ყებედ-მელექი


საკვანძო მუხლები:

იერემია 38 : 7 ; იერემია 39 : 16 ;
1.8.63 ყებედ-მელექი (აბდემელექი, ებედმელექი)

- ეთიოპიელი საჭურისი, ამოიყვანა ჭიდან იერემია იერ.38,7-13

- მიიღო ღმერთისგან ხსნის აღთქმა, რადგან ღვთის იმედი ჰქონდა იერ.39,16-18 

ბიბლიის მუხლები

იერემია 38
7. გაიგო ყებედ-მელექმა, ეთიოპელმა საჭურისმა, რომელიც მეფის სასახლეში იყო, რომ ჭაში ჩააგდეს იერემია. მეფე კი ბენიამინის კარიბჭეში იჯდა.
8. გამოვიდა ყებედ-მელექი მეფის სასახლიდან და ასე უთხრა მეფეს:
9. მეფე-ბატონო! დააშავეს ამ კაცებმა, ასე რომ მოექცნენ იერემია წინასწარმეტყველს, ჭაში რომ ჩააგდეს; ხომ მოკვდა შიმშილით, რადგან პური აღარ არის ქალაქში.
10. ასე უბრძანა მეფემ ყებედ-მელექს, ეთიოპელს: წაიყვანე აქედან ოცდაათი კაცი და ამოიყვანე იერემია წინასწარმეტყველი ჭიდან, ვიდრე არ მომკვდარა.
11. წაიტანა ყებედ-მელექმა კაცები და წავიდა მეფის სასახლეში, საგანძურს ქვეშ, მოკრიფა ძონძები და ძველმანი სამოსელი და თოკები ჩაუგზავნა ჭაში იერემიას.
12. უთხრა ყებედ-მელექმა, ეთიოპელმა, იერემიას: იღლიების ქვეშ ამოიფინე ეს ძონძები და ძველმანები თოკებად. ასეც მოიქცა იერემია.
13. ამოათრიეს იერემია თოკებით და ამოიყვანეს ჭიდან. და დარჩა იერემია საყარაულო ეზოში.

იერემია 39
16. წადი, უთხარი ყებედ-მელექს, ეთიოპიელს: ასე ამბობს-თქო ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი; აჰა, ბოროტად ავახდენ ამ ქალაქზე ჩემს სიტყვებს, არა კეთილად. იმ დღესვე, შენს წინაშე ახდება ყველაფერი.
17. შენ დაგიფარავ იმ დღეს, ამბოხს უფალი, და არ ჩავარდები იმ ხალხის ხელში, ვისიც გეშინია.
18. ნამდვილად გიხსნი და მახვალით არ დაეცემი, ნადავლად დაგრჩება სიცოცხლე, რადგან ჩემი იმედი გქონდა, ამბობს უფალი.


1.8.63 Авдемелех
Иер.38,7-13; 39,16-18