ენოქი


საკვანძო მუხლები:

დაბადება 4 : 18 ; დაბადება 5 : 18 ; ზირაქი 44 : 1 ; ლუკა 3 : 37 ; იუდა 1 : 14 ; ებრაელთა 11 : 5 ;
1.8.77 ენოქი (ხანოქი, ენოს, ენუქ, Енох)

(მიძღვნილი)

ერთი ენოქი არის:
- კაენის პირველი შვილი, რომლის სახელიც კაენმა უწოდა თავის გაშენებულ ქალაქს დაბ.4,17
- ენოქ კაენის ძის შთამომავლობა დაბ.4,[18]

მეორე ენოქი არის:
- ადამის შთამომავალი შეთის მხრიდან, ადამიდან მეშვიდე, იარედის ძე დაბ.5,18 იუდ.1,14
- ენოქ იარედის ძის შთამომავლობა დაბ.5,21.22.25
- დადიოდა ღმერთთან ენოქი და წაიყვანა ღმერთმა დაბ.5,24
- მოეწონა (ესათნოვა) უფალს ზირაქ.44,16 ებრ.11,5
- არ უხილავს სიკვდილი ებრ.11,5
- ქრისტეს გენეალოგიაში ლუკ.3,37
- ახალ აღთქმაში ნახსენებია მისი წინასწარმეტყველების შესახებ იუდ.1,14
- თაობათათვის სინანულის ნიმუში გახდა.ზირაქ.44,16

ბიბლიის მუხლები

დაბადება 4
17. შეიცნო კაენმა თავისი დედაკაცი. დაორსულდა ქალი და შვა ენოქი. გააშენა კაენმა ქალაქი და უწოდა ამ ქალაქს შვილის სახელი - ენოქი.
18. შეეძინა ენოქს ყირადი; ყირადმა შვა მეხუაელი; მეხუაელმა შვა მეთუშაელი; მეთუშაელმა შვა ლამექი.

დაბადება 5
18. იცოცხლა იარედმა ას სამოცდაორი წელი და შვა ენოქი.
21. იცოცხლა ენოქმა სამოცდახუთი წელი და შვა მეთუშალახი.
22. დადიოდა ღმერთთან ენოქი მეთუშალახის დაბადების შემდეგ სამასი წელი და შვა ძენი და ასულნი.
24. დადიოდა ღმერთთან ენოქი და აღარ იყო, რადგან წაიყვანა იგი ღმერთმა.
25. იცოცხლა მეთუშალახმა ას ოთხმოცდახუთი წელი და შვა ლამექი.

ზირაქი 44
16. ენოქი მოეწონა უფალს და წაყვანილ იქნა, თაობათათვის სინანულის ნიმუში გახდა.

ლუკა 3
37. მათუსალასი, ენოქისა, იარედისა, მადელეილისა, კაინანისა,

იუდა 1
14. მათთვის იწინასწარმეტყველა ენოქმა, მეშვიდემ ადამის შემდეგ, რომელმაც თქვა: აჰა, მოვიდა უფალი მისივე წმიდათა სიმრავლით,

ებრაელთა 11
5. რწმენით გარდაიცვალა ენოქი, ისე, რომ არ უხილავს სიკვდილი, და ვეღარავინ დალანდა, რადგანაც ღმერთმა წაიყვანა იგი; ვინაიდან სიკვდილამდე მიიღო მოწმობა, რომ ესათნოვა ღმერთს.


1.8.77 Енох
Быт.4,17.18; 5,18.21.22.24.25 Сирах.44,16 Лук.3,37 Иуд.1,14 Евр.11,5