ნათელისა და ბნელის შესახებ

საკვანძო მუხლები:

დაბადება 1 : 3 ; იობი 38 : 19 ; ეკლესიასტე 2 : 13 ; ესაია 45 : 7 ;
2.1.17. ნათელისა და ბნელის შესახებ

- ნათელი ღმერთმა შექმნა დაბ.1,[3]
- ნათელი გაჰყო ბნელისგან დაბ.1,[4] ზირ.16,26 ეს.45,7
- ნათელს უწოდა დღე დაბ.1,[5]
- სად არის ნათლის ან ბნელეთის ადგილი? იობ.38,19
- ნათელი ბნელზე უპირატესობს ეკლ.2,13
- ნათელი ბნელში ნათობს და ბნელმა იგი ვერ მოიცვა ინ.1,5
- ღმერთი არის ნათელი და არ არის მასში არავითარი ბნელი 1ინ.1,5
- ბნელი გადადის და ჭეშმარიტი ნათელი ნათობს 1ინ.2,8
- ოდესღაც ბნელი ვიყავით, ახლა კი ნათლის ძენი ვართ ეფ.5,8; 1თეს.5,5
- ყოველივე მხილებული ნათლით ცხადდება ეფ.5,13.14
- ღმერთი მიუწვდომელ ნათელში მყოფობს 1ტიმ.6,16 

ბიბლიის მუხლები

დაბადება 1
3. თქვა ღმერთმა: იყოს ნათელი! და იქმნა ნათელი.
4. და ნახა ღმერთმა, რომ ნათელი კარგი იყო, და გაჰყარა ღმერთმა ნათელი და ბნელი. 
5. ნათელს ღმერთმა უწოდა დღე და ბნელს უწოდა ღამე. იყო საღამო, იყო დილა - პირველი დღე. 

იობი 38
19. სად არის გზა ნათლის სამყოფელისკენ და სად არის ბნელეთის ადგილი,

ეკლესიასტე 2
13. ოდეს ვიკვლიე, რა არის სიბრძნე ანუ სიბრიყვე და უმეცრება, ვნახე, რომ სიბრძნე სიბრიყვეზე უპირატესობს, ისევე როგორც ნათელი ბნელზე.

ზირაქი 16
26. დასაბამითვეა მისი საქმეები და როცა შექმნა ისინი, დაჰყო ნაწილებად.

ესაია 45
7. ნათლის გამომსახველი და ბნელის შემქმნელი, მშვიდობისმყოფელი და ჭირის შემქმნელი. მე ვარ უფალი, ამის ყოველის შემოქმედი.

იოანე 1
5. ნათელი ბნელში ნათობს და ბნელმა იგი ვერ მოიცვა.

1იოანე 1
5. ეს არის აღთქმა, რომელიც ვისმინეთ მისგან, და გაუწყებთ თქვენ, რომ ღმერთი არის ნათელი და არ არის მასში არავითარი ბნელი.

1იოანე 2
8. თუმცა ახალ მცნებასაც გწერთ, რომელიც ჭეშმარიტია მასშიც და თქვენშიც; ვინაიდან ბნელი გადადის და ჭეშმარიტი ნათელი უკვე ნათობს.

ეფესელთა 5
8. რადგან ოდესღაც ბნელი იყავით, ახლა კი ნათელი ხართ უფალში. მაშ, იარეთ, როგორც ნათლის შვილებს შეშვენით.
13. ხოლო ყოველივე მხილებული ნათლით ცხადდება, 
14. რადგანაც ნათელია ყოველივე გაცხადებული. ამიტომაც ითქვა: „გაიღვიძე, მძინარევ, აღსდეგ მკვდრეთით, და გაგანათლებს შენ ქრისტე“.

1თესალონიკელთა 5
5. რადგან ყველანი ნათლის ძენი ხართ და ძენი დღისა; არა ვართ ღამის, და არც ბნელისა.

1ტიმოთე 6
16. ერთადერთი მპყრობელი უკვდავებისა, მიუწვდომელ ნათელში მყოფი, რომელიც არ უხილავს არცერთ კაცთაგანს და არც ძალუძს იმისი ხილვა, ვისიცაა პატივი და საუკუნო ძალმოსილება. ამინ.

-----------------------------
კომენტარი და საქმიანი წინადადება შეგიძლიათ აქვე დამიტოვოთ