ანგელოზები ემსახურებიან ხარებას


საკვანძო მუხლები:

4მეფეთა 1 : 3 ; საქმენი მოციქულთა 5 : 19 ; საქმენი მოციქულთა 8 : 26 ; საქმენი მოციქულთა 10 : 22 ; საქმენი მოციქულთა 27 : 23 ; ებრაელთა 1 : 14 ; საქმენი მოციქულთა 11 : 13 ;
2.7.11. ანგელოზები ემსახურებიან ხარებას

- აგზავნის სამხელად 4მფ.1,3

- მახარებელს წარმართავს სახარებელ პიროვნებასთან საქ.5,19.20; 8,[26]-28 ებრ.1,14

- ანგელოზი მოუწოდებს სახარებელს მივიდეს მახარებელთან საქ.10,22

- ანგელოზი გზად ამხნევებს საქ.27,23.24

ანგელოზები ამზადებენ წარმართებს ქრისტეს მისაღებად საქ. 10,[3].7.[22].30; 11,13.14

ბიბლიის მუხლები

4მეფეთა 1
3. ხოლო უფლის ანგელოზმა უთხრა ელია თიშბელს: წადი, და დახვდი სამარიის მეფის მოციქულებს და უთხარი: ნუთუ აღარ არის ღმერთი ისრაელში, რომ ყეკრონის ღმერთთან, ბაალზებუბთან მიდიხართ საკითხავად?

საქმენი მოციქულთა 5
19. მაგრამ უფლის ანგელოზმა ღამით გააღო საპყრობილის კარი, გამოიყვანა ისინი და უთხრა:
20. წადით, დადექით ტაძარში და უქადაგეთ ხალხს ამ სიცოცხლის ყოველი სიტყვა.

საქმენი მოციქულთა 8
26. უფლის ანგელოზმა უთხრა ფილიპეს: წადი და სამხრეთით დაუყევი უდაბურ გზას, იერუსალიმიდან რომ ეშვება ღაზისაკენ..
27. ისიც ადგა და წავიდა. და, აჰა, ერთი ეთიოპიელი კაცი, საჭურისი, ეთიოპიის დედოფლის, კანდიდეს დიდებული და მთელი მისი საუნჯის მცველი, თაყვანისცემად რომ მისულიყო იერუსალიმს,
28. უკანვე ბრუნდებოდა და თავის ეტლში მჯდომარე კითხულობდა ესაია წინასწარმეტყველს.

საქმენი მოციქულთა 10
საქმე მოციქულთა 10
3 იხილა მან ჩვენებაში ცხადად, ასე, დღის მეცხრე საათზე, ღვთის ანგელოზი, რომელიც შევიდა მასთან და უთხრა: “კორნელიოს!”
7 როცა წავიდა მასთან მოსაუბრე ანგელოზი, მან დაუძახა თავის ორ მსახურს და ერთ კეთილმსახურ მეომარს, რომელიც თან ახლდა,
22 მათ თქვეს: “ასისთავ კორნელიოსს, მართალს და ღვთისმოშიშ კაცს, რომელსაც ემოწმება იუდეველთა მთელი ერი, წმიდა ანგელოზისგან ებრძანა, მოგიხმოს თავის სახლში და მოისმინოს შენი სიტყვები.” 
30 კორნელიოსმა თქვა: “ოთხი დღის წინ, ამ საათამდე, ვმარხულობდი, მეცხრე საათზე ჩემს სახლში ვლოცულობდი. და აჰა, ჩემს წინაშე დადგა კაცი ელვარე სამოსით.

საქმე მოციქულთა 11
13. მან გვიამბო, როგორ იხილა შინ ანგელოზი, რომელიც დადგა და უთხრა მას: იოპეში გაგზავნე ხალხი და უხმე სიმონს, პეტრედ წოდებულს;
14. ის გეტყვის სიტყვებს, რითაც ცხონდებით შენცა და მთელი შენი სახლიც.

საქმენი მოციქულთა 27
23. ვინაიდან წუხელ გამომეცხადა ანგელოზი ღვთისა, ვისიცა ვარ და ვისაც ვმსახურებ.
24. და მითხრა: ნუ გეშინია, პავლე! აუცილებღად უნდა წარუდგე კეისარს, და, აჰა, ღმერთმა გაჩუქა ყველა, ვინც შენთან ერთადაა ხომალდზე.

ებრაელთა 1
14. განა ყველანი მომსახურე სულები არ არიან, მათდა სამსახურად მოვლინებულნი, რომელთაც უნდა დაიმკვიდრონ საუკუნო სიცოცხლე?