იობი თავი 2

1 . მივიდნენ ერთ დღეს ღვთის ძენი უფლის წინაშე წარსადგომად; და მათ შორის სატანაც მივიდა უფლის წინაშე წარსადგომად.

2 . უთხრა უფალმა სატანას: "საიდან მოდიხარ?” მიუგო სატანამ უფალს: "ქვეყნად დავწანწალებდი და მიმოვდიოდი”.

3 . უთხრა უფალმა სატანას: "თუ შეგინიშნავს ჩემი მსახური იობი? არავინაა მისი მსგავსი დედამიწაზე; უმწიკვლო, წრფელი, ღვთისმოშიში კაცია, ბოროტებას განრიდებული. კვლავაც უმწიკვლოდ ინახავს თავს, შენ კი მაქეზებდი, რომ უმიზეზოდ დამეღუპა”.

4 . უთხრა უფალმა სატანას: "თუ შეგინიშნავს ჩემი მსახური იობი? არავინაა მისი მსგავსი დედამიწაზე; უმწიკვლო, წრფელი, ღვთისმოშიში კაცია, ბოროტებას განრიდებული. კვლავაც უმწიკვლოდ ინახავს თავს, შენ კი მაქეზებდი, რომ უმიზეზოდ დამეღუპა”.

5 . აბა, გაიწოდე ხელი და მის ძვალსა და ხორცს შეეხე, თუ პირში არ დაგიწყოს გმობა!

6 . უთხრა უფალმა სატანას: "აჰა, შენს ხელშია იგი, ოღონდ მის სიცოცხლეს არ შეეხო!”

7 . გავიდა სატანა უფლისგან და ტერფიდან თხემამდე საშინელი ქეცი შეჰყარა იობს.

8 . აიღო იობმა თიხის ნატეხი წყლულების მოსაქავებლად და ჩაჯდა ნაცარში.

9 . უთხრა ცოლმა იობს: "ისევ შენს უბიწოებას ებღაუჭები? დაგმე ღმერთი და მოკვდი!”

10 . უპასუხა: "ერთი უგუნური დედაკაცივით ლაპარაკობ! სიკეთის მიღება ვიცით ღვთის ხელიდან, სიავე კი არ უნდა მივიღოთ?” არც ამჯერად შეუცოდავს იობს თავისი ბაგით.

11 . გაიგო იობის სამმა მეგობარმა ყველა ის უბედურება, რაც იობს დაატყდა თავს და მოვიდნენ თავ-თავიანთი ადგილებიდან ელიფაზ თემანელი, ბილდად შუხელი და ცოფარ ნაყამათელი. შეიკრიბნენ, რომ თანაგრძნობისა და ნუგეშისცემისათვის მისულიყვნენ.

12 . შორიდანვე აღაპყრეს თვალები, მაგრამ ვერ იცნეს, ხმა აიმაღლეს და ტირილი მორთეს, სამოსელი შემოიხიეს და თავს ზემოთ ცისკენ მტვერი აბნიეს.

13 . შვიდ დღესა და შვიდ ღამეს ისხდნენ მის წინ მიწაზე. სიტყვა არ დასცდენიათ, რადგან ხედავდნენ, რომ მეტისმეტად დიდი იყო მისი სატკივარი.