა კლიმენტიმ გამოსთხოვა რომაელ მეომრებს, ჯვრიდან გარდამოხსნა და სხვა წამებულ ქრისტიანებთან ერთად დიდი პატივით მიაბარა მიწას.

ასე აღესრულა ქრისტეს მოციქულთა თავი წმინდა პეტრე, †67 წლის 29 ივნისს

--------------------
(ფრაგმენტი სხვა წყაროდან)
ქრისტიანობის ქადაგებისათვის წმიდა მოციქული პეტრე შეიპყრეს და ჯვარზე გაკვრა გადაუწყვიტეს, რადგან ჯვარცმა ყველაზე საშინელ და სამარცხვინო სასჯელად ითვლებოდა. პეტრემ ასე შეჰღაღადა ჯვარს: „ჯვარო საშიშო და საშინელო ქრისტეს ჯვარცმამდე, ახლა კი სასურველო ქრისტიანეთათვის, ვითარმედ ჯვრიდან მოგვეცა ხსნა. მიმიღე მეც შენთან!“ პეტრემ მოითხოვა, რომ თავდაღმა გაეკრათ ჯვარზე, რადგან თავი უღირსად ჩათვალა, ისე გაეკრათ, როგორც მაცხოვარი.

სამი დღე და ღამე იყო გაკრული ჯვარზე და სამი დღე და ღამე ქადაგებდა ქრისტეს სახარებას. მოხდა საშინელი მიწისძვრა და რომის მაცხოვრებლებმა იმპერატორ ნერონს სთხოვეს ჩამოეხსნათ ჯვრიდან წმიდა პეტრე. ნერონსაც შეეშინდა, და გადაწყვიტა ჩამოეხსნათ, მაგრამ წმიდა პეტრემ შესთხოვა უფალს, რომ მისი სული სწორედ ჯვრიდან წაეღო. უფალმა ისმინა მისი: სქელი ღრუბელი შემოეკრა ჯვარს და არავინ მიუშვა მასთან, ხოლო როცა ღრუბელი გაიფანტა, პეტრე უკვე აღსრულებული იყო. ეს მოხდა 57 წლის 29 ივნისს (ახ. სტილით 12 ივლისს