ღმერთი უფლობს წყლის სტიქიაზე


საკვანძო მუხლები:

დაბადება 1 : 6 ; დაბადება 2 : 5 ; დაბადება 7 : 11 ; დაბადება 8 : 1 ; გამოსვლა 15 : 8 ; იობი 26 : 8 ; იობი 37 : 6 ; იობი 38 : 8 ; ფსალმუნები 32 : 7 ; ფსალმუნები 76 : 20 ; ფსალმუნები 94 : 5 ; ფსალმუნები 103 : 3 ; ფსალმუნები 113 : 3 ; ფსალმუნები 135 : 6 ; იგავნი 8 : 29 ; ეკლესიასტე 1 : 7 ; იერემია 5 : 22 ; იერემია 10 : 13 ; ამოსი 5 : 8 ; აბაკუმი 3 : 10 ; მათე 8 : 26 ; კოლასელთა 3 : 5 ; 3ეზრა 6 : 1 ;
2.2.39. ღმერთი უფლობს წყლის სტიქიაზე

- წყლის, მყარის, ზღვისა და ხმელეთის შექმნა დაბ.1,[6-10] ფს.32,7; 94,5; 103,3.6.10; 135,6 იგ.8,29 ეკლ.1,7 იერ.5,22

- პირველად, ვიდრე წარღვნამდე წვიმები არ მოდიოდა მიწაზე, მიწიდან ადენილი ორთქლი, ნამი რწყავდა დაბ.2,5.6; 7,11

- ღმერთი მართავს წყლის სტიქიას და ისიც მორჩილებს დაბ.8,1.2 გამ.15,8 იობ.26,8.12; 37,6; 38,8-11.25-28 ფს.76,19; 113,3 იერ.10,13 ამ.5,8 აბაკ.3,10; 3ეზრ.6,48 მათ.8,26.27

ბიბლიის მუხლები

დაბადება 1
6. თქვა ღმერთმა: იყოს წყალთა შორის მყარი და გაჰყაროს წყლები.
7. გააჩინა ღმერთმა მყარი და გაჰყარა ერთმანეთისგან წყალი, რომელიც არის მყარს ქვემოთ, და წყალი, რომელიც არის მყარს ზემოთ. და იქმნა ასე.
8. მყარს ღმერთმა უწოდა ცა. იყო საღამო, იყო დილა - მეორე დღე.
9. თქვა ღმერთმა: შეგროვდეს ერთგან ცისქვეშეთის წყალი და გამოჩნდეს ხმელეთი. და იქმნა ასე.
10. ხმელეთს ღმერთმა უწოდა მიწა და შეგროვილ წყალს უწოდა ზღვა. დაინახა ღმერთმა, რომ კარგი იყო.

დაბადება 2
5. ჯერ კიდევ მინდვრის ბუჩქიც არ იყო დედამიწაზე, ერთი ღერი ბალახიც არ იყო აღმოცენებული, რადგან არ უწვიმებია უფალ ღმერთს დედამიწაზე და კაცი (ადამი) არ იყო, რომ მიწა დაემუშავებინა.
6. ორთქლი ადიოდა მიწიდან და რწყავდა მიწის პირს.

დაბადება 7
11. ნოეს ცხოვრების მეექვსასე წელს, მეორე თვეს, თვის მეჩვიდმეტე დღეს, - ამ დღეს მოსკდნენ დიდი უფსკრულის წყაროები და გაიხსნენ ცათა სარკმელები.

დაბადება 8
1. გაიხსენა ღმერთმა ნოე და ყოველი ცხოველი, ყოველი პირუტყვი, მასთან ერთად რომ იყო კიდობანში; და მოავლინა ღმერთმა ქვეყნად ქარი და დაყუდდა წყალი.
2. დაიგმანენ უფსკრულის წყაროები და ცათა სარკმელები, და შეწყდა წვიმა.

გამოსვლა 15
8. შენი ნესტოების ქარით აზვირთდნენ წყლები, კედლად აღიმართნენ ზვირთები, შენივთდა მორევი შუაგულ ზღვაში.

იობი 26
8. ღრუბლებში შეანივთა წყალი და ფსკერი არ ერღვევა მათ ქვეშ ღრუბელს;
12. თავისი ძალით დააცხრო ზღვა და თავისი გამჭრიახობით მოკლა გველეშაპი;

იობი 37
6. რადგან თოვლს ეუბნება: დაეფინე მიწას! წვიმის თავსხმას და თავისი წვიმების თქეშს: გაძლიერდი!

იობი 38
8. ვინ ჩაუკეტა ზღვას კარიბჭენი, როცა საშოდან ამოხეთქა,
9. როცა ნისლი მივეცი სამოსელად და წყვდიადი - სახვევებად,
10. როცა დავუდგინე ჩემი წესი და დავუტანე ურდული და კარიბჭენი -
11. და ვთქვი, აქამდე მოდი, იქით აღარ, აქ შეწყდეს შენი ტალღების აზვირთება-მეთქი?
25. ვინ გაუხსნა ნიაღვარს სადინარი და გზა - ჭექა-ქუხილს,
26. რომ აწვიმოს უკაცრიელ მიწაზე, უდაბნოში, სადაც ადამიანი არ ჭაჭანებს,
27. რომ მორწყას უდაბური ხრიოკები და აღმოაცენოს მწვანე ბალახი?
28. თუ ჰყავს წვიმას მამა ან ვინ დაბადა ნამის წვეთები?

ფსალმუნი 32
7. შეკრიბა, ვითარცა ტიკში, წყლები ზღვისანი, საცავებში მოათავსა უფსკრულები.

ფსალმუნი 76
19. ზღვაშია შენი გზა და შენი ბილიკი - დიდ მდინარეებში, და შენი კვალი არ არის ცნობილი.

ფსალმუნი 94
5. რადგან მისია ზღვა - მან შეჰქმნა იგი და ხმელეთი მის ხელთა ქმნილებაა.

ფსალმუნი 103
3. წყლებზე ააგო ზესართულები, მისი ღრუბლები გაიხადა ეტლად თავისთვის, მიმოდიოდა ქარის ფრთებზე.
6. უფსკრულით, როგორც სამოსელით, დაფარე იგი; მთებზე დგას წყლები.
10. გაუშვი წყაროები ხევებში, რომ მთებს შორის იდინონ.

ფსალმუნი 113
3. ზღვამ დაინახა და გაიქცა, იორდანე უკან გაბრუნდა.

ფსალმუნი 135
6. დედამიწის განმვრცობი წყლებზე, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.

იგავნი 8
29. როდესაც ზღვას წესს უდგენდა, რომ წყალი ნაპირებიდან არ გადმოსულიყო, როდესაც ქვეყანას საფუძველს უყრიდა,

ეკლესიასტე 1
7. ყველა მდინარე ზღვებისაკენ მიედინება, ზღვა კი მაინც არ აღივსება; მდინარენი საითკენაც მიედინებოდნენ, კვლავაც იქითკენ მიედინებიან.

იერემია 5
22. არ გეშინიათ ჩემი? ამბობს უფალი. როგორ არ კანკალებთ ჩემს წინშე, რომელმაც ქვიშა დავდევი ზღვის სამნად, სამარადისო საზღვრად, რომ მის იქით, ვერ გადავიდეს; ღელდება და ვერ ძლევს, ბობოქრობენ ტალღები და მის იქით ვერ გადადიან.

იერემია 10
13. მის ხმაზე ხმაურობს წყლები ცაში, ის კრებს ღრუბლებს ქვეყნის კიდეებიდან, ის წარმოშობს საწვიმრად ჭექა-ქუხილს, აგზავნის ქარს თავისი საგანძურებიდან.

ამოსი 5
8. რომელმაც შექმნა ხომლი და ორიონი, რომელიც წყვდიადს დილად გადააქცევს და დღეს ღამესავით აბნელებს, რომელიც უხმობს ზღვის წყლებს და მიწის პირზე მოაქცევს, უფალია მისი სახელი.

აბაკუმი 3
10. დაგინახეს და შედრკნენ მთები; გადაიარა წყლის ნიაღვარმა, ხმა გაიღო წყლის უფსკრულმა, აღმართა ხელები.

3ეზრა 6
48. და წყალიც, უტყვი და უსულო, ღვთის ნების მორჩილი, ქმნიდა ცხოველებს, რათა ამით გაეცხადებინათ შენი სასწაულები ხალხებისთვის.

მათე 8
26. მიუგო მათ: რამ შეგაშინათ, მცირედ მორწმუნენო? მერე წამოდგა, შერისხა ქარები და ზღვა, და ჩამოვარდა სიმყუდროვე დიდი.
27. ხოლო განცვიფრებული ხალხი ამბობდა: ვინ არის იგი, ქარებიც და ზღვაც რომ მორჩილებენ?ამოვარდა სიმყუდროვე დიდი.